ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში ყოფილმა თანაპარტიელმა, გრიგოლ ვაშაძემ მოინახულა. მან არ გაასაჯაროვა, რაზე ისაუბრა სააკაშვილთან, თუმცა აღნიშნა, რომ მისი გზავნილი კარგად დაიმახსოვრა.

"რაზე ვილაპარაკეთ, ამაზე, სამწუხაროდ, ჟურნალისტებთან ვერ ვისაუბრებ, თქვენთან განხილვას არ ექვემდებარება. რაც შეეხება იმას, ნაციონალური მოძრაობის წევრი ვარ თუ არა, წყალს წაუღია ყველა პარტია. ყველა პარტიის წევრობაზე თუ საერთოდ იმ ბალაგანზე, რასაც პოლიტიკას ეძახიან საქართველოში, წინ დგას ადამიანობა და მეგობრობა. მიხეილ სააკაშვილთან ჩემი ცხოვრების უზარმაზარი და ალბათ, ყველაზე საინტერესო ნაწილია დაკავშირებული", — განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ვაშაძემ განაცხადა, "გონება, როგორც ყოველთვის სამართელებელივით აქვს". მან, ასევე, თქვა, რომ ექსპრეზიდენტი დასუსტებული არ არის, მაგრამ, "ფიზიკურად დასუსტებას მალე დაიწყებს"

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში უკვე 23-ე დღეა რაც შიმშილობს. ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მისი პროფილაქტიკური ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია გასცა. ჯერჯერობით უცნობია, როდის და სად გადაიყვანენ სააკაშვილს დამატებითი გამოკვლევებს ჩასატარებლად.