დათვალე ბიზნესი მარტივად — ფინანსური ანალიზი ბიზნესკურსისგან
წარმატებული ბიზნესპროექტები ეფექტიანი გადაწყვეტილებების შედეგად იქმნება. იმისათვის, რომ სწორი გადაწყვეტილებები მიიღო, საჭიროა იცოდე, თუ როგორია შენი კომპანიის ფინანსური მდგომარეობა. როდესაც სწორ ანალიზს აკეთებ, ზუსტად აფასებ არსებულ სიტუაციას და სამომავლო მიზნებსაც მარტივად სახავ.
ფინანსური ანგარიშების ზოგიერთი ნაწილი განკუთვნილია მომხმარებლებისთვის, ზოგიერთი კი — კომპანიის მენეჯერებისთვის. სტატიის მომდევნო ნაწილში კომპანიის ფინანსების მართვის შესახებ გიყვებით და გიზიარებთ რჩევებს, რომელთა საშუალებითაც ბიზნესის მარტივად დათვლაა შესაძლებელი.
ორი ანგარიში — შიდა და გარე მომხმარებლებისთვის
მაგალითად, IFRS რეპორტი მზადდება საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და განკუთვნილია ინვესტორებისთვის, ბანკებისთვის, მარეგულირებლებისთვის და სხვა. აქ მოცემულია კომპანიის კაპიტალის, რესურსებისა და ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია. ასევე, ინფორმაცია კომპანიის ფულადი რესურსების განკარგვის შესახებ და ცნობები იმაზე, თუ რამდენად სწორად მართავს მენეჯმენტი ფირმის ფულად რესურსებს. ამ რეპორტს ესაჭიროება აუდიტის დასტური, რათა მასში მოცემული ინფორმაცია სანდოობის მაღალი ხარისხით სარგებლობდეს.
რაც შეეხება მენეჯმენტ რეპორტს, ის განკუთვნილია კომპანიის დირექტორებისა და დამფუძნებლებისთვის. ეს ანგარიში ორიენტირებულია მიმდინარე შედეგების გაანალიზებასა და მომავალი გეგმების დასახვაზე. მენეჯმენტ რეპორტი მოიცავს ისეთ ანგარიშებს როგორიცაა: საქონლის მარჟების ანალიზი, ობიექტების მომგებიანობის ანალიზი, დებიტორების ანალიზი და ა.შ. IFRS რეპორტისგან განსხვავებით, მენეჯმენტ რეპორტი კომპანიის შიდა სტანდარტების შესაბამისად მზადდება.
ბალანსი
ბალანსი არის ანგარიშგება, სადაც მოცემულია კომპანიის აქტივების, ვალდებულებების და კაპიტალის შესახებ ინფორმაცია. აქტივებში იგულისხმება კომპანიის მფლობელობაში არსებული რესურსები, რომლებისგანაც ფირმა მომავალში ელოდება ეკონომიკურ სარგებელს. ბალანსში, ასევე, შესაძლებელია ინახოს, თუ რა მოცულობის ვალდებულებები გააჩნია კომპანიას ჯამურად. როგორია ვალდებულებების სტრუქტურა, რა მოცულობის სესხი აქვს აღებული კომპანიას და რა თანხების გასტუმრება მოუწევს მას უახლოესი პერიოდის განმავლობაში.
როგორც უკვე აღინიშნა, ბალანსის დოკუმენტი კაპიტალის შესახებ ინფორმაციასაც მოიცავს. აქ ის საკუთარი კაპიტალი იგულისხმება, რომელიც კომპანიას ბიზნესში აქვს ჩადებული. ასევე, ბალანსის ეს ნაწილი მოიცავს გაუნაწილებელი მოგების შესახებ ინფორმაციასაც, რომლის რეინვესტირებაც, ანუ ჩაბრუნებაც ხდება კომპანიაში.
მოგება-ზარალი
მოგებაზე გავიდა კომპანია, თუ იზარალა — მოგება-ზარალის ანგარიშგება აჩვენებს. ამ ანგარიშგებაში შესაძლებელია ვნახოთ როგორც კომპანიის მთლიანი შემოსავლები, ასევე მასთან დაკავშირებული ხარჯები.
როგორც წესი, ხარჯები იყოფა ორ ნაწილად: პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯები და საოპერაციო ხარჯები. როდესაც დავთვლით საერთო მოგებას (რეალიზაციას გამოკლებული პროდუქციის თვითღირებულება) შესაძლებელია, გამოვიანგარიშოთ მოგების მარჟაც. ეს ის პროცენტული ინდიკატორია, რომელიც აჩვენებს თუ რა ნაწილი რჩება კომპანიას თითოეული რეალიზებული ლარიდან. მისი გამოთვლისთვის საერთო მოგება უნდა შევაფარდოთ რეალიზებული საქონლის ღირებულებასთან.
მაგალითად: თუ კომპანიამ კონკრეტულ პერიოდში 15 000 ლარის საქონელი გაყიდა და 3 000 ლარის მოგება მიიღო, მოგების მარჟა იქნება (3 000/15 000) 20%.
