ქართულ ფილმს ჩიკაგოს კინოფესტივალზე საუკეთესო სცენარის ჯილდო გადაეცა
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალის 57-ე გამოშვების გამარჯვებულები და მათ შორის ქართული ფილმიც მოხვდა: ალექსანდრე კობერიძის ფილმს რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ? საუკეთესო სცენარისთვის ვერცხლის ჰიუგო გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულებს შორის ასევე არიან წლევანდელი კანის კინოფესტივალის მონაწილე ისეთი ცნობილი ფილმები, როგორებიცაა რიუსუკე ჰამაგუჩის მანქანის მართვისას (Drive My Car) და აპიჩანტონგ ვერასეტაკუნის ხსოვნა (Memoria).
გამარჯვებულების სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
აღსანიშნავია, რომ რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ? წელს ბერლინალეს საკონკურსო პროგრამაშიც იყო წარმოდგენილი: ამით ის თითქმის ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველი ქართული კინოსურათი გახდა, რომელიც ბერლინალეს საკონკურსო პროგრამაში მოხვდა — მას შემდეგ, რაც 1993 წელს თემურ ბაბლუანის ფილმს უძინართა მზე ვერცხლის დათვი გადაეცა, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში ქართული ფილმი აღარ უჩვენებიათ
მართალია, ქართული ფილმი ბერლინალეს წლევანდელმა ჟიურიმ არ დააჯილდოვა, თუმცა სანაცვლოდ სწორედ ფიპრესიმ დაასახელა ის ფესტივალის საუკეთესო კინოსურათად.
ალექსანდრე კობერიძის ეს მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმი ქართულ-გერმანული პროექტია, რომლის სცენარიც ლიზას და გიორგის სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს და სიუჟეტი ქალაქ ქუთაისში ვითარდება. სამსახიობო გუნდის წევრები გიორგი ბოჭორიშვილი, ანა ქარსელაძე, ოლიკო ბარბაქაძე, გიორგი ამბროლაძე და ვახტანგ ფანჩულიძე არიან.
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
კომენტარები