ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, ლევან ვარშალომიძე პარლამენტს ტოვებს. აღნიშნულზე მან ფეისბუქგვერდზე დაწერა.

"უარს ვაცხადებ საქართველოს პარლამენტის წევრის მანდატზე, რადგან მსურს ლეგიტიმაციაგამოცლილი ხელისუფლების შეცვლისთვის გადამწყვეტი ბრძოლა დაიწყოს!", — წერს ის.

ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, პარლამენტმა უკვე დაკარგა სახელისუფლებო პლატფორმის ფუნქცია და იქ ვერანაირ გადაწყვეტილებას ვეღარ მიიღებენ.

31 ოქტომბერს ოპოზიციამ რუსთაველის გამზირზე აქცია გამართა. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარლამენტთან შეკრებილებს სამოქმედო გეგმა გააცნო. მელიას თქმით, უკან დახევას არ აპირებენ და აქციას გამართავენ ბათუმში, შემდეგ ქუთაისში და სხვა ქალაქებში, ბოლოს 6 ნოემბერს აქცია თბილისში გაიმართება.

გაიგე მეტი: