დამკვირვებლების გაძევება, სადეზინფექციო ხსნარით მარკირების მოშორება — ცესკო სავარაუდო დარღვევებს განმარტავს
ცესკომ გაავრცელა ინფორმაცია საარჩევნო უბნებზე სავარაუდო დარღვევებსა და ხარვეზებზე.
მათი ცნობით, ბათუმში მე-9 საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარემ სხვა წევრების მისვლამდე გადათვალა ბიულეტეnები, კომისიის მისვლის შემდეგ კი კვლავ გადათვალა ისინი. ცესკოს ცნობით, ბიულეტენების რაოდენობა დაემთხვა თავდაპირველ რაოდენობას, ხოლო მომხდარზე დაიწერა საჩივარი.
ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზუგდიდში ახალსოფლის 36-ე უბანი დროულად არ გაიხსნა, თუმცა, ცესკოს ცნობით, აღნიშნული არ შეესაბამება სისწორეს და უბანი ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს.
ცესკოს წარმომადგენლის განცხადებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაკის მე-4 საარჩევნო უბანზე კაბინის უკანა მხარიდან ამომრჩეველს უყურებდნენ, თუმცა, იგი განმარტავს, რომ ამ უბანზე კენჭისყრა კანონმდებლობის სრული დაცვით მიმდინარეობს და ფარულობის პრინციპის დარღვევას ამ უბანზე ადგილი არ ჰქონია.
ცესკო, ასევე, ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას ზუგდიდის 96-ე საარჩევნო უბანზე სადეზინფექციო ხსნარით მარკირების მოშორების ფაქტთან დაკავშირებით. მათი განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით უბანზე დაწერილია საჩივარი, საოლქო საარჩევნო კომისიამ დაუყოვნებლივ გადაამოწმა ინფორმაცია და ის სიმართლეს არ შეესაბამება.
ნათია იოსელიანი, ცესკოს პრეს-სპიკერი აღნიშნავს, რომ დუისის 26-ე უბანზე დადასტურდა ფაქტი, რომ ამომრჩეველმა უბანზე ოჯახის წევრის პირადობის მოწმობა წარადგინა, თუმცა, როგორც ცესკო განმარტავს, აღნიშნული შემთხვევა აღმოიფხვრა — ამ პირმა განაცხადა, რომ ოჯახის წევრის პირადობის შეცდომით წარადგინა და შედეგად, საკუთარი პირადობის მოწმობით მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა.
ცესკოს პრეს-სპიკერის ცნობით, ზუგდიდის მე-10 საარჩევნო უბნიდან გააძევეს ორი დამკვირვებელი. ცესკოში აცხადებენ, რომ მათ ინფორმაცია გადაამოწმეს და თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნული პირები ერეოდნენ კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში, თავმჯდომარემ მისცა შენიშვნა, მათ გაიმეორეს აღნიშნული ქმედება, ამიტომ თავმჯდომარეს მოუწია მათი საარჩევნო უბნიდან გაძევება.
ცესკოს პრეს-სპიკერი ამბობს, რომ გაჟღერდა ინფორმაცია ქუთაისის მე-17 უბანზე მისულ ამომრჩეველთან დაკავშირებით, რომ არ მისცეს მას უფლება მიეღო არჩევნებში მონაწილეობა. პრეს-სპიკერი განმარტავს, რომ აღნიშნული მოქალაქე მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარია და პანსიონის ხელმძღვანელის მოთხოვნით, ის გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში იყო რეგისტრირებული. ცესკოს ცნობით, მას განემარტა, რომ უნდა დაბრუნებულიყო პანსიონში და გადასატანი საარჩევნო ყუთით მიეცა ხმა, შესაბამისად, უბანზე არ მიეცა საშუალება მიეღო კენჭისყრაში მონაწილეობა.
ცესკო, ასევე, გამოეხმაურა ვაკის მე-60 და გადასატან ყუთთან დაკავშირებულ გავრცელებულ ინფორმაციას. მათი ცნობით, გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის შედგენა საუბნო საარჩევნო კომისიის პრეროგატივაა, ამ უბანზე ყუთის სიაში ფიქსირდება 19 ადამიანი, მათ შორის 14 პირი არის ისეთი, რომელთაც პირველ ტურში ჰქონდათ საარჩევნო ყუთით ხმა მიცემული და მეორე ტურშიც ამ ფორმით იღებენ მონაწილეობას არჩევნებში, ამ სიას კი დაემატა კიდევ ხუთი პირი, რომელთაც საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართეს და მოხვდნენ ამ სიაში
ნათია იოსელიანის ცნობით, ნაძალადევის 42-ე და მე-100 უბნებთან დაკავშირებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთი და იგივე პირი არის სიებში. ცესკოს განმარტებით, ეს უბნები ერთსა და და იმავე შენობაშია განთავსებული, ამ სიებში კი ერთი და იგივე სახელისა და გვარის სხვადასხვა მოქალაქე აღმოჩნდა.
ცესკო მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, ხელი შეუწყონ საუბნო საარჩევნო კომისიებს, ნუ ჩაერევიან მათ უფლებამოსილებაში და თუ რაიმე ტიპის დარღვევა იქნება, დაწერონ საჩივრები.
რაც შეეხება კოვიდინფიცირებულებს, ცესკო განმარტავს, რომ შესაბამისი უწყებები აწოდებენ მონაცემებს. ასევე აქვთ ცნობა ამომრჩევლებზე, რომლებიც არიან იზოლაციაში ან სპეციალურ სამკურნალო დაწესებულებებში. ცესკო აღნიშნავს, რომ ინფორმაცია გადაამოწმეს და არ შეესაბამება სიმართლეს ცნობა, რომ კომისიის რომელიმე წევრს აქვს კოვიდინფექცია.
დღეს, 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მერი 15 თვითმმართველ თემსა და 5 თვითმმართველ ქალაქში, მათ შორის, თბილისში აირჩევა. გარდა ამისა, მეორე ტური გაიმართება 24 საარჩევნო ოლქში, რომლის შედეგად აირჩევა 42 მაჟორიტარი.
არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს შეგიძლიათ On.ge-ზე გაეცნოთ:
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები