პენტაგონი: თურქეთმა ამერიკულ ავიაგამანადგურებლებს საჰაერო სივრცე გაუხსნა
თურქეთის ხელისუფლება კვლავ მისცემს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კოალიციას, გამოიყენონ თურქეთის საჰაერო სივრცე სირიაში ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს პოზიციების დასაბომბად. ინფორმაციას პენტაგონზე დაყრდნობით Reuters ავრცელებს.
პენტაგონის განცხადებით, აშშ–ს მოკავშირე თურქეთმა სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ შექმნილ კოალიციას ნება დართო ინჯირლიკის ავიაბაზა კვლავ გამოიყენოს. პენტაგონის თქმით, აღნიშნული შეთანხმება ინტენსიური მოლაპარაკების შედეგად იქნა მიღწეული და თურქეთმა პირობა დადო, რომ ამ ოპერაციას ხელს არ შეუშლის.
15 ივლისს დაწყებული სამხედრო გადატრიალების შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ 6 ათასამდე პირი დააკავა, მათ შორის არიან როგორც მაღალი რანგის სამხედროები, ისე რიგითი ჯარისკაცები. ხელისუფლებამ ასევე დააპატიმრა რამდენიმე ასეული მოსამართლე, 2700–ზე მეტ მოსამართლესა და პროკურორს კი უფლებამოსილება შეუჩერდა. გადატრიალების მცდელობას თურქეთში 290 ადამიანი ემსხვერპლა, 1 400 დაიჭრა.
თურქეთის ხელისუფლება განიხილავს შესაძლებლობას, აღადგინოს სიკვდილით დასჯა მეამბოხეების დასასჯელად, რასაც მკვეთრად უარყოფითი რეაქციები მოყვა მისი დასავლელი მოკავშირეების მხრიდან.
როიტერსის ინფორმაციით, აშშ–ს სახელმწიფო მდივანს ტელეკომპანია NBC-ის ეთერში დღეს კითხეს, ხომ არ ცდილობს ერდოღანი გადატრიალების მცდელობა საკუთარი ძალაუფლების გასამყარებლად გამოიყენოს. აღნიშნულზე კერიმ განაცხადა, რომ ერდოღანის მსგავსი ქმედება იქნებოდა გამოწვევა ევროპასთან და ნატოსთან ურთიერთობაში.
თურქეთის ხელისუფლება გადატრიალების ორგანიზებაში ამერიკაში მცხოვრებ ფეტულა გიულენს ადანაშაულებს, რომელიც ერთ–ერთ გავლენიან ადამიანადაა მიჩნეული. ერდოღანის მთავრობამ საჯაროდ მოითხოვა აშშ–სგან მისი ექსტრადირება, თუმცა, ჯონ კერიმ განაცხადა, რომ თურქეთის ხელისუფლებას მათთვის ჯერ არ წარუდგენია საკმარისი მტკიცებულებები დანაშაულში გიულენის მონაწილეობის შესახებ და თუ აშშ ამ დოკუმენტებს მიიღებს, სწორედ ამის შემდეგ იმსჯელებს გიულენის თურქეთში ექსტრადირების შესაძლებლობაზე.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები