"სერიოზული ფსიქიკური პრობლემები აქვს" — კობახიძე სტიგმის გაძლიერებით სააკაშვილის შეურაცხყოფას ცდილობს
ქართული ოცნების თავმდჯომარე, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს და ამას დამაკნინებლად, დამამაცირებლად წარმოაჩენს, რაც სტიგმას აძლიერებს. ასე ეხმაურება ის გავრცელებულ კადრებს, რომელშიც ჩანს, რომ სააკაშვილი ტრაილერში იმყოფება. გარდა იმისა, რომ ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია, შესაძლოა, ქართული ოცნების თავმჯდომარე არასწორ ინფორმაციასაც ავრცელებს და ფსიქიკური პრობლემების სტიგმის გაძლიერებით სააკაშვილის შეურაცხყოფას ცდილობს.
"კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ მას აქვს სერიოზული ფსიქოლოგიური და ფსიქიკური პრობლემები. ასეთ ადამიანს სურდა ძალაუფლების დაბრუნება, რაც აღიკვეთა, ბუნებრივია, და აღიკვეთება ასეთი რამ ყოველთვის. ხელისუფლება დგას თავის ადგილზე და ასეთ ადამიანებს და ასეთ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აქვს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ფსიქოლოგიის და ფსიქიკის პრობლემა, არასდროს არ მიეცემა ხელისუფლებაში დაბრუნების საშუალება", — თქვა კობახიძემ.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები ექსპრეზიდენტსა და მის ქვეყანაში შემოსვლაზე გაკეთებულ განცხადებებში ფსიქოლოგიურ და ფსიქიკურ პრობლემებს ახსენებენ. 6 ოქტომბერს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ამავე შინაარსის ფეისბუქ-პოსტი გამოაქვეყნდა.
21 ოქტომბერს იმედმა გაავრცელა კადრები, რომელშიც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩანს. ტელეკომპანიის მტკიცებით, ეს ვიდეო ტრაილერში არის გადაღებული, როცა სააკაშვილი უკრაინიდან თბილისში მოდიოდა. მათივე მტკიცებით, ეს ექსპრეზიდენტის "ერთ-ერთი სცენარისთვის" წინასწარ ჩაწერილი კადრებია. ვიდეოში სააკაშვილი ამბობს, რომ "ეს არის მოტაცება" და "არ იცის, რომელი ქვეყნის სპეცსამსახურები და ვინ უწყობდა ხელს".
ექსპრეზიდენტის ადვოკატი ბექა ბასილაია ვიდეოს ავთენტურობას არ ადასტურებს. მისი თქმით, ამ კადრების გასაჯაროებით პროკურატურამ კანონი დაარღვია და ახლა მანიპულაციისთვის გამოიყენება.
"გუშინ საღამოს მე გადმომეცა სრული მასალები საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, რაც პროკურატურას გააჩნია, მათ შორის ვიდეო ჩანაწერები. ამ მასალების მიხედვით სააკაშვილის მობილური ტელეფონები გადაგზავნილია ექსპერტიზაზე ისე, რომ ამ დრომდე ეს ტელეფონები გახსნილი არ არის, ამ დრომდე ამ ტელეფონებიდან ინფორმაცია მოპოვებული და საქმეზე დამაგრებული არ არის ოფიციალურად. შესაბამისად, რა გამოდის, რომ ტელეიმედს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის ტელეფონიდან ჩანაწერები მიაწოდა ისე, რომ სისხლის სამართლის საქმეზე დამაგრებული არ არის, არ წარმოადგენს მტკიცებულებას", — აცხადებს ბასილაია TV პირველის ეთერში.
მისივე თქმით, ამ თემაზე სამართლებრივი რეაგირება ექნებათ და მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს არ ენდობიან, სურთ ეს ყველაფერი აღრიცხული იყოს იმ დროისთვის, როცა ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო იარსებებს.
"ეს არის უკანონობა, რაც ჩაიდინა პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და იმედმა. ეს არ არის ჟურნალისტის მიერ ინფორმაციის მოპოვება, ეს არის ჟურნალისტური წყაროების გამოყენება პროპაგანდისტული მიზნებით ისეთ მასალის გავრცელებაზე, რაზე წვდომის უფლება არავის არ შეიძლება ქონდეს. აქ არ არის საუბარი იმაზე, ჟურნალისტმა რა ხერხებით მოიპოვა", — განაცხადა მან.
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის განცხადებით, მას წარედგინება ბრალი საზღვრის უკანონო კვეთაზე. მათივე ვერსიით, სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან გემით შემოვიდა ფოთის პორტში.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები