კამპანიაში ხელისშეშლა, სააგიტაციო მასალის დაზიანება — საიას შუალედური ანგარიში
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ადგილობრივი თითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიებისთვის წინასაარევნო კამპანიის წარმოებაში ხელშეშლის ორი შემთხვევა აღწერა. ორგანიზაციის შეფასებით, სააანგარიშო პერიოდში გამოვლინდა სააგიტაციო მასალის დაზიანების ფაქტები, რომელიც მიმართული იყო როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის წინააღმდეგ.
ანგარიშში მოხვდა ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნიკა ბაჩილავას საქმე. მისი თქმით, 13 ოქტომბერს მარჯანიშვილის მოედანზე სამსახურიდან სახლში დაბრუნების დროს სამი ადამიანი დაესხა თავს და ხელკეტებით სცემა. მისივე განცხადებით, თავდამსხმელებს ეკეთათ ნიღბები და მიხეილ სააკაშვილს აგინებდნენ. მედიით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაზარალებულმა პოლიციაში დარეკა, თუმცა ის ადგილზე არ მისულა. ნიკა ბაჩილავა ამ ინციდენტს პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორებას უკავშირებს და მიიჩნევს, რომ თავდამსხმელები ქართულ ოცნებასთან აფილირებული პირები იყვნენ.
ანგარიშში საუბარია, ასევე, შემდეგ შემთხვევებზე:
- 14 ოქტომბერს პარტია ევროპული საქართველოს რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ვახტანგ ქებაძეს თავს დაესხნენ. მისი თქმით, იგი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე წასასვლელად ემზადებოდა, როდესაც 50-ზე მეტი ადამიანი გარს შემოეხვია, სამმა პირმა კი მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა;
- ნაციონალური მოძრაობის რუსთავის მერობის კანდიდატის, დავით კირკიტაძის შტაბთან მის მომხრეებსა და ოპონენტებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაშავდა დავით კირკიტაძის შტაბის სამი წევრი, აქედან ერთი, შავლეგო მანდარია, რუსთავის საკრებულოს წევრი. შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
ამასთან, საია ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის შესახებაც საუბრობს. 27 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით, ძიმითის, ასკანისა და ნაგომარის საარჩევნო ოლქში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ტიტე მგელაძემ სოფელ ძიმითის ერთ-ერთ უბანს წყლის ცისტერნები, სავარაუდოდ, საჩუქრად გადასცა.
საია აფასებს, ასევე, 14 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებული შემთხვევას, როცა თბილისში ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილ აქციაზე რეგიონებიდან მომავალ ავტოკოლონებს არაერთ ლოკაციაზე მოწინააღმდეგეები დახვდნენ. კადრებში ჩანს, როგორ აგინებენ ისინი ავტომანქანებში მსხდომ პირებს, ესვრიან ცოცხებსა და დროშის ტარებს. ამ ქმედებებში არასამთავრობო ორგანიზაცია წვრილმანი ხულიგნობის ნიშნებს ხედავს.
პირველი ტურის წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირდა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვისა და მოქალაქეთათვის არჩევნებში ნების გამოვლენისათვის სავარაუდო ხელშეშლის ფაქტებიც. საიას შეფასებით, სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობრივი ქმედებები კვლავ გამოწვევად რჩება, როგორც ორ ოქტომბრამდე, ასევე შემდეგაც. მათ შორისაა, სხვისი ნივთის დაზიანებისა და ფიზიკური თავდასხმის შემთხვევები. საია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, აღნიშნული შემთხვევები მაქსიმალურად მოკლე ვადებში გამოიძიონ.
- შუალედური ანგრაშის სრულად გასაცნობად გადადი ბმულზე.
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
კომენტარები