მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდის მხარდასაჭერად EFSE და TBC ლიზინგი საქართველოში ძალებს აერთიანებენ
6 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი (გაცემული ეროვნულ ვალუტაში) ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის ტენდენციას ქვეყანში, მიუხედავად პანდემიური რეალობისა.
EFSE-მ (ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის) თიბისი ლიზინგს, მის ახალ პარტნიორს საქართველოში 6 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) სესხი გამოუყო მცირე და საშუალო საწარმოების კაპიტალური ხარჯების დაფინანსებისთვის.
თიბისი ლიზინგი ბაზრის 73%-იანი წილით ქვეყნის წამყვანი სალიზინგო კომპანიაა. დამფუძნებელი თიბისი ჯგუფისა და დაფინანსებული აქტივების ღირებულების წყალობით ბრენდის საკმაოდ მაღალი ცნობადობითა და დადებითი რეპუტაციით სარგებლობს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ თიბისი ლიზინგის მიერ ადგილობრივ ვალუტაში გაცემული სესხი ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, გაზრდის მათ ფინანსებზე ხელმისაწვდომობას და მისცემს საშუალებას შექმნან მეტი სამუშაო ადგილი პოსტ-პანდემიური კლიმატის პირობებში.
"მცირე და საშუალო საწარმოები ქმნიან ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკურ ხერხემალს, ეს განსაკუთრებით შესამჩნევია საქართველოში. სწორედ ამიტომ, აუცილებელია ისეთ ფინანსურ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რომლებიც დასახავენ და ხელს შეუწყობენ ბიზნესის ზრდის ტენდენციას, განსაკუთრებით კი პანდემიის უარყოფითი გავლენის შესამცირებლად. ის ფაქტი, რომ სესხი ადგილობრივ ვალუტაშია, ასევე ხელს შეუწყობს ბიზნესის მდგრად განვითარებას, რადგან მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები დაცული იქნებიან გაცვლითი კურსის რისკებისგან. თიბისი ლიზინგის სახით ჩვენ შევიძინეთ ჩამოყალიბებული პარტნიორი, რომელსაც აქვს ფართო ბაზარი, რათა გამოიყენოს ჩვენი ინვესტიცია მაქსიმალური გავლენისთვის." — კლაუს მიულერი, EFSE საბჭოს თავმჯდომარე.
"ეს არის EFSE– სთან პარტნიორობის შესანიშნავი დასაწყისი და თიბისი ლიზინგისა და Finance in Motion გუნდების რამდენიმე თვიანი ერთობლივი წარმატებული მუშაობის დასტური, რომელმაც დიდი ხნის სასურველი ნაყოფიერი შედეგი გამოიღო. დამატებით 6 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის რესურსის მოზიდვა, რომელიც მთლიანად ლარში იქნება ათვისებული, საშუალებას მოგვცემს ლიზინგით დავაფინანსოთ მცირე და საშუალო ზომის საწარმოები, რომლებიც განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან უცხოურ ვალუტასთან მიმართებით და, როგორც წესი, არ გააჩნიათ შემოსავლები უცხოურ ვალუტაში. ჩვენი სტრატეგია ითვალისწინებს ლიზინგის პროდუქტების მაქსიმალურად მორგებას კონკრეტულ კლიენტთა სეგმენტებზე და ინდუსტრიებზე. EFSE- ის მიერ გამოყოფილი დაფინანსება კი სწორედ ასეთი, სპეციალური პროდუქტების შექმნას მოხმარდება, რაც ნამდვილად დაგვეხმარება დასახული მიზნების განხორციელებაში" — გაგა გოგუა, თიბისი ლიზინგის გენერალური დირექტორი.
ამ ინვესტიციის მეშვეობით, ორგანიზაცია ხელს შეუწყობს ბიზნესის ზრდას მანქანა-დანადგარების, სამშენებლო, საწარმოო აღჭურვილობისა და ბიზნეს გადაწყვეტილებებზე ორიენტირებული საწარმოების იჯარით გაცემის გზით. თიბისი ლიზინგი ხელს შეუწყობს პირველ რიგში ისეთ ინიციატივების განხორციელებას, როგორებიცაა: SDG 8-ს ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა და SDG 9 მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა.
EFSE– ს შესახებ
2005 წელს დაფუძნებული გავლენიანი საინვესტიციო ფონდი, ევროპის ფონდი სამხრეთ ევროპისთვის (EFSE) მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ეკონომიკურ განვითარებას და კეთილდღეობას სამხრეთ -აღმოსავლეთ ევროპასა და აღმოსავლეთ სამეზობლო რეგიონში მიკრო და მცირე საწარმოების განვითარებას ინვესტიციის განხორციელების გზით, ასევე კომპლებისთვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებით.გამომდინარე იქიდან, რომ ფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობა ამ სეგმენტისთვის უმთავრესია, EFSE ყურადღებას ამახვილებს ადგილობრივი ფინანსური სექტორების დახმარების გაძლიერებაზე, რათა მათ თავისმხრივ უზრუნველყონ ამ სამიზნე ჯგუფების დაფინანსება. საინვესტიციო საქმიანობის პარალელურად, ადგილობრივი პარტნიორების მეშვეობით, EFSE აძლიერებს თავის გავლენას EFSE განვითარების მექანიზმის საშუალებით, რომელიც უზრუნველყოფს ტექნიკურ დახმარებას, ტრენინგს და სხვა არა მატერიალურ დახმარებას მეწარმეებისა და ინსტიტუტებისათვის.
EFSE ინიცირებულია KfW განვითარების ბანკის მიერ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) და ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით. როგორც ერთ-ერთი პირველი კერძო-საჯარო ფონდი, EFSE იძიებს კაპიტალს დონორი სააგენტოებიდან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან და კერძო ინსტიტუციონალური ინვესტორებიდან.
Finance in Motion GmbH, გერმანია, EFSE– ს მრჩეველია, ხოლო Hauck & Aufhäuser Fund Services S.A., ლუქსემბურგი, მენეჯერის ფუნქციას ასრულებს.
სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის ევროპული ფონდის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.efse.lu
Finance in Motion GmbH-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.finance-in-motion.com
თიბისი ლიზინგი წარმოადგენს თიბისი ჯგუფის წევრსა და უმსხვილეს სალიზინგო კომპანიას საქართველოში. ორგანიზაციას აქვს 17 წლიანი გამოცდილება ინდუსტრიაში და ფლობს ბაზრის 73%-იან წილს. კომპანიას ჰყავს მრავალი ადგილობრივი თუ საერთაშორისო დონორი და პარტნიორი. დღეის მდგომარეობით, თიბისი ლიზინგი აქტიურია თითქმის ყველა ბიზნეს სექტორში და სპეციალიზირებულ ფინანსურ პროდუქტებს სთავაზობს სამედიცინო, სატრანსპორტო, HORECA, სავაჭრო, სასოფლო -სამეურნეო, განახლებადი ენერგიის ინდუსტრიებს და სხვა, ასევე, ეხმარება ფიზიკურ პირებს საკუთარი ბიზნესის განვითარებაში.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
კომენტარები