ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკატაძის განცხადებით, საქართველოში ჯერ კიდევ კორონავირუსის მე-4 ტალღაა. გარდა ამისა, ტიკარაძე ვარაუდობს, რომ მე-5 ტალღა გაცილებით უფრო მსუბუქი იქნება.

"აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ არ გვაქვს ამ შემთხვევაში მე-5 ტალღასთან არანაირი საქმე. ეს არის მეოთხე ტალღის გარკვეული პროცესი, რომელიც, ჯერჯერობით არ დასრულებულა და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სწორი აქცენტების დასმა [...]

მე-5 ტალღაზე საუბარი ჯერჯერობით საქართველოში არის ადრე, ვინაიდან ჩვენ გაგვაჩნია როგორც იმუნური ფენა პაციენტების და იმ მოქალაქეების, რომლებსაც აქვს გადატანილი კოვიდ-ინფექცია. ასევე, გაგვაჩნია მილიონამდე აცრილი ადამიანი, რომლებიც ორი დოზით არის აცრილი. აქედან გამომდინარე, ჩვენი შემდგომი ტალღა წესით უნდა იყოს გაცილებით უფრო მსუბუქი, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ მნიშვნელოვანი რჩება რეგულაციების დაცვა და პირბადის გამოყენება", — განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში მე-5 ტალღა უკვე დაიწყო. მისივე ინფორმაციით, "მისი გადავლა ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მძიმე იქნება".

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრისა და ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ტალღების თვლას აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან გვაქვს გაუარესების ტენდენცია.