საქართველოს ბანკმა გაეროს გლობალური შეთანხმების კორპორაციული პასუხისმგებლობის 2 ჯილდო მიიღო
საქართველოს ბანკი, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ, კორპორაციული პასუხისმგებლობის კონკურსის გამარჯვებულად დასახელდა. "ბიზნესი მდგრადი განვითარებისათვის 2021"-ის ფარგლებში, ბანკს ჯილდო ორ ნომინაციაში — "ხარისხიანი განათლება" და "ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა" გადაეცა.
ჯილდო ქართულ ბაზარზე მოქმედ ისეთ პროგრესულ და თანამედროვე ღირებულებებზე დაფუძნებულ კომპანიებს სცნობს, რომელთა საქმიანობაც მიზნად მდგრად განვითარებას ისახავს და როგორც კომპანიისთვის, ისე საზოგადოებისთვის, გრძელვადიანი სარგებელი მოაქვს. აღნიშნული ნომინაციები გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს ეყრდნობა.
"როგორც კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს განათლების სფეროს მხარდამჭერი პროექტების განხორციელებას და ხელშეწყობას. სასტიპენდიო პროგრამები ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის, ონლაინ სწავლის ხელშეწყობა პანდემიის პერიოდში, რეგიონებში სკოლის მოსწავლეებისათვის არაფორმალური განათლების სივრცეების, იდეათეკების შექმნა — ეს ის მნიშვნელოვანი პროექტებია, რომელსაც ბანკი ხარისხიან განათლებაზე წვდომის გაზრდის მიზნით ახორციელებს. მეორეს მხრივ, ბანკი მუდამ ცდილობს წაახალისოს ის პროექტები, რომელსაც ორმაგი მიზანი აქვს — ეკონომიკური და სოციალური. შესაბამისად, სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოს ბანკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. მოხარული ვართ, რომ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა ჩვენს მიერ განხორციელებულ პროექტებს ასეთი მაღალი შეფასება მისცა. თუმცა, ჩვენ ამით არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას“, — აცხადებს საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი, თამარ გოჩაშვილი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკმა პანდემიის პერიოდში განათლების მხარდაჭერის მიზნით განხორციელებული პროექტებისთვის საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის, "Meliora 2021"- ის ჯილდოც მოიპოვა, ხოლო 2019 წელს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ "ხარისხიანი განათლების" ნომინაციის გამარჯვებულად დასახელდა.
ინფორმაციისთვის, "კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო" გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) და ევროკავშირთან თანამშრომლობით ხორციელდება. საქართველოში ჯილდოს კონკურსი წელს მეოთხედ ტარდება. კონკურსი მიზნად ქვეყანაში კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურის განვითარებას და მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში ბიზნესის ჩართულობის წახალისებას ისახავს.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები