ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, როდესაც 100 000 ხმით აქვს ოპოზიციას ქალაქში არჩევნები წაგებული, ხმის დაცვაზე ვერ იქნება საუბარი.

"100 000 ხმით რომ გაქვს წაგებული ქალაქში არჩევნები, რა ხმის დაცვაზეა საუბარი. აქედან ჩანს, რომ ისინი არიან სასოწარკვეთას მიცემული [....] როცა 100 000 ხმით გაქვს თითქმის წაგებული, რა ხმების დაცვაზეა საუბარი, თუ შენ არ ხარ პროვოკატორი, ანუ ნიკანორ მელია, რაც არის სინონიმები პრაქტიკულად, ყველამ კარგად ვიცით", — ამბობს კობახიძე.

არჩევნების მეორე ტურის დასრულებისთანავე გამოქვეყნდა ეგზიტპოლის ორი განსხვავებული შედეგი. მთავარი არხის ეგზიტპოლით, ოპოზიცია მეორე ტურში ყველა დიდ ქალაქში იგებს. ამ კვლევის მიხედვით თბილისში ნიკა მელიამ 51% მიიღო, ქართული ოცნების კანდიდატმა, კახა კალაძემ კი — 49%. რაც შეეხება ტელეკომპანია იმედის დაკვეთით ჩატარებულ ეგზიტპოლის შედეგების, ამ კვლევის მიხედვით 4 დიდ ქალაქში მმართველი გუნდის კანდიდატები იგებენ. იმედის ეგზიტპოლით თბილისში კახა კალაძემ აიღო 57,2%, ხოლო კახა კალაძემ — 42,8%.