ცესკოს წინასწარი მონაცემებით, წალენჯიხაში დათვლილია ხმების 27,56% და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ლიდერობს. შედეგები ასე გადანაწილდა:

  • გიორგი ხარჩილავა — 57,506%;
  • გოგა გულორდავა — 42,494%.

ამ ეტაპზე წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც ოპოზიციის კანდიდატი ლიდერობს.

30 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. უკვე გამოქვეყნდა ეგზიტპოლის ორი განსხვავებული შედეგი. მთავარი არხის ეგზიტპოლით, ოპოზიცია მეორე ტურში ყველა დიდ ქალაქში იგებს. ამ კვლევის მიხედვით თბილისში ნიკა მელიამ 51% მიიღო, ქართული ოცნების კანდიდატმა, კახა კალაძემ კი — 49%. რაც შეეხება ტელეკომპანია იმედის დაკვეთით ჩატარებულ ეგზიტპოლის შედეგების, ამ კვლევის მიხედვით 4 დიდ ქალაქში მმართველი გუნდის კანდიდატები იგებენ. იმედის ეგზიტპოლით თბილისში კახა კალაძემ აიღო 57,2%, ხოლო ნიკა მელიამ — 42,8%.

ნახეთ არჩევნების მეორე ტურის შედეგები დეტალურად On.ge-ზე: