სომხურ-ქართულენოვანი საინფორმაციო პლატფორმის, განძის პრეზენტაცია გაიმართა
დღეს, 3 ნოემბერს სომხურ-ქართულენოვანი საინფორმაციო პლატფორმის, განძის პრეზენტაცია გაიმართა.
განძი თანასწორობის, სოლიდარობის, ურთიერთდახმარებისა და ტოლერანტობის პრინციპებზე დაფუძნებული ონლაინპლატფორმაა, რომლის მიზანიც საქართველოში მცხოვრები ადამიანების ამ იდეების ირგვლივ გაერთიანებაა.
ეს საინფორმაციო პლატფორმა არასამთავრობო ორგანიზაცია საფარისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის(UNFPA) პარტნიორობის ფარგლებში შეიქმნა.
საფარის პროექტების მენეჯერმა, ნათია გვრიტიშვილმა პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ პლატფორმის აუდიტორია არამხოლოდ ახალგაზრდები, არამედ ზოგადად, სომხურენოვანი ეთნიკურად სომეხი მოსახლეობაა, ვინაიდან დღემდე გამოწვევად რჩება ენობრივი ბარიერი.
"ჩვენი პლატფორმის მთავარი მიზანი არის, საქართველოს სომხურენოვან მოსახლეობას მიაწოდოს სომხურ ენაზე ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ინფორმაცია, როგორიცაა ქალთა უფლებები, ბავშვთა უფლებები, ზოგადად, ადამიანის უფლებები, გენდერული თანასწორობა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვისაუბრებთ ამ პლატფორმებზე. ასევე, მნიშვნელოვანია, მივაწოდოთ ინფორმაცია ქალთა და ბავშვთა მიმართ არსებულ საზიანო პრაქტიკებზე, როგორიცაა გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა, ადრეული ქორწინება, იძულებით ქორწინება და სხვა, ვისაუბროთ რეპროდუქიულ ჯანმრთელობასა და რეპროდუქციულ უფლებებზე და გარდა ამისა, ვისაუბრებთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება სომეხი ახალგაზრდებისთვის და ეთნიკურად სომხური თემისთვის.
პლატფორმის აუდიტორია არაა მხოლოდ ახალგაზრდები, არის, ზოგადად, სომხურენოვანი ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა, რადგან, როგორც უკვე ისაუბრეს წინა გამომსვლელებმა დღემდე გამოწვევად რჩება ენობრივი ბარიერი და თანაბარი წვდომა არ აქვს ქვეყნის მოსახლეობას ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციაზე", — ამბობს ნათია გვრიტიშვილი.
საფარის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბაია პატარაიამ განძის პრეზენტაციაზე თქვა, რომ რეგიონებიდან ხმა ყოველთვის ნაკლებად ისმის ენის ბარიერის გამო, ამიტომ მნიშვნელოვანია არსებობდეს ინფორმაცია მათ ენებზეც.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ქალთა გაძლიერება და როდესაც ქალთა გაძლიერებაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ ყველა ქალის გაძლიერებას მიუხედავად მათი ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური თუ სხვა ნიშნისა. ქალთა გაძლიერება შეუძლებელია თუ სომეხი ქალები არ გაძლიერდებიან ისევე, როგორც ქართველი ან აზერბაიჯანელი ქალები საქართველოში.
რეგიონებიდან ხმა ყოველთვის ნაკლებად ისმის. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფოში გვაქვს სახელმწიფო ენის არცოდნის სერიოზული პრობლემა, რაც ძალიან დიდი ბარიერია უმცირესობების ინტეგრაციისათვის. როდესაც არ არ იცი სახელმწიფო ენა, ადამიანი პრაქტიკულად ვერ იღებს ინფორმაციას სახელმწიფოში მიმდინარე მოვლენებზე, ის ვერ უერთდება ვერც აქტივიზმს, ვერც სამოქალაქო სექტორს, ზოგადად, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია არსებობდეს, მათ შორის, ეროვნული უმცირესობის ენებზეც", — განაცხადა მან.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, განძი ორივე ენაზე, სომხურადაც და ქართულადაც ერთი და იგივე მნიშვნელობისაა და პლატფორმისთვისაც ამიტომ შეირჩა ეს სახელი.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები