PHR: ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გამოყვანა სააპელაციო სასამართლომ კანონიერად მიიჩნია
არასამთავრობო ორგანიზაციის, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ბავშვების გამოყვანა კანონიერად ცნო. ამის შესახებ ორგანიზაციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
PHR-ის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა საქალაქო სასამართლოს განჩინება, რომლის თანახმადაც, სახელმწიფოს პანსიონში მოთავსებული შშმ ბავშვების დაუყოვნებლივ გამოყვანა დაევალა.
"სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ბავშვის მოთავსება ბავშვთა სახლში (ინსტიტუციაში) წარმოადგენს უკიდურეს საშუალებას, რომელიც მთავრობამ იმ შემთხვევაში უნდა გამოიყენოს, თუ ბავშვზე ზრუნვის ყველა შესაძლებლობა ნაცადი და ამოწურულია. ამიტომ ბავშვები ასეთ დაწესებულებაში მხოლოდ მინიმალური დროით შეიძლება დარჩნენ", — წერია განცხადებაში.
ორგანიზაციის განცხადებით, სასამართლომ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ კანონის მიხედვით, ბავშვზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, ჩაგვრა, იძულება, წამება და ძალადობის სხვა ფორმების გამოყენება აკრძალულია, სახელმწიფოს კი ვალდებულია ისინი ძალადობისგან დაიცვას.
"სახელმწიფო ვალდებულია, ნებისმიერი ფორმის ძალადობისგან ბავშვების დასაცავად, შექმნას ძალადობის შეტყობინების, გასაჩივრების, რეფერირების და გამოძიების ეფექტური მექანიზმები. ძალადობის შედეგად დაზარალებული ბავშვების ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისა და უფლებების აღდგენისთვის საჭიროა აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება", — ვკითხულობთ განცხადებაში.
რაც შეეხება პანსიონში ბავშვების მოსმენას, PHR-ის ცნობით, სასამართლომ განმარტა, რომ აუცილებელია სახელმწიფომ შექმნას ისეთი გარემო, რომელშიც ადამიანის ღირსების ხელშეუხებლობა უზრუნველყოფილი იქნება.
7 მაისს გაეროს ბავშვთა კომიტეტმა გამოსცა დროებითი ზომა, რომლითაც საქართველოს მთავრობას სახალხო დამცველის ბავშვთა პანსიონში დაუყოვნებელი შეშვება დაავალა. PHR-ის ცნობით, ვინაიდან საქართველოს მთავრობამ დროებითი ზომა დაუყოვნებლივ არ აღასრულა, მათ განმეორებით მიმართეს ეროვნულ სასამართლოს და ბავშვთა პანსიონიდან შშმ პირების დაუყოვნებელი გამოყვანა მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისის განჩინებით დააკმაყოფილა PHR-ის მოთხოვნა და სახელმწიფოს ბავშვების გამოყვანა დაავალა, თუმცა PHR-ის განცხადებით, 14 ივნისს საქართველოს საპატრიარქოს ქ. ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონმა აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
15 აპრილს სახალხო დამცველის წარმომადგენელი განაცხადა, რომ საპატრიარქოს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არ შეუშვეს. ომბუდსმენის აპარატში აცხადებდნენ, რომ ამის მიზეზად, დაწესებულების წარმომადგენელმა სხალთის მთავარეპისკოპოსის, მეუფე სპირიდონის მითითება დაასახელა. განმარტება გააკეთა თავად სპირიდონმაც და ჰომოფობიური მიზეზი დაასახელა — მისი თქმით, პანსიონში ომბუდსმენის წარმომადგენლებს იმიტომ არ უშვებს, რომ "ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ითხოვენ და ასეთებს თავის ბავშვებს საჯიჯგნად ვერ მისცემს".
ამის შემდეგ ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და მთავრობისგან ნინოწმინდის პანსიონში ყველა შესაბამისი უწყების მიერ მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა მოითხოვა. სასამართლოს ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა დააკმაყოფილა გაერომ.
5 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფოს დაავალა, ნინოწმინდის პანსიონიდან დაუყოვნებლივ გამოიყვანოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები. ამით მოსამართლე ივანე ღლონტმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) სარჩელი, რომელიც პანსიონიდან ყველა ბავშვის გამოყვანას ითხოვდა.
აღსანიშნავია, რომ 14 ივნისს ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელის პოზიციაზე სპირიდონი ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ჩაანაცვლა.
გაიგეთ მეტი:
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები