მეგის ქარდავამ სასამართლო სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მეგის ქარდავამ სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა. ქარდავამ სხდომაზე განაცხადა, რომ ის ბრალდებებს არ აღიარებს.
"მე, ჩემი ძმა და ჩემი მეგობრები ვიცავდით საქართველოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. სწორედ ასეთი საქმეების საფუძველზე გათავისუფლდა ათასობით კეთილსინდისიერი და ღირსეული, როგორც ოფიცერი, ასევე, სხვა საჯარო მოხელე, რამაც გამოიწვია ქვეყანაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მოშლა.
სწორედ, განსაკუთრებით, სამეგრელოსა და ოკუპირებული აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, რისი შედეგიც არის არა მხოლოდ კვარაცხელია-ოთხოზორიას სიკვდილი, არამედ იმ ათასობით ადამიანის სიკვდილი, დაყაჩაღება, გატაცება ფულის გამოძალვის მიზნით, წამება და არაადამიანური მოპყრობა, რომელიც დღესაც მიმდინარეობს. მაგრამ ყოველივე ამის პრევენციის არანაირი პოლიტიკური ნება არ არსებობს, მაგრამ არსებობს პოლიტიკური ნება და პოლიტიკური დევნა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც იცავდნენ საქართველოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას
ეს ყოველივე არის პოლიტიკურად მოტივირებული და ეს საქმეები არაფრით განსხვავდება გასული საუკუნის 50-იანი წლების ე.წ. მებრძოლთა საქმისგან. როგორც იქ, აქაც ყველა მტკიცებულება არის გაყალბებული, ჩვენებები მიღებულია შურისძიების, პირადი მოტივის, შანტაჟის, ფიზიკური ძალადობის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საფუძველზე [...] გამომდინარე იქიდან, რომ არანაირი ნდობა არ გამაჩნია იმისა, რომ აქ აღსრულდება მართლმსაჯულება, დადგება ჭეშმარიტი და ობიექტური განაჩენი, მე პროტესტის ნიშნად ვტოვებ დარბაზს.
მე ვიცი და მჯერა, რომ მალე დადგება საქართველოში დრო და ის ადამიანები, ვინც ჩემი, ჩემი ძმისა და ჩემი მეგობრების წინააღმდეგ მონაწილეობდნენ პოლიტიკურ დევნაში, იყვნენ მათი შემკვეთები და შემსრულებლები, წარდგებიან არა ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლოში, არამედ ქართველი ხალხის სამსჯავროზე, ვერ დაიმალებიან ვერც მოსკოვში, ვერც პარიზში, ვერც მილანში, ვერც ნიუ-იორკში თუნდაც", — განაცხადა მან.
როგორც პროკურომა, დავით კიკაჩეიშვილის ჟურნალისტებთან სხდომის დაწყებამდე განაცხადა, დღევანდელ პროცესზე განიხილებოდა სამი პატიმრის წამების საქმე.
"საქართველოში მის მიმართ არსებული 11 სისხლის სამართლის საქმიდან 5-ზე უკვე არსებობს გამამტყუნებელი განაჩენი [...] მიმდინარე 6 საქმიდან ერთ-ერთი გახლდათ დღევანდელი, რაც შეეხება პენიტენციურ დაწესებულებაში სამი პატიმრის წამების ფაქტს", — თქვა მან.
მომდევნო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 29 ნოემბერს 15:00 საათზე გაიმართება.
მეგის ქარდავას ექსტრადაცია 17 სექტემბერს განხორციელდა. საქართველოს ხელისუფლება მეგის ქარდავას ექსტრადირებას რამდენიმე წელია ითხოვდა. მან საქართველო 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დატოვა.
ქარდავას უკრაინაში დაკავების შესახებ ინფორმაცია 2017 წელს გავრცელდა. იქამდე, ის ინტერპოლით წითელი ცირკულარით იძებნებოდა.
სამხედრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელის მიმართ საქართველოში არსებული 11 სისხლის სამართლის საქმიდან ხუთზე გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი, ხოლოდ 6 სისხლის სამართლის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში იხილება.
სააპელაციომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც სერგო თეთრაძის წამების საქმეზე ქარდავა გაამართლა, შეცვალა და ყოფილ მაღალჩინოსანს პატიმრობა მიუსაჯა. მას დაუსწრებლად ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის დამნაშავედ სცნეს 144-ე და 138-ე მუხლებით, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობასა და წამებას გულისხმობს.
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
კომენტარები