თავისუფლების მოედანზე ქართული ოცნების მხარდამჭერი აქცია დაიწყო. ამ წუთებში შეკრებილებს სიტყვით პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მიმართავს, რომელმაც სიტყვა, ტრადიციულად, ყოფილი ხელისუფლების ლანძღვით დაიწყო.

მმართველმა გუნდმა მხარდამჭერები სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოიყვანა. მათი ნაწილი მედიებთან უარყოფდა, რომ აქციაზე მოდიოდა და სხვადასხვა მიზეზს იგონებდა. მაგალითად: ქორწილი, ტირილი, სეირნობა, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე და სხვა.

ქართული ოცნების მხარდამჭერებმა თავისუფლების მოედანზე შეკრება 15:00 საათიდან დაიწყეს. მათ გასართობად სცენაზე გუფი ლენდი, გელა გნოლიძისა და ზუკა ხუციშვილის ბენდები გამოდიოდნენ.

აქციის გამო დღეს თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდა, რაც წინასწარვე იყო ცნობილი. თუმცა, დღეს დილით ცნობილი გახდა ისიც, რომ თბილისის ცენტრალურ უბნებში პარკირება აიკრძალა. პოლიციამ საჯარო პარკინგები ყვითელი ლენტით შემოსაზღვრა.

მმართველმა გუნდის წინასაარჩევნო აქციაზე მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად მასშტაბური აქცია გაიმართა. თუმცა მმართველ გუნდში უარყოფენ, რომ ეს ოპოზიციის კონტრაქციია.