Glovo: სოციალური უფლებების ახალ სტანდარტს ვადგენთ — პროექტი კურიერებისთვის პირველად საქართველოში დაიწყება
Glovo, მსოფლიოში წამყვანი მრავალკატეგორული მიწოდების პლატფორმა, დღეიდან ახალ ინიციატივას აანონსებს. ინიციატივა წარმოადგენს კომპანიის ვალდებულებას, გაზარდოს კურიერებისთვის სოციალური უფლებების ხელმისაწვდომობა და შესთავაზოს სხვადასხვა შეღავათი, განურჩევლად იმისა, თუ რა სიხშირით იყენებს კურიერი აპლიკაციას.
კურიერებისთვის შეიქმნა Fairwork-ის რჩევებითა და რეკომენდაციებით. მათი განცხადებით, ინიციატივა ადგენს ახალ სტანდარტებს, რომელიც მოიცავს სამართლიან საათობრივ გამომუშავებას (WageIndicator-ის სამართლიანი შემოსავლის და მინიმალური ხელფასის მონაცემების გათვალისწინებით) გაუმჯობესებულ სადაზღვევო პაკეტსა და საგანმანათლებლო ტრენინგებზე ხელმისაწვდომობას, უსაფრთხოების ახალ სტანდარტებსა და მათ უზრუნველყოფას. კომპანია მიიჩნევს, რომ გიგ-ეკონომიკა კურიერებისთვის წარმოადგენს შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს და ამიტომაც, აუცილებელია მათთვის სოციალური უფლებებისა და სხვადასხვა შეღავათის ხელმისაწვდომობა, მიუხედავად იმისა, თუ რა ფორმატით იყენებენ კურიერები პლატფორმას.
Glovo-ს ახალი ინიციატივა 2022 წლის ბოლომდე იმ ქვეყნების 40%-ს დაფარავს, სადაც კომპანია ოპერირებს. თუმცა თავდაპირველად, საწყის ფაზაში, ინიციატივა მაროკოსა და საქართველოში ამოქმედდება.
უფრო სამართლიანი სამუშაო პირობებისთვის
Glovo ამბობს, რომ უფრო სამართლიანი მომავლისა და კურიერებისთვის უფრო მეტი უსაფრთხოებისა და მისი დაცვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფად, სამუშაო გარემოსა და პირობების გასაუმჯობესებლად, უზრუნველყოფილი იქნება შემდეგი ხუთი პუნქტი:
სამართლიანი ანაზღაურება — ეს პუნქტი მოიცავს კურიერების საათობრივი გამომუშავების სრულ გამჭვირვალობას, მათი სამუშაო ფორმატისაგან დამოუკიდებლად. ასევე, გათვალისწინებულია ერთგულების ბონუსი შესრულებული ან გაცვლილი დროის შესაბამისად.
გაუმჯობესებული დაზღვევა (360° უსაფრთხოება) — სხვადასხვა სახის უბედური შემთხვევების, მესამე მხარის პასუხისმგებლობისა და ტვირთის ტრანსპორტირების, ასევე ავადმყოფობის მიზეზით გამოწერილი შვებულების (ბიულეტენის), დეკრეტული შვებულების უზურნველყოფა. ასევე, წვდომა საოჯახო ხარჯების შეღავათებზე.
უსაფრთხოება და მისი უზურნველყოფა (360° უსაფრთხოება) — ეს პუნქტი გულისხმობს, რომ საგზაო უსაფრთხოების ინვენტარი, ჩაფხუტები და ამრეკლავი ქურთუკები Glovo Store-ის საშუალებით ყველა კურიერისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ასევე, გამარტივდება ველოსიპედისა და ტექნიკური მომსახურების სადგურებზე წვდომაც.
პროაქტიული მენეჯმენტი — სამართლიანი და ხელმისაწვდომი გასაჩივრების პროცესი აპლიკაციიდან დეაქტივირებული ყველა კურიერისთვის. ახლად დაარსებული არხები კურიერებს საშუალებას აძლევს ერთობლივად მიიღონ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც გავლენას ახდენენ პლატფორმასთან მათ წვდომაზე და ხელს უწყობენ ღია დიალოგს კურიერებთან თუ ასოციაციებთან.
კურიერების საზოგადოების გაძლიერება — სასწავლო კურსები მეწარმეობის, ბიზნესის მენეჯმენტის, IT უნარებისა თუ ენების შესახებ, რომლებიც დაეხმარება კურიერებს განავითარონ თავიანთი პროფესიული უნარები და მიიღონ დამატებითი ცოდნა. ასევე, აპლიკაციას დაემატება SOS ღილაკი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება საგანგებო სიტუაციებში და დაინერგება ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა, ნებისმიერი სახის შევიწროების თავიდან ასაცილებლად.
