დეკანოიძე ქუთაისში ბათილი ბიულეტენების გადათვლას და რამდენიმე უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვს
ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე ქუთაისში 20 უბნის გადათვლას და რამდენიმე უბნის შედეგების გაბათილებას მოითხოვს. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.
"124 უბნიდან დისბალანსი იყო 20 უბანზე, ანუ ბალანსი არ ჯდება. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მოვითხოვოთ გადათვლა იმ 20 უბანზე, სადაც არ დაჯდა ბალანსი, იმიტომ, რომ როგორც წესი, ამ 20 უბანზე და კიდევ უფრო მეტ უბანზე გამწესებულები იყვნენ ქართულ ოცნებასთან აფილირებული ადამიანები, ვინც წარმოადგენენ საოლქო საარჩევნო კომისიაში ე.წ. დამოუკიდებელ ტრენერებს", — განაცხადა მან.
მან ასევე აღნიშნა, რომ ქუთაისში, სადაც 124 უბანია, ქართული ოცნების კანდიდატმა ოპოზიციის კანდიდატს გაუსწრო მხოლოდ 2 222 ხმით, საერთო ბათილი ბიულეტენების რაოდენობა კი ჯამში 2 396 იყო, ანუ გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე კანდიდატებს შორის სხვაობა. ის, ასევე, მოითხოვს ამ ბათილი ბიულეტენების გადათვლას. ამასთან, ის განსაკუთრებით გამოყოფს კოვიდუბანს და აცხადებს, რომ იქ არ მოქმედებდა არანაირი ფარულობის პრინციპი და დაფიქსირდა დისბალანსიც.
"კოვიდუბანზე დარეგისტრირებული ადამიანების რაოდენობა იყო 518, აქედან მონაწილეობა მიიღო 441 და მხოლოდ 68 ხმა აიღო ოპოზიციურმა და 356 — ქართული ოცნების კანდიდატმა. 15 არის ბათილი. კოვიდუბანზე, სადაც არ მოქმედებდა არანაირი ფარულობის პრინციპი, მათ შორის ამ უბანზე არის დისბალანსი. შესაბამისად, ჩვენ მოვითხოვთ ამ უბნის არა მხოლოდ გადათვლას, არამედ გაბათილებას, იმიტომ, რომ ამხელა სხვაობა, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია და მათ შორის, ფარულობის დარღვევის პრინციპის გათვალისწინებით, ეს არის კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი", — აღნიშნა დეკანოიძემ.
მისივე თქმით, პრობლემები შეიქმნა გადასატანი ყუთის შემთხვევაშიც და მათ ამომრჩევლებს არ ეძლეოდათ იქ რეგისტრაციის გავლის საშუალება. დეკანოიძის განცხადებით, არ იციან რა პირობებში ტარდებოდა არჩევნები სასჯელაღსრულების დაწესებულებაშიც, სადაც 155 ადამიანი დარეგისტრირდა, რომელთაგან 123-მა ხმა ქართული ოცნების კანდიდატს მისცა.
"გამოიკვეთა ძალიან ბევრი უბანი, სადაც რეალური მანიპულაცია და ზემოქმედება ადამიანის ნებაზე იყო იმდენად თვალსაჩინო, რომ ეს, რა თქმა უნდა, ახდენდა გავლენას ადამიანების ნებაზე და ამ უბნების გაბათილებას მოვითხოვთ, ვინაიდან გვაქვს ყველა ის ვიდეო მტკიცებულება, რომელიც გულისხმობს, რომ ადამიანების კონცენტრაცია ამ უბნებზე ჰქონდათ ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა ამომრჩევლის ნებაზე. ეს უბნებია: 15, 14, 40, 41, 43, 69, 70, 71", — ამბობს ის.
ნახეთ არჩევნების მეორე ტურის შედეგები დეტალურად On.ge-ზე:
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
კომენტარები