მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ მერი ცენტრალური ხელისუფლების გარეშე "ნაბიჯს ვერ გადადგამს", პრემერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ თვითმმართველობის ცნებას ხაზი ოპოზიციამ გადაუსვა. მისი შეფასებით, ოპოზიციის მიერ თვითმმართველობის არჩევნების რეფერენდუმად გამოცხადება და პარალელურად, გუშინდელი განცხადების გამო მისი კრიტიკა "ორმაგი სტანდარტის კლასიკური ნიმუშია".

"როდესაც ეს აბსურდული, ე.წ. რეფერენდუმი მოიგონეს და თვითმმართველობის, წარმოიდგინეთ, თვითმმართველობის არჩევნებს მიაბეს და დათქმა ჩაგვადებინეს იმ შეთანხმებაში და დაუკავშირეს შესაძლო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები თვითმმართველობის არჩევნებს, ამით ხაზი გადაუსვეს ყველაფერს — მუნიციპალიტეტის არჩევნებს, ადგილობრივი თვითმმართელობის ცნებას, კონსტიტუციას, კანონს, ყველაფერს, აბსოლუტურად [...]

მათი სტანდარტი, ორმაგი სტანდარტის კლასიკური ნიმუში — ერთი მხრივ, მთელი კონსტიტუცია საერთოდ უგულებელყვეს, კანონი, თვითმმართველობის ცნება მთლიანად და გუშინ რაც მე სიმართლე ვთქვი და ასეც არის, იმიტომ, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტში, რეგიონში, მხარეში უამრავი, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელი სამსახურები არსებობს და მერს, გინდა არ გინდა, უწევს კოორდინაცია", — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ, 22 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადება განმარტა და თქვა, რომ სენაკის მერად არჩევის შემთხვევაში კობა ნაყოფიას შეძლებს იმ მინიმუმის გაკეთებას, რაც ბიუჯეტით აქვს განსაზღვრული.

გაიგე მეტი: