ილიაუნი ჰაკათონს "ციფრული განათლება მომავლისთვის" მართავს
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით 9-10 ნოემბერს გაიმართება ჰაკათონი "ციფრული განათლება მომავლისთვის Georgia — Digital Education For Future", რომელიც საერთაშორისო პროექტ DigiEduHack-ის ფარგლებში ხორციელდება. პროექტი ორი დღის განმავლობაში მთელს მსოფლიოში ერთდროულად მიმდინარეობს და მონაწილე ქვეყნებს ადგილზე უწევთ თავიანთ გამოწვევებზე მუშაობა.
ღონისძიების თანაორგანიზატორები არიან ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტი: "ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი" და ინოვაციური განათლების ფონდი.
DigiEduHack არის EIT-ის (ინოვაციისა და ტექნოლოგიის ევროპული ინსტიტუტი) ინიციატივა, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის ციფრული განათლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში. ღონისძიებაში, რომელიც 2019 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს, გუნდები მთელი ევროპიდან და მის ფარგლებს გარეთ ქვეყნებიდან ერთიანდებიან განათლების უკეთესი მომავლის შესაქმნელად მდგრადი მსოფლიოსთვის. 2021 წელს ჰაკათონის მთავარ ეტაპს სლოვენიის ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობა მასპინძლობს, ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კვლევით ცენტრთან (IRCAI) თანამშრომლობით.
ჰაკათონი მოუწოდებს მონაწილეებს, შეიმუშაონ საინტერესო გადაწყვეტები და შექმნან პროტოტიპები სხვადასხვა თემატიკაზე საგანმანათლებლო მიმართულებით. ადგილობრივ ჰაკათონში გამარჯვებულ გუნდს შესაძლებლობა ექნება თავისი იდეა წარადგინოს DigiEduHack-ის ოფიციალურ გვერდზე, სადაც შეაფასებენ საერთაშორისო ექსპერტები და საბოლოო, გლობალური გამარჯვებული ხმის მიცემის პრინციპით გამოვლინდება.
ადგილობრივი ჟიურის წევრები იქნებიან:
- ნანა დიხამინჯია — ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის პროფესორი, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრის დირექტორი;
- ერეკლე მაღრაძე — ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი;
- სანდრო ასათიანი — ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბის დირექტორი;
- დავით ჩეჩელაშვილი — ანტერპრენერი , მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების
სპეციალისტი; - მერაბ ლაბაძე — ინოვაციური განათლების ფონდის დამფუძნებელი;
- ნატო ჩაკვეტაძე — 500 Startups-ის სააქსელერაციო პროგრამის კოორდინატორი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეწარმეობის მიმართულების ხელმძღვანელი;
- სესილი ვერძაძე — გადაწყვეტების იდენტიფიცირების ხელმძღვანელი, UNDP სწრაფი განვითარების ლაბორატორია
პროექტის მხარდამჭერია კომპანია ბილაინი
ჰაკათონის პარტნიორია UNDP Accelerator Lab;
ჰაკათონს პარტნიორობას უწევს TBC Z;
ჰაკათონს პარტნიორობას უწევს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველო;
ჰაკათონის პარტნიორია კომპანია Innotec;
პროექტი მხარდაჭერილია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA • Tech Park) მიერ;
ჰაკათონის მედიაპარტნიორია NEXT.On.ge — მეცნიერება და ტექნოლოგიები;
ქომუნითი პარტნიორია CG Georgia.
პრიზები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აწესებს სპეციალურ პრიზს 1500 ლარის ოდენობით, რომელსაც იგი რჩეულ გუნდს გადასცემს;
UNDP Accelerator Lab თავის რჩეულ გუნდს გადასცემს სპეციალურად დაწესებულ პრიზს;
ჰაკათონის პარტნიორი TBC Z, გამარჯვებულ გუნდს გადასცემს ფულად პრიზს 2000 ლარის ოდენობითა და ბრენდირებულ საჩუქრებს;
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველო თავის რჩეულ გუნდს გადასცემს ფულად პრიზს 1500 ლარის ოდენობით;
ევროკავშისის დაფინანსებით მიმდინარე პროექტი ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი თავის რჩეულ გუნდს გადასცემს არდუინოსა და ელექტრონული კომპონენტების 5 ნაკრებს;
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA • Tech Park) თავის რჩეულ გუნდს — ტექნოლოგიური კლუბების ქსელიდან გადასცემს არდუინოსა და ელექტრონული კომპონენტების 5 ნაკრებს;
კომპანია Innotec-ი თავის რჩეულ გუნდს — ტექნოლოგიური კლუბების ქსელიდან გადასცემს არდუინოსა და ელექტრონული კომპონენტების 5 ნაკრებს.
