ქართული ოცნების აქცია ერთ საათში დასრულდა
ქართული ოცნების წინასაარჩევნო აქცია, რომელზე დასასწრებადაც ხალხი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან დედაქალაქში ჩამოიყვანეს, მხოლოდ ერთ საათს გაგრძელდა.
აქცია 17:00 საათზე დაიწყო და 18:00 საათზე დასრულდა. ბოლო გამომსვლელი თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე იყო.
მმართველი პარტიის ლიდერების მიერ გაკეთებული განცხადებების უდიდესი ნაწილი, ტრადიციულად, ნაციონალური მოძრაობის კრიტიკასა და მიხეილ სააკაშვილზე საუბარს დაეთმო.
- სააკაშვილო, გამოიხედე ციხის საკნიდან, ნახე, რამდენი თავისუფალი ქართველია აქ, რომლებსაც არ უნდიხარ — წულუკიანი
- არჩევნებზე გვიპირისპირდება ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო დაჯგუფება — კობახიძე
მმართველმა გუნდმა მხარდამჭერები სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოიყვანა. მათი ნაწილი მედიებთან უარყოფდა, რომ აქციაზე მოდიოდა და სხვადასხვა მიზეზს იგონებდა. მაგალითად: ქორწილი, ტირილი, სეირნობა, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე და სხვა.
ქართული ოცნების მხარდამჭერებმა თავისუფლების მოედანზე შეკრება 15:00 საათიდან დაიწყეს. მათ გასართობად სცენაზე გუფი ლენდი, გელა გნოლიძისა და ზუკა ხუციშვილის ბენდები გამოდიოდნენ.
აქციის გამო დღეს თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდა, რაც წინასწარვე იყო ცნობილი. თუმცა, დღეს დილით ცნობილი გახდა ისიც, რომ თბილისის ცენტრალურ უბნებში პარკირება აიკრძალა. პოლიციამ საჯარო პარკინგები ყვითელი ლენტით შემოსაზღვრა.
მმართველმა გუნდის წინასაარჩევნო აქციაზე მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად მასშტაბური აქცია გაიმართა. თუმცა მმართველ გუნდში უარყოფდნენ, რომ ეს ოპოზიციის კონტრაქციია.
ქართული ოცნების აქცია საქართველოს ჰიმნით დაიწყო და აქციის დასასრულს სიმღერა, ჩემი საქართველო აქ არის შესრულდა.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები