10 ცნობილი პერსონაჟი, რომლის მოკვლასაც შექმნელები აპირებდნენ, თუმცა გადაიფიქრეს
საინტერესო სერიალისა თუ ფილმის შესაქმნელად მხოლოდ ჩამთრევი სიუჟეტი საკმარისი როდია: უამრავი ჩვენგანი ეკრანებს ჩვენი საყვარელი პერსონაჟების ხათრით შევცქერით და სხვადასხვა სცენაში მათ გამოჩენას მოუთმენლად ველით.
ფილმებისა და სერიალების სცენარის დაწერა კომპლექსური პროცესია, რომლის დროსაც არაერთი დეტალი, მათ შორის — პერსონაჟთა ბედიც იცვლება. როგორც ჩანს, ჩვენთვის საყვარელი უამრავი გმირი რეჟისორებსა და სცენარის ავტორებს თავდაპირველად სიკვდილისთვის ჰყავდათ განწირული, თუმცა, საბედნიეროდ, მოგვიანებით აზრი შეიცვალეს.
მაშ ასე, გთავაზობთ 10 პერსონაჟს, რომელთაც თავდაპირველ ვერსიაში სიკვდილი ელოდათ, თუმცა შემქმნელებმა გადაიფიქრეს:
1. ჯესი პინკმენი — Breaking Bad
საკულტო სერიალის შემქმნელი ვინს გილიგანი აარონ პოლის ცნობილი პერსონაჟის მოკვლას პირველივე სეზონში აპირებდა, თუმცა, საბედნიეროდ, გადაიფიქრა. აშკარაა, რომ ამ გადაწყვეტილებამ ნამდვილად გაამართლა, რადგან ჯესი სერიალის გულშემატკივრების უდიდესი ნაწილის საყვარელი პერსონაჟია.
2. ილევენი — Stranger Things
მაშინ, როდესაც ნეტფლიქსის პოპულარული სერიალის, Stranger Things-ის მხოლოდ ერთი სეზონი იგეგმებოდა, შემქმნელებს სეზონის ბოლოს ილევენის მოკვლა უნდოდათ. თუმცა მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ ახალი სეზონის გამოსვლის შესაძლებლობა არსებობდა, გადაწყვიტეს, რომ მთავარი პერსონაჟის ისტორია უნდა გაგრძელებულიყო.
3. სტივ ჰარინგტონი — Stranger Things
სერიალში არც ყველასათვის საყვარელ სტივს ელოდა სახარბიელო ბედი. თავდაპირველი ვერსიის მიხედვით, სტივი პირველივე სეზონში უნდა მომკვდარიყო, თანაც ისე, რომ მაყურებლებისთვის კარგი თვისებების ჩვენებასა და მათ გულის მოგებასაც ვერ ასწრებდა.
4. მერედიტი — The Office
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიტკომის შემქმნელები მეორეხარისხოვანი, მაგრამ ნამდვილად დასამახსოვრებელი მერედიტის მოკვლას აპირებდნენ. ეს კი მაშინ უნდა მომხდარიყო, როცა ერთ-ერთ ეპიზოდში მაიკლი მერედიტს შემთხვევით მანქანით ეჯახება. რა თქმა უნდა, იდეა მალევე დაიწუნეს და მერედიტს საავადმყოფოში მოხვედრა აკმარეს.
5. კასტიელი — Supernatural
თავდაპირველი ვერსიის მიხედვით, ყველასათვის საყვარელი ანგელოზი სერიალის მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდში უნდა გამოჩენილიყო, შემდეგ კი მომკვდარიყო, თუმცა კასტიელის პოპულარულობამ სერიალის შემქმნელებს მისი პერსონაჟის განვითარება გადააწყვეტინა.
6. ჯეკ შეპარდი — Lost
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სერიალის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, ჯეკი პირველივე ეპიზოდში უნდა მომკვდარიყო. საბედნიეროდ, შემქმნელებმა მალევე გადაიფიქრეს.
7. ჯინი — Lost
თითქოს სერიალში მოულოდნელობები არ გვყოფნიდა, ერთ-ერთმა სცენარის ავტორმა შემქმნელების ხელით სიკვდილს ჯინის პერსონაჟიც გამოსტაცა. ამ გადაწყვეტილებამ ბევრი მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი სცენაც გადაარჩინა.
8. რონ უისლი — ჰარი პოტერი
ცუდ განწყობაზე მყოფ ჯოან როულინგს ჰარი პოტერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საყვარელი გმირის — რონის მოკვლა ჰქონდა გადაწყვიტილი. საბედნიეროდ, რონი, რომლის გარეშეც ჰარის ისტორია წარმოუდგენელი იქნებოდა, მეგობრობის ძალამ იხსნა — როულინგს ძალიან უნდოდა, ტრიოს მეგობრობა ბოლომდე გაგრძელებულიყო.
9. არტურ უისლი — ჰარი პოტერი
როულინგი მაგლების მოყვარული არტურ უისლის მოკვლასაც აპირებდა, თუმცა საბოლოოდ მარტივი მიზეზის გამო გადაიფიქრა: არტური წიგნებში წარმოდგენილ მშობლებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ავტორმა ის ვერ გაიმეტა.
10. ჰან სოლო — Star Wars
წესით, ყველასათვის საყვარელი ჰან სოლო თავდაპირველ ტრილოგიაში უნდა მომკვდარიყო, რასაც თავად სოლოს როლის შემსრულებელი ჰარისონ ფორდიც მხარს უჭერდა, თუმცა რეჟისორმა ჯორჯ ლუკასმა მასთან გამომშვიდობება ვერ შეძლო — ყოველ შემთხვევაში, თავდაპირველ ტრილოგიაში მაინც.
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
კომენტარები