Fairwork-ის აუდიტის პროცესი
Glovo-ს განცხადებით, მათ მიერ კურიერებისთვის ფარგლებში აღებული ვალდებულებები დაექვემდებარება გარე აუდიტს (Fairwork) და ყველა დასკვნა იქნება საჯარო. როგორც დამოუკიდებელი მხარე, Fairwork არ მონაწილეობს კომპანიის შიდა აქტივობებში, მაგრამ დააკვირდება და შეაფასებს იმ პროგრესს, რაც უფრო სამართლიანი სამუშაო პირობების ხუთ პრინციპს მოჰყვება.
Fairwork-ის გარე კვლევები მოიცავს გამოკითხვებს და ინტერვიუებს კურიერებთან იმ ქვეყნებში, სადაც კურიერებისთვის იქნება აქტიური. Glovo-ს განცხადებით ამ პროცესებში არ ჩაერთვებიან, რათა უზრუნველყოს დამოუკიდებელი, სამართლიანი და ობიექტური შედეგები. პირველი მიმოხილვა ჩატარდება ინიციატივის დაწყებამდე მაროკოში და საქართველოში, ხოლო მეორე მიმოხილვა, პირველი სამი თვის შემდეგ.
Fairwork არის საერთაშორისო კვლევითი პროექტი, რომელიც სამართლიანი სამუშაო პირობების ხუთი პრინციპის მიხედვით აფასებს ციფრული შრომის პლატფორმების მუშაობის პირობებს. Glovo-ს განცხადებით, Fairwork არ მიიღებს მათგან კომპენსაციას და გამოავლენს ნებისმიერ სფეროს, სადაც კომპანია არ შეასრულებს საკუთარ ვალდებულებებს.
საშა მიქაუდი, Glovo-ს თანადამფუძნებელი და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ გიგ-კონომიკა ქმნის ახალ შესაძლებლობებს, მას აქვს თავისი გამოწვევები და სჭირდება გაუმჯობესება, განსაკუთრებით კი კურიერების სოციალური უფლებების თვალსაზრისით.
"Glovo-ში, ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით, რომ კურიერებისთვის შეგვეთავაზებინა მეტი სოციალური უფლებები, მიუხედავად ჩვენი საკონტრაქტო ურთიერთობისა. 2023 წლისთვის, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ვითანამშრომლებთ დაახლოებით 240,000 კურიერთან მთელს მსოფლიოში და მზად ვართ შევთავაზოთ უკეთესი სოციალური უფლებები, სამუშაო პირობები და ასევე, დავიცვათ ის ავტონომია და მოქნილი სამუშაო გრაფიკი, რომელიც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ინიციატივა შექმნის ინდუსტრიის ახალ სტანდარტს, რომლის საშუალებითაც, გიგ-ეკონომიკა უფრო სამართლიანი გახდება. ის გაუმჯობესდება სოციალური უფლებების დაცვის თვალსაზრისით და შეიქმნება პრაქტიკის ახალი მოდელი, რომელსაც დაეფუძნება მთელი ინდუსტრია", — აცხადებს ის.
პროფესორი მარკ გრეჰემი, Fairwork-ის დირექტორი კი ამბოს, რომ გიგ-ეკონომიკის ამჟამინდელი მდგომარეობის მიხედვით, დასაქმებულთა უმეტესობას არ გააჩნია ძირითადი შრომითი უფლებები და შესაბამისად, ვერ ხერხდება მათი დაცვა. მისივე თქმით, Glovo, გახდება სამართლიანი პრაქტიკის მაგალითი.
"დასაქმებულების მთავარი პრობლემებია სახიფათო სამუშაო პირობები, უსამართლო შემოსავალი და სხვადასხვა ორგანიზაციული ბარიერი. Glovo, როგორც გიგ-ეკონომიკის ერთ-ერთი უმსხვილესი წარმომადგენელი, გახდება სამართლიანი პრაქტიკის მაგალითი, თუ ისინი განახორციელებენ ყოვლისმომცველ პოლიტიკას, რომელიც გააუმჯობესებს დასაქმებულთა სამუშაო პირობებს. Fairwork არ ერევა კომპანიების საქმიანობაში, მაგრამ უზრუნველყოფს მათი პოლიტიკისა და პრაქტიკის დამოუკიდებელ შეფასებას. ამ პოზიციიდან, ჩვენ მივესალმებით Glovo-ს შემოთავაზებას, უზრუნველვყოთ მათი ახალი ინიციატივის დამოუკიდებელი შეფასება და მოუთმენლად ველით შედეგების მიმოხილვას", — აცხადებს ის.
Fairwork-ის გარდა, Glovo თანამშრომლობს WageIndicator.org-თან, რათა მიიღოს ინფორმაცია თითოეული ქვეყნის საარსებო მინიმუმთან დაკავშირებით. ხოლო დაზღვევის საკითხებთან დაკავშირებით, კომპანია Qover-ისა და Chubb-ის დაუმეგობრდა.
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები