გამარჯვების მერე გელით რუსთავში, მინდა, ჩემი სატუსაღოს კარი ბათუმელებმაც გააღოთ — სააკაშვილი აქციაზე შეკრებილებს
ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში, მისი მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს წერილით მიმართა. მისი თქმით, "ქათქათა ბათუმს" ნიშნავს, რომ ბათუმში ლურჯი დროშების ნაცვლად, ხუთჯვრიანი დროშები აფრიალდება. სააკაშვილი ამბობს, რომ გიორგი კირთაძე და მიშა ბოლქვაძე ბათუმისა და ხელვაჩაურის ისტორიაში საუკეთესო მერები იქნებიან. ექსპრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მათი გამარჯვების მერე, ბათუმელებს რუსთავში ელოდება, რათა მათაც გააღონ მისი "სატუსაღოს კარი"
"მათი გამარჯვების მერე, გელით რუსთავში, მინდა, რომ ჩემი სატუსაღოს კარი, მათ შორის ბათუმელებმაც გააღოთ. არც ერთი ადამიანი არ უნდა დარჩეს სახლში, ყველანი არჩევნებზე, არც ერთი წამით არ უნდა შევჩერდეთ, შევუტიოთ ყველა მიმართულებით. ჩვენ კი არ უნდა ვიცავდეთ მათგან თავს, ისინი არიან და უნდა დარჩნენ თავდაცვის რეჟიმის პოზიციაში, გაუმარჯოს ბათუმს, გაუმარჯოს აჭარას, გაუმარჯოს საქართველოს!", — წერს მიხეილ სააკაშვილი.
წერილში მიხეილ სააკაშვილმა აქციაზე შეკრებილებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ "მაგრად დგას" და მათთან პირდაპირ კონტაქტს ელის.
"მე მაგრად ვდგავარ, მოველი თქვენთან პირდაპირ კონტაქტს, მხდალმა ხელისუფლებამ სასამართლოზეც ვერ გაბედა ჩემი მიყვანა, სატელეფონო ზარები ამიკრძალა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ისინი უკვე დამარცხებული და ჩვენ უკვე გამარჯვებულები ვართ", — წერს სააკაშვილი.
ბათუმში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. შეკრებილებს სიტყვით მიმართეს როგორც ნაციონალური მოძრაობის, ისე სხვა პარტიების წარმომადგენლებმა: ირაკლი კუპრაძემ, არმაზ ახვლედიანმა, ნინო ბურჯანაძემ და ა.შ. მათ აღნიშნეს, რომ ექსპრეზიდენტი პოლიტპატიმარია, ასევე, მოსახლეობას 30 ოქტომბრის არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდეს და წარმატებები უსურვეს გიორგი კირთაძეს, რომელიც ბათუმის მერობისთვის იბრძვის.
მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის დაკავების დღიდან, 23 დღეა შიმშილობს. ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მისი პროფილაქტიკური ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია გასცა. ჯერჯერობით უცნობია, როდის და სად გადაიყვანენ სააკაშვილს დამატებითი გამოკვლევებს ჩასატარებლად.
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
კომენტარები