ანჩისხატის დაბრუნების მოთხოვნით 14 ნოემბერს მთავრობის კანცელარიასთან აქციას გამართავენ
ანჩისხატის დაბრუნების პროექტის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ზაზა ნანობაშვილმა ანჩისხატის დაბრუნების მოთხოვნით 14 ნოემბერს მთავრობის კანცელარიასთან აქცია დააანონსა.
"აბსოლუტურად ყველანაირი რესურსით ვეცდებით, რომ ამ ხატის დაბრუნების მოთხოვნა იყოს ძალიან მაღალ დონეზე. მოთხოვნაა, რომ ხატი დაუბრუნდეს დედაქალაქის პირველ ტაძარს", — განაცხადა ნანობაშვილმა.
კითხვაზე, უჭერს თუ არა მათ მხარს საპატრიარქო და შეთანხმებულია თუ არა მათთან აქცია, საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი პასუხობს, რომ აქცია დასმულ მოთხოვნასთან და ყველა იმ ადამიანთანაა შეთანხმებული, ვინც ამ ხატის დაბრუნების გულშემატკივარია.
ანჩისხატი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება. კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, "მძიმე ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გამო" მუზეუმის ძირითადი შენობა დაიცლება. როგორც უწყებაში თქვეს, მუზეუმი მართვის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის. ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია ხელოვნების მუზეუმის დანგრევასთან დაკავშირებით, რასაც სამინისტრომ სიცრუე უწოდა და განაცხადა, რომ "სიცრუის ავტორები და მათ ზურგს ამოფარებული სხვა პირები ამ გზით საკუთარი უმოქმედობით გამოწვეული სავალალო შედეგების გადაფარვას ცდილობენ".
რაც შეეხება საგანძურს, 4 აგვისტოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადებიდან გავიგეთ, რომ ეროვნულ მუზეუმთან დადეს შეთანხმება, რომლის თანახმადაც, მუზეუმის შენობის აღდგენის შემდეგ, იქ უნდა დაბრუნდეს როგორც ხელოვნების მუზეუმი, ასევე ოქროს ფონდი — საეკლესიო საგანძური, ექსპონატებს კი დროებით სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ისტორიის მუზეუმში გადაიტანდნენ.
ანჩისხატის გადაცემის მოთხოვნით საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს 3 აგვისტოს მიმართა. წერილის ადრესატია კულტურის მინისტრიც, თეა წულუკიანი.
წერილში აღნიშნულია, რომ ხელისუფლების წინაშე დიდი ხანია, ხატის გადმოცემის საკითხს აყენებენ, რაზეც მათი განცხადებით, "მზაობა ყოველთვის იყო", თუმცა არსებობდა მისი დაცვისთვის სათანადო პირობების შექმნის მოთხოვნა.
პატრიარქის წერილში ნათქვამია, რომ ანჩისხატის დაბრუნების საინიციატივო ჯგუფმა ამ მხრივ სამუშაოები ჩაატარა და ანჩისხატის ტაძარში ხატის ჩასაბრძანებელი კიოტი დამონტაჟდა.
გარდა ამისა, 31 ოქტომბერს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირმა ანჩისხატთან დაკავშირებით პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ღია წერილით მიმართა და მას ანჩისხატის დროულად დაბრუნების საჭიროება შეახსენა.
-
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
-
გადახედვაგაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი გაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი
-
გადახედვაბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა ბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა
-
გადახედვაგმირთა მოედანი გადაიკეტა გმირთა მოედანი გადაიკეტა
-
გადახედვახელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა ხელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა
-
გადახედვაფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ ფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ
-
გადახედვაშარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით შარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით
-
გადახედვაჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე ჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე
-
გადახედვადავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით დავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით
-
გადახედვასლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს
-
გადახედვაირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა ირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა
-
გადახედვაპარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
-
გადახედვაპოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული პოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული
კომენტარები