არავის უთქვამს, რომ ყოველ ჯერზე მოიტანეთ PCR ტესტი — ადვოკატი პენიტენციურის განცხადებაზე
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, მათთვის არავის უთქვამს, რომ დაწესებულებაში შესასვლელად PCR ტესტი იყო საჭირო. ასე პასუხობს ის პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, როგორც სააკაშვილი, ასევე, ადვოკატები კოვიდრეგულაციებს არღვევდნენ.
"არავის არ უთქვამს, რომ ყოველ ჯერზე მოიტანეთ PCR ტესტი, უფრო მეტიც, მათ გვითხრეს, რომ PCR ტესტის აუცილებლობა არ იდგა, რადგანაც, ყოველ ჯერზე ისედაც იღებდენ სწრაფ ტესტს", — ამბობს ის TV პირველთან.
ადვოკატის თქმით, მათ არც ის უთქვამს, რომ სააკაშვილისთვის წერილის გადაცემა და მის მიერ პირბადის არტარება წარმოადგენდა პრობლემას. ბასილაია მიიჩნევს, რომ შეხვედრის ოთახში მინის ბარიერის აღმართვის მიზანი კონფიდენციალური კომუნიკაციისთვის ხელის შეშლაა.
"მათ უბრალოდ უნდათ, რომ შეგვიშალონ ხელი კონფიდენციალურ კომუნიკაციაში, უნდათ, რომ რას ვწერთ მიხეილ სააკაშვილს და რა პასუხს ვიღებთ მისგან, ეს აკონტროლონ", — აღნიშნა ბასილაიამ.
დღეს, 28 სექტემბერს პენიტენციურმა სამსახურმა შეხვედრების ოთახში მინის ბარიერის აღმართვა ახსნა იმით, რომ ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და მისი ადვოკატები კოვიდრეგულაციებს არღვევდნენ. კერძოდ, უწყების განმარტებით, წერილებს ისინი ერთამანეთს "მაგიდაზე ასვლის გზით" აწვდიდნენ. ამასთან, სააკაშვილი უარს ამბობდა პირბადის გამოყენებაზე.
გუშინ, 27 ოქტომბერს სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძალიშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრის ოთახში სივრცე, საიდანაც სააკაშვილს წერილებით ეკონტაქტებოდნენ, ბადით დაფარეს. იმავე დღეს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სანამ შეხვედრათა ოთახს პირვანდელი სახე არ დაუბრუნდება, სააკაშვილი მკურნალობაზე უარს ამბობს.
მანამდე, 26 ოქტომბერს ნაციონალური მოძრაობის სენაკის მერობის კანდიდატმა, კობა ნაყოფიამ განაცხადა, რომ სააკაშვილთან მიმსვლელებს ციხიდან წერილის გამოტანის უფლებას არ აძლევენ. როგორც მან აღნიშნა, დაწესებულებაში შესვლისას გააფრთხილეს, რომ სააკაშვილის წერილის გამოტანა არ შეიძლება. ნაყოფია ამბობდა, რომ ექსპრეზიდენტისგან წერილების მიღება ამიერიდან მხოლოდ ფოსტის ან ადვოკატების დახმარებით იქნებოდა შესაძლებელი. აღნიშნულს პენიტენციურმა სამსახურმა იმავე დღეს უპასუხა. მათი განცხადებით, პატიმართან შეხვედრაზე მისული პირისთვის რაიმე სახის კორესპონდენციის გადაცემა და გამოტანა არც ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში არ ხდება. მათივე თქმით, ადვოკატიც არ არის უფლებამოსილი, რომ ციხიდან ბრალდებულის წერილები გამოიტანოს.
მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის 28-ე დღეა შიმშილობს.
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
კომენტარები