ზურაბ ჯაფარიძე საპარლამენტო მანდატს ტოვებს
გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე საპარლამენტო მანდატს ტოვებს. ამის შესახებ On.ge-ს პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს. ჯაფარიძე ამბობს, რომ მან პარლამენტი ქართული ოცნების მიერ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის ანულირების მეორე დღესვე დატოვა, თუმცა, საკანონმდებლო ორგანოს, ამის შესახებ ოფიციალურად ამ დღეებში მიმართავს.
"მე პარლამენტი დავტოვე მეორე დღეს, როდესაც ქართულმა ოცნებამ გააკეთა განცხადება და 19 აპრილის შეთანხმება არის ანულირებული. უბრალოდ, მე არც კაბინეტი მაქვს, არც ხელფასი არ ამიღია ამ პარლამენტიდან არცერთი ლარი, არც თანაშემწე ამიყვანია, ერთადერთი სტატუსი მქონდა შენარჩუნებული, იმიტომ, რომ პარტიის რეგისტრაციისა და ამ აქტივობისთვის მჭირდებოდა წინასაარჩევნოდ. სხვა შემთხვევაში დამჭირდებოდა ისევ 25 000 ყალბი ხელმოწერების კეთება და მაგის გამო შევინარჩუნე, მაგრამ განცხადების დაწერას ვაპირებ ამ დღეებში, მე ისედაც არ ვარ პარლამენტის წევრი", — ამბობს ის მთავარ არხთან.
საპარლამენტო მანდატს სხვა დეპუტატებიც ტოვებენ. დღეს 1-ელ ნოემბერს ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ნონა მამულაშვილმა თქვა, რომ საკანონმდებლო ორგანოს აღნიშნულთან დაკავშირებით მალე მიმართავს. თავდაპირველად, ერთი დღით ადრე ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემაც განაცხადა რომ პარლამენტს ტოვებს.
ნაციონალური მოძრაობის სხვა პოლიტიკოსები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას პარლამენტის დატოვებასთან დაკავშირებით იზიარებენ და გადაწყვეტილებას პარტია ერთობლივად მიიღებს.
ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, პარლამენტმა უკვე დაკარგა სახელისუფლებო პლატფორმის ფუნქცია და იქ ვერანაირ გადაწყვეტილებას ვეღარ მიიღებენ.
31 ოქტომბერს ოპოზიციამ რუსთაველის გამზირზე აქცია გამართა. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარლამენტთან შეკრებილებს სამოქმედო გეგმა გააცნო. მელიას თქმით, უკან დახევას არ აპირებენ და აქციას გამართავენ ბათუმში, შემდეგ ქუთაისში და სხვა ქალაქებში, ბოლოს 6 ნოემბერს აქცია თბილისში გაიმართება.
გაიგე მეტი:
-
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
-
-
გადახედვააპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი აპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი
-
გადახედვამეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს მეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს
-
გადახედვაკგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო კგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო
-
გადახედვაროგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა როგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა
-
გადახედვაჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე
-
გადახედვაზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს
-
-
-
გადახედვაNASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო NASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო
-
-
-
გადახედვაკობახიძე: თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება, შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე კობახიძე: თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება, შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე
-
გადახედვასაოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე
-
გადახედვა25 აპრილს საქართველოში, შესაძლოა, 38 გრადუსი დაფიქსირდეს 25 აპრილს საქართველოში, შესაძლოა, 38 გრადუსი დაფიქსირდეს
კომენტარები