დიპლომატიურობის და ყველაფრის საზღვრებს სცილდება — სუბარი უკრაინის ომბუდსმენის განცხადებაზე
ქართული ოცნების დეპუტატი და ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი ფიქრობს, რომ უკრაინის ომბუდსმენის განცხადებები ყველანაირი დიპლომატიურობის საზღვრებს სცილდება. მისი აზრით, უცხო ქვეყნის ომბუდსმენი თავს ამის უფლებას არ უნდა აძლევდეს.
"ის, რომ, აი, ეს ადამიანი იყო შეშვებული ციხეში, ეს იყო კეთილი ნება ნამდვილად, ქართული სახელმწიფოსი. ის, რაც მან განცხადებები გააკეთა, იყო გამაოგნებელი, პირადად, ჩემთვის იმიტომ, რომ ომბუდსმენი ასეთ უფლებებს თავს არ უნდა აძლევდეს. ის იყო ჩვეულებრივი ქართველი პოლიტიკოსი რა განცხადებასაც გააკეთებს, ისეთი განცხადებაა.
მსგავსი განცხადება რომ გააკეთოს საქართველოს სახალხო დამცველმა, შეიძლება დავეთანხმოთ, შეიძლება არ დავეთანხმოთ, მაგრამ მას ამის უფლება აქვს, მაგრამ როცა უცხო ქვეყნის ომბუდსმენი ამის უფლებას აძლევს თავს, აი, მართლა სცილდება ყველანაირ დიპლომატიურობის და ყველაფრის საზღვრებს. არ აქვს მას ამის უფლება", — განაცხადა სუბარმა რუსთავი 2-ის ეთერში.
ის განმარტავს, რომ ომბუდსმენის უფლებამოსილება მკაფიოდ ჩამოყალიბებულ ტერიტორიაზე ვრცელდება და ქვეყნის საზღვრებს მიღმა სახალხო დამცველებს არ აქვთ უფლებები.
"ომბუდსმენი ექსტერიტორიული პრინციპით არ მოქმედებს. მისი უფლებამოსილება ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებულ ტერიტორიაზე, ანუ იმ ქვეყანაში მოქმედებს მხოლოდ, სადაც მას აქვს უფლებამოსილება. საქართველოს ომბუდსმენი იცავს საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი იმ ადამიანის უფლებას, ვინც აქ მოხვდება, იქნება მოქალაქე თუ იქნება მოქალაქეობის არმქონე პირი თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე. აი, იგივე უკრაინა, იგივე გერმანია და ნებისმიერი სხვა ტერიტორიის მიღმა მათ არა აქვთ უფლებები", — აცხადებს სოზარ სუბარი.
უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა მიხეილ სააკაშვილს 27 ოქტომბერს შეხვდა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მან განაცხადა, რომ დააფიქსირა ექსპრეზიდენტის უფლებების დარღვევები, რის შესახებაც აცნობებს საქართველოს იუსტიციის მინისტრს, უკრაინის პრეზიდენტს, უკრაინაში ევროპული ქვეყნების საელჩოებსა და ევროპარლამენტარებს. მანვე განაცხადა, რომ მიმართავს იუსტიციის სამინისტროს, რათა საჭიროების შემთხვევაში ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ვივამედში გადაიყვანონ.
გარდა ამისა, დენისოვამ ისაუბრა იმაზეც, რომ ქვეყანაში შემოსვლისას პრობლემები შეუქმნეს. კერძოდ, დაკითხეს და რამდენიმე ზარი დასჭირდა იმისთვის, რომ შემოსულიყო.
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
კომენტარები