უცხო ქვეყნის მოქალაქე ტრანსგენდერი ქალის მკვლელობაში ბრალდებული დავაკავეთ — შსს

ფოტო: Shutterstock
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახვლედიანის ქუჩაზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ტრანსგენდერი ქალი მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს.
უწყების განცხადებიდან ირკვევა, რომ ბრალდებულმა ქალს 31 ოქტომბერს, ღამით მასაჟის ერთ-ერთ სალონში ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.
შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა იმავე სალონში მყოფ კიდევ ერთ ტრანსგენდერ ქალს მიაყენა სხეულზე დაზიანება და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
უწყების ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები