მენტალური ჯანმრთელობის ერთთვიანი მარათონი — responsible.ge-ის ახალი პროექტი
მენტალ ჰაბის მორიგი პროექტი მენტალური ჯანმრთელობის ერთთვიანი მარათონია. მსგავსი მასშტაბის პროექტი აქამდე არ განხორციელებულა და ის ზუსტად პასუხობს მენტალური ჯანმრთელობის გამოწვევებს გაზრდილი სტრესული გარემოს პირობებში.
მარათონის მთავარი მიზანი ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლება, ურთიერთმხარდაჭერა, სანდო სამეცნიერო ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება, ასევე სტიგმასა და სტერეოტიპებთან ბრძოლაა.
რაკი მსგავს საკითხებზე საზოგადოების ინტერესი ძალიან მაღალია, დროული ინფორმირებულობა ხელს შეუწყობს ისეთი სივრცეების შექმნას, სადაც ადამიანები თავისუფლად ისაუბრებენ საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობაზე და მიიღებენ საჭირო დახმარებას.
1-დან 30 ნოემბრის ჩათვლით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება, ჩაერთოს მარათონში Facebook-ის, Instagram-ისა და Pinterest-ის პლატფორმებზე და თვალი ადევნოს მუდმივად განახლებულ ინფორმაციას.
საუბარი იქნება ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობა, მითები მენტალურ ჯანმრთელობაზე, ფობიები, პანიკური შეტევები, აკვიატებული აზრები, ინტროვერტებისა და ექსტროვერტების პრობლემები, ტოკსიკური გარემო და ადამიანები, სხეულის აღქმის პრობლემები, სოციალური და პოსტტრავმული შფოთვა, ტრავმასთან გამკლავების მეთოდები და ა.შ.
სოციალური პროექტის ფარგლებში Instagram-ის მომხმარებელთათვის შეიქმნა სპეციალური "სტიკერები", რომელთა გამოყენებაც უკვე შესაძლებელია. ამისთვის საძიებო ველში სიტყვები 'menthal hub' უნდა ჩაწეროთ.
"პასუხისმგებლიანი თამაშის" სახით ევროპაბეთმა ქართულ სათამაშო ბიზნესში ახალი სტანდარტი დაამკვიდრა. ეს არის განვითარებული ქვეყნების გამოცდილების მაგალითებზე შემუშავებული კონცეფცია, რომელიც უკვე ორი წელია, მნიშვნელოვანი პროექტებით ხორციელდება. მენტალური ჯანმრთელობის ერთთვიანი მარათონი, რომელსაც მენტალ ჰაბთან ერთად ვიწყებთ, მორიგი ასეთი პროექტია. ადამიანების დიდმა აქტივობამ და ჩართულობამ დაგვარწმუნა, რომ ასეთი, კიდევ უფრო მასშტაბური პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი იყო", — აცხადებს დიმიტრი ვაჩნაძე, ევროპაბეთის მარკეტინგის განყოფილების უფროსი.
"ეს პროექტი პირველ რიგში ცნობიერების ამაღლებისთვისაა მნიშვნელოვანი. აუცილებელია სოციალური სტიგმის შემცირება და დროული მომართვიანობის უზრუნველყოფა, რაც ხელს უწყობს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების პრევენციას. ჩემი მოლოდინია ამ საკითხებზე საუბრის დაწყება — რაც შეიძლება მეტი ადამიანის ჩართულობა პროცესში და ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობის აქტუალიზება.
გამოხმაურება შეიძლება არაერთგვაროვანი იყოს, მაგრამ მთავარია, ამ ინფორმაციამ სამიზნე ჯგუფამდე მიაღწიოს. ვფიქრობ, ბევრი აღმოაჩენს საკუთარ თავს ან ახლობელს და მათი ინფორმირებულობის ხარისხი გაიზრდება. ასევე ვიმედოვნებ, რომ ჩვენი კოლეგებიც შემოგვიერთდებიან", — ამბობს აკაკი ბურკაძე, მენტალ ჰაბის დამფუძნებელი, ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი.
Responsible.ge ევროპაბეთის პასუხისმგებლიანი თამაშის პლატფორმაა. კომპანია პასუხისმგებლობიანი თამაშის ევროპული მოდელის დანერგვას ინდუსტრიაში 2019 წლის ბოლოდან ცდილობს. ევროპაბეთის პასუხისმგებლობიანი თამაშის პოლიტიკა სამ მიმართულებას მოიცავს. ესაა პასუხისმგებლობა ბიზნესში, პასუხისმგებლობა კომუნიკაციაში და პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანია პროექტებს თითოეული მიმართულებით ახორციელებს.
სწორედ ამ ინიციატივის ფარგლებში, 2020 წელს, responsible.ge-ს დაფინანსებით, ახალი ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი მენტალ ჰაბი გაიხსნა, რომელიც ფსიქოლოგებით, ფსიქიატრებითა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული. გუნდის წევრები მუშაობენ როგორც ფსიქო-სოციალური საჭიროებების მქონე პაციენტებთან — თერაპიული და სამედიცინო მომსახურების მიწოდების კუთხით, ასევე ახორციელებენ ფსიქოლოგიურ ვორქშოპებს და ჩართულნი არიან აკადემიურ საქმიანობაში. ცენტრმა უკვე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. მათ შორის ფსიქორეაბილიტაციის უფასო კურსები თამაშზე დამოკიდებულთათვის.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები