ქართული ოცნება ჟურნალისტებს მათი კოორდინატორების ბულინგში ადანაშაულებს
ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ოპოზიციური არხების ჟურნალისტებს მათი კოორდინატორების ბულინგში ადანაშაულებს. მდინარაძის თქმით, ტელევიზიების წარმომადგენლები კოორდინატორებს უსაფუძვლოდ ეკითხებიან, რატომ უჭირავთ მათ ხელში სიები, რადგან კოორდინატორებს 100 მეტრის დისტანციის დაცვით სიებით სარგებლობის ლეგიტიმური უფლება აქვთ.
"ვხედავთ სერიოზულ პროვოკაციებს და რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ძირითადად, ეს პროვოკაციები, ბულინგი მიმდინარეობს ჩვენი წარმომადგენლების ნაცმოძრაობის ტელევიზიების ჟურნალისტების მხრიდან. კანონის შესაბამისად, ყველა წარმომადგენელს, რომელი პარტიის წარმომადგენელი არ უნდა იყოს ის, აქვს უფლება, თუ ის იცავს 100 მეტრიან დისტანციას და 100 მეტრიან რადიუსს, გასწიოს აგიტაციაც კი, არათუ ჰქონდეს სიები, რომელიც მოიპოვება ცესკოს საიტზე და ღიაა წყაროებში. ჰქონდეს სიები, მოახდინოს ამომრჩევლის მობილიზება, აწარმოოს სააგიტაციო მუშაობაც კი 100 მეტრიან რადიუსში.
ამის მიუხედავად, იმ მიზნით რომ დაბნეულობა გამოიწვიონ ჩვენს წარმომადგენლებში, ნაცმოძრაობის ტელევიზიის ჟურნალისტები დასდევენ და ცდილობენ ჩვენი წარმომადგენლების ბულინგს და ეკითხებიან მათ, რატომ აქვთ სიები. ხაზგასმით და კატეგორიულდ ვაცხადებ, მათ აქვთ ამ სიების ფლობისა და სარგებლობის უფლება. ამიტომ მოვუწოდებ ყველა ტელევიზიას, თავი დაანებონ ამ ადამიანების ბულინგს, იმიტომ, რომ ამ სიების ფლობით ისინი არაფერს უკანონოს არ აკეთებენ. ყველას, ვისაც სია უჭირავს, ამის ლეგიტიმური უფლება აქვს", - განაცხადა მდინარაძემ.
დღეს, 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმართება. მერი 15 თვითმმართველ თემსა და 5 თვითმმართველ ქალაქში, მათ შორის, თბილისში აირჩევა. გარდა ამისა, მეორე ტური გაიმართება 24 საარჩევნო ოლქში, რომლის შედეგად აირჩევა 42 მაჟორიტარი.
არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს შეგიძლიათ On.ge-ზე გაეცნოთ:
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვადღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი დღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი
-
გადახედვააზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს
-
გადახედვაპაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს პაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს
კომენტარები