ქვეყნისთვის საფრთხე არის, როცა ესენი არიან ხელისუფლებაში, გინდა ცენტრში იყვნენ, გინდა რეგიონებში — ჯაფარიძე
გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, თვითმართველობაში ოპოზიციის ყოფნა კი არა, თვითმმართველობასა და ცენტრალურ ხელისუფლებაში ქართული ოცნების ყოფნა არის საფრთხე. მისივე თქმით, ქვეყნისთვის უმჯობესი იქნება, თუ სადმე ოპოზიცია იქნება უმრავლესობაში და "არჩეულ მერს და მერის კაბინეტს როგორ დაუპირისპირდებიან, მაგასაც ვნახავთ".
"საფრთხე არის, როცა თვითმმართველობაშიც და ცენტრალურ ხელისიუფლებაშიც არის ქართული ოცნება. ეგ არის პრობლემა. სადაც ეგენი არიან, იქ არის პრობლემა, თორემ საფრთხე... ოპოზიციის წარმომადგენლები თუ იქნებიან სადმე უმრავლესობაში, პირიქით, ეგ არის კარგი ქვეყნისთვის. მე მგონი, ამის ახსნა ამ ქვეყნის ბევრ მოქალაქეს არ სჭირდება.
სინამდვილეში პრობლემა არის და საფრთხე ქვეყნისთვის არის, როცა ესენი არიან ხელისუფლებაში, გინდა ცენტრში იყვნენ, გინდა რეგიონებში, გინდა ადგილობრივ თვითმმართველობაში. არანაირი პრობლემა არ იქნება, სადაც გავიმარჯვებთ. ყველგან გავიმარჯვებთ, ბევრგან გავიმარჯვებთ, საბოლოო ჯამში, იქნება ამ ხელისუფლების დასასრულის დასაწყისი და ეგ არის კარგი. საფრთხე კი არ არის, ეგ არის კარგი", — განაცხადა ჯაფარიძემ ფორმულასთან.
ირაკლი ღარიბაშვილი რაიონებში წინასაარჩევნო შეხვედრებზე ოპოზიციის მადისკრედიტირებელ განცხადებებს აგრძელებს. პრემიერმინისტრმა სენაკში შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ ენმ-ის სენაკის მერობის კანდიდატს, კობა ნაყოფიას სენაკის მერობა სურს, როცა იქ სახლიც კი არ აქვს. მისი თქმით, თუ ნაყოფია გაიმარჯვებს, "არანაირი პერსპექტივა არ აქვს", რადგან ცენტრალური ხელისუფლება მათ ხელშია.
ამასთანავე, 21 ოქტომბერს ზუგდიდში ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატს, ანზორ მელიას მუნიციპალიტეტის მართვის "წარმოდგენა არ აქვს", ხოლო ქართული ოცნებას "ღირსეული ზუგდიდელი" და "უწესიერესი კაცი" ჰყავს კანდიდატად.
ამავე თემაზე:
- ღარიბაშვილი პირდაპირ აანონსებს, რომ ოპოზიციური კანდიდატების გამარჯვების შემთხვევაში ხალხი "დაიჩაგრება" — დეკანოიძე
- ღარიბაშვილის ნებისმიერი გამოსვლა კატასტროფაა, ასეთი ბანძი შეფასებების მნახველი არა ვარ — ბობოხიძე
- უკვე ძალიან სასაცილო გახდა ეს ღარიბაშვილი, ყველა რაიონში დადის და შხამს ანთხევს — უგულავა
- რაც უფრო ხშირად ისაუბრებს ღარიბაშვილი ისე, როგორც საუბრობს, მით უფრო დიდი სხვაობით გავიმარჯვებთ — მელია
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა ენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა
-
-
-
გადახედვანაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა ნაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
კომენტარები