ქვეყანაში შექმნილი კოვიდვითარებიდან გამომდინარე აღნიშნული ჰაკათონი ონლაინრეჟიმში გაიმართება.
წინა წლის პროექტები შეგიძლიათ იხილოთ აქ.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: [email protected]
ავთანდილ მღებრიშვილი ილიაუნის სამრეწველო ლაბორატორია ფაბლაბის მენეჯერი და ჰაკათონი "ციფრული განათლება მომავლისთვის Georgia"-ს ერთ-ერთი ორგანიზატორია.
ავთო, ვის შეუძლია მონაწილეობა?
მონაწილეობა შეუძლიათ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს 14 წელს ზემოთ: სტუდენტებს, მასწავლებლებს, მოსწავლეებს, ანტერპრენერებს, ინოვატორებსა და ციფრული განათლებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს.
რის შესახებ იქნება წლევანდელი გამოწვევები?
წლევანდელ ჰაკათონში გვექნება რამდენიმე მიმართულება, რომლებიდანაც შეუძლიათ აირჩიონ მონაწილე გუნდებმა:
- აპლიკაციის / პლატფორმის შექმნა;
- თამაშების შექმნა: სამაგიდო თამაშების შექმნა და/ან კომპიუტერული თამაშების შექმნა;
- მონაცემთა დამუშავება განათლების მიმართულებით
დღეს განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირება სასწავლო პროცესში, ამიტომ ჰაკათონის თემა იქნება ციფრული განათლება. ეს მიმართულება ხელს უწყობს საგანმანათლებლო პროცესს და გვეხმარება უკეთესი შედეგის მიღწევაში. ჰაკათონის მიმდინარეობისას მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, შექმნან აპლიკაციები, პლატფორმები, საგანმანათლებლო თამაშების პროტოტიპები (როგორც სამაგიდო, ისე კომპიუტერული), იმუშაონ მონაცემებზე და დაადგინონ, როგორ შეუძლიათ ციფრულ ინსტრუმენტებს გააძლიერონ საზოგადოების მონაწილეობა ამ სფეროში.
რეგისტრაცია ინდივიდუალურია თუ ჯგუფური?
მონაწილეებს რეგისტრაცია შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფის სახით. ჯგუფის შექმნა ან წევრის დამატება შესაძლებელი იქნება ღონისძიების დაწყებამდე ან მის პირველ დღეს.
ჯგუფის წევრების მინიმალური რაოდენობა 2 ადამიანია, მაქსიმალური კი – 5.
ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია?
აუცილებელია, გუნდის მინიმუმ ერთმა წევრმა მაინც იცოდეს ინგლისური ენა, რადგან თითოეულმა მონაწილე გუნდმა იდეა DigiEduHack-ის ოფიციალურ გვერდზე უნდა წარადგინოს.
რატომ არის მნიშვნელოვანი მსგავს საერთაშორისო ჰაკათონებში სტუდენტების მონაწილეობა?
აღნიშნული საერთაშორისო პროექტები ხელს უწყობს სტუდენტებს, მოსწავლეებს, დაინტერესებულ პირებს განვითარდნენ, მიიღონ საერთაშორისო დონის გამოცდილება და თავიანთი პროექტები უფრო ფართო აუდიტორიას გაუზიარონ. აღნიშნული ჰაკათონიც ამ შესაძლებლობას იძლევა, ნებისმიერ მონაწილეს აქვს შანსი გლობალური გამარჯვებულის სტატუსისთვის იბრძოლოს და მოიპოვოს მთავარი პრიზი.
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები