ისტორიული აღმოჩენები, რომლებმაც მეცნიერებს "მოიცა, რა?!" ათქმევინა
ხშირად, როდესაც ისტორიკოსები არქივს სტუმრობენ ან კვლევას ატარებენ, წარმოდგენაც არ აქვთ, რას წააწყდებიან და აღმოაჩენენ. მართალია, არქივისა და ბიბლიოთეკის თანამშრომლების დახმარებით, მათ ზოგადი წარმოდგენა აქვთ იმაზე, თუ რა თემებს ეხება შესასწავლი მასალა, თუმცა ისტორიკოსმა ზუსტად არასდროს იცის, მათგან რა გამოადგება და რა — არა. რასაკვირველია, მეცნიერი ამ მასალას წინასწარგანსაზღვრული მეთოდოლოგიით ამუშავებს და თეორიულ ჩარჩოში სვამს, მაგრამ მაინც, აღმოჩენამ ისინი არა მარტო გაკვირვებული, არამედ დაბნეულიც კი შეიძლება დატოვოს.
ფლინდერსის უნივერსიტეტის მკვლევარმა, ევან სმიტმა ტვიტერზე ეს კითხვა დასვა: "ისტორიკოსებო, რომელმა საარქივო მასალამ ან აღმოჩენამ გათქმევინათ, მოიცა, რა?!". გამოხმაურება კი იმაზე გაცილებით მასშტაბური აღმოჩნდა, ვიდრე ამას სმიტი წარმოიდგენდა: პოსტს 300-ზე მეტჯერ უპასუხეს.
ისტორიკოსები, არქივის მკვლევრები და სხვა მეცნიერები სმიტის შეკითხვას თავ-თავიანთი უჩვეულო ისტორიებით გამოეხმაურნენ. მასალები უცნაურიდან შემაძრწუნებლამდე, შემაძრწუნებლიდან კი საგულისხმომდე იცვლებოდა.
ქვემოთ შემოგთავაზებთ ამ გრძელი სიიდან ამოკრეფილ ფაქტებს, რომლებიც თითოეული ზემოხსენებული კატეგორიიდან ერთ-ერთს აკმაყოფილებს.
უცნაური შემთხვევები
უმეტესობა, ვინც სმიტის ტვიტს გამოეხმაურა, ჰყვებოდა საოცარ ამბებსა და აღმოჩენებზე, რომლებსაც საარქივო მასალებში წასწყდომიან. ამავდროულად ზოგი კონკრეტულ ნივთზეც საუბრობდა. ამის მაგალითებია: რობერტ კრიბის მიერ აღმოჩენილი "მოსაწევად გამზადებული, დამუშავებული ოპიუმის 17 ხვეულა ნიდერლანდურ არქივში, 1946 წლით დათარიღებული, ინდონეზიიდან"; დენიელ მაკქეის "ავსტრალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის შიშველი, გაუმჟღავნებელი ფოტოები მისი შვებულებიდან"; და სიუზან ვოსნიცკას მიერ აღმოჩენილი "1760-იანი წლებით დათარიღებული, ორ ქალს შორის დაწერილი 300 სასიყვარულო წერილი, რომლებიც ნაწილობრივ სისხლით იყო შესრულებული".
სხვებმა საინტერესო საუბრები აღმოაჩინეს. მაგალითად, ა.ჯ. ბაუერი რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში სატელეფონო სექსზარების ტრანსკრიპტებს გადაეყარა, რომლის ქვეშაც პოლიტიკოსი პრეზიდენტს სატელეფონო პორნოგრაფიის საწინააღმდეგო კამპანიისთვის მხარის დაჭერას სთხოვდა. იასმინ დუალე წააწყდა "წერილს პროფესორ ფილიპ ჰიტისგან, მიწერილს მისი პრინსტონელი კოლეგის, ალბერტ აინშტაინისათვის, სადაც ის აინშტაინს იმაში სდებს ბრალს, რომ სტუდენტებში მასზე მცდარი ჭორები გაავრცელა". მორის ქეისი საუბრობს წერილებზე, რომლებიც საბჭოთა ლიდერს, იოსებ სტალინს მისწერა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სადებატო გუნდმა, "ისინი მას დახმარებას სთხოვდნენ მომავალი დებატებისთვის კაპიტალიზმის შესახებ".
უცნაური ამბები გამოიკვეთა სხვადასხვა გაზეთისა თუ ისტორიულ სიტყვით გამოსვლათა შესწავლის დროსაც. ცესკ მაინცერმა 1970-იან წლებში გამოშვებული მალიორკული გაზეთი ახსენა, სადაც "მოთხრობილი იყო ამბავი მოხუც ბელგიელ ქალზე, რომელმაც თავისი პროთეზი მას შემდეგ დაკარგა, რაც პოლიციელს ფეხზე უკბინა". დასტინ ჯოუნსი კი ჰყვება, რომ ჯერალდ ფორდის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა-მუზეუმში აღმოაჩინა "ჯონ უეინის სიტყვა, წარმოთქმული საქველმოქმედო ვახშამზე, რომელსაც თავად ფორდიც ესწრებოდა, სადაც მან გამოთქვა ყველაზე არაზუსტი ვარაუდი, რასაც კი ჩემს კვლევებში ოდესმე წავწყდომივარ". რა იყო მსახიობის ვარაუდი? მისი თქმით, "უოტერგეიტი იქნება მხოლოდ უმნიშვნელო სქოლიო" ისტორიის წიგნებში.
შემაძრწუნებელი ამბები
ისტორიკოსები ასევე წააწყდნენ შემაშფოთებელ მასალას — გარემოებებს, რომლებმაც ისინი კვლევისას გაოგნებულები დატოვა. ამგვარი საარქივო მასალა ბიუროკრატიული და სტერილური ფორმით კი გამოირჩევა, თუმცა მშრალ ფაქტებს მიღმა საზარელი მნიშვნელობები იმალება.
ლაკლან ქლოჰეზიმ აღმოაჩინა ჩანაწერები ბრიტანელი ბირთვული ფიზიკოსის, სერ ერნესტ ტიტერტონის ერთ-ერთი საუბრიდან, სადაც ის ავსტრალიის ატომური არსენალის პოტენციალზე ჰყვება. ეს საუბრები "მოიცავდა იდეას, რომ თუ ჩვენ გვექნებოდა ბირთვული იარაღი, კაცების, ქალებისა და ბავშვების დასახოცად გაწეული ხარჯი გაცილებით ნაკლები იქნებოდა, ვიდრე ჩვეულებრივი საბრძოლო მოქმედებების დროს". ქლოჰეზი ასევე დასძენს, რომ ტიტერტონს ფასებიც დაანგარიშებული ჰქონდა.
ამავე საკითხზე სტეფან შვარცმა შეერთებული შტატების გენერალ-ლეიტენანტის, ჯეიმს გევინის საუბარი გაასაჯაროვა, სადაც ის 1957 წელს კონგრესს ეუბნება, რომ ბირთვული ომის მოსაგებად მათ 151 ათასი ატომური იარაღი დასჭირდებოდათ. ასევე "სიკვდილის დათვლის" თემაზე, პეპე როსვალდი წააწყდა ნიდერლანდების კოლონიურ გაზეთს, რომელიც 1930-იანი წლების იმ ინდონეზიურ გადასახლებაზე ჰყვება, რომელმაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. გაზეთი ერთ-ერთი ოფიცრის სიტყვებს ციტირებს: "სიკვდილიანობის დონე მისაღებია, არაფერი განსაკუთრებული".
ზოგი მსგავსი აღმოჩენილი მასალა დეტალური აღწერებითაც გამოირჩევა. გეიბ მოშენკამ მოჰყვა, თუ როგორ აღწერდა ცნობილი ბრიტანელი ეგვიპტოლოგი, სერ ჯონ გარდნერ უილკინსონი თავის "დაავადებულ პენისს" თომას პეტიგრიუს ნაშრომში, იელის უნივერსიტეტში. ნარელ მორისი ახსენებს ავსტრალიის ეროვნულ არქივში აღმოჩენილ "ჟანგიან სამართებელს, რომლითაც ომის დანაშაულში ბრალდებულმა იაპონელმა ტყვემ თვითმკვლელობა სცადა".
საგულისხმო ისტორიები
ტვიტის პასუხებში ასევე ვხვდებით აღმოჩენებს, რომლებიც დიდ მნიშვნელობას ატარებს ისტორიკოსებისა და, ზოგადად, წარსულის შესახებ ჩვენი წარმოდგენისთვის. ბეკი ერბელდინგი შეერთებული შტატების ჰოლოკოსტის მუზეუმის კვლევისას წააწყდა ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში მყოფი ნაცისტი პროფესორის, იოზეფ მენგელის ჩვენთვის ცნობილ ერთადერთ ფოტოებს.
პიტერ ჯობი კი ჰყვება ინდონეზიური დაზვერვის მიერ ავსტრალიელი დიპლომატისთვის 1975 წელს ჯაკარტაში გადაცემულ დოკუმენტზე. ეს დოკუმენტი, როგორც ჯობი ხსნის, იყო სია ფრეტილინის (აღმოსავლეთ ტიმორის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი დაჯგუფება) წევრებისა, რომლებზე თავდასხმაც ინდონეზიაში შეჭრის შემდეგ უნდა განხორციელებულიყო. ჯობი ამბობს, რომ ეს ყველაფერი "ნათლად აჩვენებს ქვეყანაში შეჭრის მზადებაში ავსტრალიის თანამონაწილეობის ხარისხს".
ადამ როთმანისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩენა 1866 წელს შეერთებული შტატების სენატის მოხსენება გამოდგა "ჭორებზე, რომ მონობისგან ახლად გათავისუფლებულ ხალხს იტაცებდნენ და შემდეგ კუბასა და ბრაზილიაში კვლავ მონებად ჰყიდდნენ". ხსენებულმა იმხელა ზეგავლენა მოახდინა როთმანზე, რომ მან ამ საკითხს წიგნიც კი მიუძღვნა.
სხვა ისტორიკოსებიც ჰყვებიან, რომ შემთხვევითმა აღმოჩენამ მათ სრულიად ახალი პროექტი თუ კვლევა წამოაწყებინა. მაგალითად, ანა ჰაიკოვამ მოისმინა ისტორია ქალების ციხის გერმანელ გუშაგსა და ახალგაზრდა ქალ პატიმარს შორის იძულებით ურთიერთობაზე მეორე მსოფლიო ომის უკანასკნელ წლებში. ზეპირი ისტორიული ჩანაწერით დაინტრიგებულმა, ჰაიკოვამ ეს მონაყოლი ქვიარ საზოგადოების ისტორიის ერთ-ერთ გახმაურებულ ამბად აქცია.
ეს მცირეოდენია იმ გამოხმაურებიდან, რომელიც სმიტის ტვიტს მოჰყვა. წარსულის კვლევისას ისტორიკოსი ხშირად აწყდება მოულოდნელ მასალას. ზოგიერთი აღმოჩენა, შეიძლება, უბრალოდ, სახალისო და კვლევისთვის უმნიშვნელო ამბავი იყოს მაშინ, როდესაც სხვები სრულიად შეგიცვლიან ცოდნას ამა თუ იმ მოვლენასა თუ ფიგურასთან მიმართებით და შენს წარმოდგენებს თავდაყირა დააყენებენ.
თითქმის ყველა ისტორიკოსს აღმოუჩენია რაღაც, რასაც ის შეუჩერებია და დაუფიქრებია. ტვიტერის მეშვეობით კი ჩვენც მოგვეცა შესაძლებლობა, მრავალ ასეთ შემთხვევას გავცნობოდით.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
კომენტარები