წინაასარჩევნოდ ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის კვლავ ბუნდოვანი იყო — ISFED
ISFED-ის მიერ 2021 წლის მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის დროს გამოვლენილი ძირითადი მიგნებებისა და ტენდენციების მიხედვით, პირველი ტურის მსგავსად, მეორე ტურის წინაასარჩევნო პერიოდში ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის კვლავ ბუნდოვანი იყო. სამართლიანი არჩევნების თანახმად, აღნიშნული განსაკუთრებით ნათლად გამოვლინდა 27 ოქტომბრის ქართული ოცნების მასშტაბური აქციის ორგანიზების პროცესში, სადაც ჩართული იყო საჯარო უწყებების, სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფინასებული ორგანიზაციების რესურსები და თანამშრომლები.
მათივე შეფასებით, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ხმის დათვლის ვიდეოფიქსაციის დანერგვა წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა, აღნიშნავენ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების ნაწილში, ხმების დათვლის ვიდეოფიქსაცია არჩევნების პირველ ტურზე ხარვეზებით წარიმართა.
"კერძოდ, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ ატვირთულა 3 200-დან 300-ზე მეტი საარჩევნო უბნის ხმის დათვლის ამსახველი ვიდეოჩანაწერი. ამასთან, ვიდეოჩანაწერების ნაწილი ხარვეზებითა იყო გადაღებული და ხმების დათვლის პროცესის სრულყოფილად ასახვას ვერ უზრუნველყოფდა. მნიშვნელოვანია, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაითვალისწინოს პირველი ტურის გამოცდილება და აღმოფხვრას ხსენებული ხარვეზები მეორე ტურისთვის", — ნათქვამია ანგარიშში.
სამართლიანი არჩევნების თანახმად, პირველი ტურის წინასაარჩევნო პერიოდში არსებული პოლარიზება კიდევ უფრო გაღრმავდა მეორე ტურის წინ, რაც მესამე პრეზიდენტისა და ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლამ და, შედეგად, მისმა დაპატიმრებამ გამოწივია.
არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პირველი ტურის წინ პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამქრალი იყო დისკუსია ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებთან დაკავშირებით.
"კამპანია, ფაქტობრივად, საარჩევნო პროგრამების გაცნობის ნაცვლად, პოლიტიკურ პარტიებს შორის დაპირისპირებაში, ნეგატიურ გზავნილებსა და ოპონენტის დისკრედიტაციაში ვლინდებოდა. მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში შედარებით მეტად გაკეთდა აქცენტი ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებსა და ინსტერსებზე", — ვკითხულობთ ანგარიშში. ISFED-ის თანახმად:
- პრობლემურია მმართველი პარტიის პოზიცია მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევებში ოპოზიციის შესაძლო გამარჯვებასთან დაკავშირებით. პრემიერის თქმით, ოპოზიციოინერი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, ოპოზიციონერ მერს ცენტრალური მთავრობის გარეშე პერსპექტივა არ აქვს. მსგავსი განცხადებები, ერთი მხრივ, უგულებელყოფს დეცენტრლიზაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობისა და მის კომპეტენციაში ცენტრალური ხელისუფლების ჩაურევლობის პრინციპებს, მეორე მხრივ, შეიცავს შერჩევითი მიდგომის ნიშნებს, რომ მერის არჩევნებში არასახელისუფლო კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, ცენტრალური ხელისუფლება შესაბამისი მუნციპალიტეტის მხარდაჭერას სათანადოდ არ უზრუნველყოფს;
- უარყოფითად უნდა შეფასდეს საპარლამენტო უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივა სააგიტაციო მასალის განთავსება/გავრცელებასთან დაკავშირებით. ინიციატივა, ვერ აკმაყოფილებს განსაზღვრულობისა და განჭვრეტადობის მოთხოვნებსაც, რამაც ნორმის აღსრულების პროცესში შესაძლოა თვითნებური ინტერპრეტაციის და პოლიტიკური მიზნით გამოყენების რისკი შექმნას. გაუგებარია რა იგულისხმება უარყოფითი დამოკიდებულების შექმნაში და რა ნორმატიული შინაარსი შეიძლება იყოს ამ ტერმინში. ამგვარ რეგულაციას მსუსხავი ეფექტი ექნება გამოხატვისა და მედიის საქმიანობის თავისუფლებაზე;
- საკონსტიტუციო სასამართლომ ძალადაკარგულად გამოაცხადა მუნიციპალური არჩევნებისთვის, პარტიის მიერ, სიის ყოველ სამეულში ერთი კაცის ჩასმის ვალდებულება. სასამართლომ ძალაში დატოვა კვოტირების მექანიზმი ქალთა სასარგებლოდ და ქალი კანდიდატის არარსებობსისას მანდატის გაუქმების წესი, რადგან ეს გამორიცხავს იმის ალბათობას, რომ მომავალში პოლიტიკურმა პარტიებმა ფორმალურად შეიყვანონ პარტიულ სიაში ქალი კანდიდატები, ხოლო შემდეგ, მანდატზე უარის თქმით, გვერდი აუარონ კვოტირებას. სასამართლომ მხარი დაუჭირა მის მიერვე უკვე დადგენილ სტანდარტს, რაც კვოტირების, როგორც ქალთა პოლტიკაში მონაწილეობის გაზრდის მექანიზმის კონსტიტუციურობაში მდგომარეობს და აღნიშნა, რომ ხელოვნური უთანასწორობის აღმოფხვრის მექანიზმის შექმნა მიმართული უნდა იყოს ქალთა მიმართ არსებული ფაქტობრივი უთანასწორობის დაძლევისკენ;
- მეორე ტურის ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია მხოლოდ ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. თუმცა, აღნიშნულ პერიოდში კვლავ დაფიქსირდა სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის/მუქარის/ხელის შეშლის, ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების, სოციალური ქსელით აგიტაციისა და ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის რამდენიმე ფაქტი.
ISFED მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს ახორციელებს 16 ოქტომბრიდან, მას შემდეგ, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა.
სამართლიანი არჩევნები თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს დააკვირვება იმ 20 მუნიციპალიტეტში, სადაც მერის მეორე ტური იმართება. ორგანიზაცია განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს 8 მუნიციპალიტეტზე, მათ შორის 5 თვითმმართველ ქალაქსა (თბილისი, რუსთავი, ბათუმი, ფოთი და ქუთაისი) და 3 თვითმმართველ თემზე (ზუგდიდი, ოზურგეთი და თელავი). ორგანიზაცია თბილისის უბნების მესამედს, ხოლო დანარჩენ ჩამოთვლილ 7 მუნიციპალიტეტებში — უბნების ნახევარს დაფარავს.
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
კომენტარები