კატეგორიულად მოვითხოვთ, კირკიტაძის შტაბზე თავდამსხმელი ყველა მოძალადე დაისაჯოს — მელია
ნაციონალური მოძრაობა რუსთავში პარტიის ოფისზე მომხდარი თავდასხმის მონაწილეების დასჯას ითხოვს. პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართავს და ვითარების გასაცნობად ადგილზე ჩასვლას სთხოვს. გარდა ამისა, მელია საქართველოში მყოფ სხვადასხვა ქვეყნის ელჩებს მოუწოდებს, რომ მომხდარზე სწორი და დროული რეაქცია ჰქონდეთ.
"მოვითხოვთ კატეგორიულად, უახლოეს საათებში ყველა მოძალადე თავმდამსხმელი, დათო კირკიტაძის შტაბზე დაისაჯოს. დაისაჯოს კანონის სრული მოთხოვნითა და ძალით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამავე დროს მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საერთაშორისო საზოგადოებას მივმართო, სადამკვირვებლო მისიებს, ჩვენ მათთან გვექნება ახლა საუბარი სატელეფონო, რომ ადგილზე თუ არის შესაძლებელი, გამოცხადნენ რუსთავში და მთელმა მსოფლიომ გაიგოს, თუ რა არის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც 30 ოქტომბერს უნდა დავამარცხოთ, მაგრამ ჩვენი სურვილია, მშვიდობიანად დავამარცხოთ და არა, ცემა-ტყეპით. ამიტომ, ვთხოვ, ყველა აკრედიტირებულ ელჩს საქართველოში ჰქონდეს სწორი და დროული რეაქცია", — ამბობს ის.
ამასთან, მელია ოპოზიციის ამომრჩევლებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ქართულმა ოცნებამ არჩევნების მეორე ტურის წინ "სახე დაკარგა", რადგან იციან, რომ მარცხდებიან.
"სწორედ ის ხალხია, ვინც იძალადა ერთი კვირის წინ რუსთავში, მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე, რომლებიც თავისუფლების მოედნისკენ მოემართებოდნენ რუსთავიდან და არანაირი რეაგირება არ მოხდა მაშინ და შედეგად, ეს გაკადნიერებული ხალხი ბედავს იმას, რომ უკვე ოფისზე ახორციელებენ თავდასხმას", — დასძენს მელია.
ენმ-ის რუსთავის მერობის კანდიდატის, დავით კირკიტაძის ინფორმაციით, პარტიის ოფისის თანამშრომლებს ქართული ოცნების 20-მდე აქტივისტი თავს დაესხა. მისი თქმით, მძიმედ ორი, ხოლო, ნაკლებად მძიმედ ერთი ადამიანია დაშავებული.
-
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
კომენტარები