რაც შეეხება საოპერაციო ხარჯებს, იგი დაკავშირებულია კომპანიის ძირითად საქმიანობასთან და მოიცავს: ხელფასის, იჯარის, მარკეტინგის, დისტრიბუციისა და მსგავს ხარჯებს. საერთო მოგებისა და საოპერაციო ხარჯებს შორის სხვაობა საოპერაციო მოგებას გვაძლევს. იმისათვის, რომ წმინდა მოგებამდე მივიდეთ, საოპერაციო მოგებას უნდა დავაკლოთ ცვეთისა და ამორტიზაციის ხარჯი, არასაოპერაციო მოგება/ზარალი და მოგების გადასახადი. წმინდა მოგება ეს არის ის თანხა, რომლის განაწილებაც შესაძლებელია კომპანიის დამფუძნებლებისთვის დივიდენდების სახით.
ფულადი სახსრები — Cash Flow
თანამედროვე ბიზნესის მართვაში ფულადი სახსრების მოძრაობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სწორედ ამიტომ, Cash Flow-ს ანგარიშგებაც ფინანსური ანგარიშგებისგან განუყოფელი ნაწილია.
არსებობს ფულადი სახსრების პირდაპირი და არაპირდაპირი ანგარიშგებები. პირდაპირი ანგარიშგება გვიჩვენებს თუ რა თანხები შემოვიდა კომპანიაში და სად მოხდა მათი გასვლა, ანუ მოძრაობა. ირიბი Cash Flow-ს ანგარიშგება ის შემთხვევაა, როცა თანხების მოძრაობის დანიშნულებაც ჩანს — მაგალითად, თუ ვხედავთ, რომ იზრდება კომპანიის მარაგები, ეს გვაძლევს შესაძლებლობას ვთქვათ, რომ კომპანიამ საკუთარი ფულადი სახსრები მარაგების ზრდისთვის მიმართა. უფრო კონკრეტულად, ირიბი Cash Flow აჩვენებს, თუ სად მიდის კომპანიის მოგება — მარაგებში, დებიტორულ დავალიანებებში, კრედიტორულ ვალდებულებებში თუ სხვა.
ფინანსური სტაბილურობის მაჩვენებლები
შესაძლებელია, კომპანიას ჰქონდეს მომგებიანობის ძალიან კარგი მაჩვენებლები, მაგრამ გადახდისუუნარობის, ანუ ჭარბვალიანობის რისკის წინაშე მაინც იდგეს. როდესაც კომპანია განვითარებას გეგმავს, ამას ფულადი რესურსები ესაჭიროება. ფინანსებში ყოველივე ამას საოპერაციო საქმიანობიდან ფულის ამოღებას და მის გრძელვადიან აქტივებშია დაბანდებას უწოდებენ. აქ მნიშვნელოვანი დეტალი არის ის, რომ გრძელვადიან აქტივში ჩადებული ფული უკუგებას მოკლევადიან პერიოდში ვერ მოიტანს. შესაბამისად, როდესაც კომპანია იღებს გადაწყვეტილებას გააფართოოს წარმოება, მან უნდა განსაზღვროს შეუძლია თუ არა საკუთარი ფულადი რესურსებით დააფინანსოს ყოველივე ეს.
თუ კომპანიას აქვს სურვილი, იყიდოს ახალი დანადგარი, გახსნას დამატებითი ფილიალი, ან სხვაგვარად განვითარდეს და ამისთვის საკუთარი ფულადი სახსრები არ გააჩნია, მას შეუძლია თანხა ისესხოს, ანუ ფული კრედიტის სახით მოიზიდოს.
როდესაც კომპანიას გააჩნია ფინანსური ვალდებულებები, მან უნდა ჩაატაროს შესაბამისი ანალიზი, რათა დადგინდეს, ხომ არ დგას ის გადახდისუუნარობის რისკის ქვეშ. თუ კომპანიის მთლიან ვალდებულებებს მისსავე საკუთარ კაპიტალთან შევაფარდებთ, ვნახავთ, როგორია აქტივების დაფინანსების პროპორცია. უფრო კონკრეტულად, ეს თანაფარდობა გვიჩვენებს რა ნაწილით ფინანსდება კომპანიის აქტივები ვალდებულებებით და რა ნაწილით საკუთარი კაპიტალით. როდესაც მიღებული შედეგი აჭარბებს 5-ს, ეს არის სიგნალი იმისთვის, რომ კომპანიამ ჩაატაროს სიღრმისეული ფინანსური ანალიზი და დაადგინოს, აქვს თუ არა კომპანიას ჭარბვალიანობის პრობლემა. გარდა ამისა, არსებობს არაერთი მაჩვენებელი, რომელსაც კომპანიის ფინანსებისთვის დიაგნოზის დასმა მარტივად შეუძლია.
ბიზნესის კეთების პროცესში მუდამ საქმის კურსში უნდა იყო, რათა არაფერი გამოგრჩეს. აქ განსაკუთრებულ როლს სწორედ ფინანსური ანალიზი თამაშობს. მიუხედავად იმისა, რომ სტატიაში ფინანსური ანალიზის საკმაოდ ბევრ ასპექტს შევეხეთ, უნდა ითქვას, რომ ეს სრულყოფილი ანალიტიკის მხოლოდ მცირე ნაწილია. თუ გსურს ამ საკითხის ირგვლივ სრულყოფილი ცოდნა მიიღო, ეწვიე საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს, სადაც კომპანიის ფინანსური მაჩვენებლების გაანგარიშების შესახებ უფასო ვიდეო ლექციის მოსმენასაც შეძლებ და ამისთვის სერტიფიკატსაც მიიღებ.
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
კომენტარები