ღარიბაშვილი გაგებაში არაა, რა არის თვითმმართველობა, კონსტიტუცია გადაიკითხოს — ხაზარაძე

ფოტო: ლელო
თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატისა და ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა არ იცის, რა არის თვითმმართველობა, ამიტომ ურჩევს, კონსტიტუცია გადაიკითხოს. ის განმარტავს, რომ თვითმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ ოპოზიციას ცენტრალურმა ხელისუფლებამ დესტრუქცია არ უნდა მოუწყოს.
"ეს არის კონსტიტუციის და კანონის ელემენტარული არცოდნა, როცა ამას აცხადებს პრემიერი, ეს ნიშნავს, რომ საერთოდ გაგებაში არ არის რა არის თვითმმართველობა. თვითმმართველობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ თვითმართველობაში შეიძლება იყოს ოპოზიცია, მაგრამ მან გააგრძელოს ჩვეულებრივი ცხოვრება და საქმის კეთება, ისე რომ დესტრუქცია არ მოუწყოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ.
ეს არის პრაქტიკულად, საბოტაჟი, წინასაწარ გამოცხადებული საბოტაჟი ქართველი ხალხის და ადგილობრივი თვითმმართველობის წინააღმდეგ და მე ვურჩევ მას, რომ გადაიკითხოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა", — აცხადებს ხაზარაძე.
ირაკლი ღარიბაშვილი რაიონებში წინასაარჩევნო შეხვედრებზე ოპოზიციის მადისკრედიტირებელ განცხადებებს აგრძელებს. პრემიერმინისტრმა სენაკში შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ ენმ-ის სენაკის მერობის კანდიდატს, კობა ნაყოფიას სენაკის მერობა სურს, როცა იქ სახლიც კი არ აქვს. მისი თქმით, თუ ნაყოფია გაიმარჯვებს, "არანაირი პერსპექტივა არ აქვს", რადგან ცენტრალური ხელისუფლება მათ ხელშია.
ამასთანავე, 21 ოქტომბერს ზუგდიდში ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატს, ანზორ მელიას მუნიციპალიტეტის მართვის "წარმოდგენა არ აქვს", ხოლო ქართული ოცნებას "ღირსეული ზუგდიდელი" და "უწესიერესი კაცი" ჰყავს კანდიდატად.
ამავე თემაზე:
- ღარიბაშვილი პირდაპირ აანონსებს, რომ ოპოზიციური კანდიდატების გამარჯვების შემთხვევაში ხალხი "დაიჩაგრება" — დეკანოიძე
- ღარიბაშვილის ნებისმიერი გამოსვლა კატასტროფაა, ასეთი ბანძი შეფასებების მნახველი არა ვარ — ბობოხიძე
- უკვე ძალიან სასაცილო გახდა ეს ღარიბაშვილი, ყველა რაიონში დადის და შხამს ანთხევს — უგულავა
- რაც უფრო ხშირად ისაუბრებს ღარიბაშვილი ისე, როგორც საუბრობს, მით უფრო დიდი სხვაობით გავიმარჯვებთ — მელია
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები