შარდის შეუკავებლობის მკურნალობის ინოვაციური მეთოდი დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში
პირველად საქართველოში, დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრმა წარადგინა ინოვაციური მეთოდი შარდის შეუკავებლობის პრობლემის გადაწყვეტისთვის- აპარატი, სავარძელი "EMSELLA".
უახლესი ტექნოლოგია "BTL EMSELLA", რომელიც ეფექტურად გამოიყენება მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან კლინიკაში შარდის შეუკავებლობის საკითხის გადაწყვეტაში, არ მოითხოვს სპეციალურ მომზადებას, საჭიროებს მინიმუმ 6 ვიზიტს (ექიმის დანიშნულებით), კვირაში 2-3-ჯერ და, რაც მთავარია, პაციენტისთვის სასიამოვნო, სრულიად კომფორტული და უმტკივნეულოა.
ამ სიახლესთან დაკავშირებით, მხოლოდ ერთი თვით, დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი გთავაზობთ აქციას: ერთი პროცედურის ღირებულება 50%-იანი ფასდაკლებით 90 ლარად 180 ლარის ნაცვლად!
რაში მდგომარეობს ამ აპარატის უნიკალურობა? ეს არის, ფაქტობრივად, ერთადერთი გზა შარდის შეუკავებლობას ებრძოლოთ არაქირურგიული მეთოდით.
შარდის შეუკავებლობა საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა. მსოფლიოს გარშემო დაახლოებით 200 მილიონამდე ადამიანს - ქალსა თუ მამაკაცს — უწევს მსგავს პრობლემასთან ერთად თანაარსებობა, თუმცა პაციენტებს ხშირად საკმაოდ უჭირთ ამ თემაზე საუბარი. სინამდვილეში დაავადების განვითარებისაგან არავინაა დაზღვეული, რადგან გამომწვევი ფაქტორები შესაძლებელია იყოს სხვადასხვა: სხეულის დაბერების პროცესი, მშობიარობა, მენოპაუზა, სიმსუქნე, მშობიარობის შემდგომი დარღვევები მენჯის ფსკერზე, ქალის სასქესო ორგანოების მსუბუქი პროლაფსი და ჰისტერექტომიის შემდგომი პერიოდი ან სხვა.
"Emsella-ს" მკურნალობის მიზანიც სწორედ ესაა, რომ დაეხმაროს ნებისმიერ ადამიანს სხეულის აღდგენასა და ცხოვრების ხარისხის დაბრუნებაში. მკურნალობის ეს მეთოდი უკვე დანერგილია ევროპის ქვეყნებში და დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ინიციატივით, უკვე ქართველ პაციენტებსაც შეუძლიათ, საკუთარ თავზე გამოცადონ მკურნალობის დღესდღეობით ყველაზე ეფექტური მეთოდი (კვლევებით დასტურდება, რომ პაციენტების 95% სრული კურსის შემდეგ იღებს მდგომარეობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას).
"მარტივი, სასიამოვნო პროცედურა, რომელიც საკმაოდ კომფორტული და სრულიად უმტკივნეულოა" — სწორედ ასე დაახასიათეს ეს აპარატი, კახეთში დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის მიერ ორგანიზებულ პრეზენტაციაზე შეკრებილმა წამყვანმა სპეციალისტებმა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ შარდის შეუკავებლობა მხოლოდ ერთ-ერთია იმ პრობლემათაგან, რომელსაც ეს ინოვაციური მეთოდი შველის. იგი პაციენტებს ეხმარება ქრონიკული პროსტატიტის, სექსუალური დისფუნქციის, მშობიარობის შემდგომი დარღვევებისა თუ სხვა დაავადებების მკურნალობაში. ამ მეთოდის უპირატესობაა ისიც, რომ მკურნალობის კურსი არ საჭიროებს რეაბილიტაციის პერიოდს. თითოეული პროცედურის შემდეგ პაციენტს შეუძლია მომენტალურად დაუბრუნდეს ჩვეულ რეჟიმს და განაგრძოს ყოველდღიური საქმიანობა.
სწორედ ამ მიზეზების გამო, უცხოელი სპეციალისტები ადგილობრივ ექიმებთან ერთად თანხმდებიან, რომ "Emsella" არის უნიკალური შესაძლებლობა ქართველი პაციენტებისათვის დაახლოებით 3 კვირაში უარი უთხრან შარდის შეუკავებლობითა თუ სხვა გინეკოლოგიური, უროლოგიური და ნევროლოგიური დაავადებებით გამოწვეულ მუდმივ სტრესსა და დისკომფორტის შეგრძნებას. ეს ყველაფერი კი ადვილად ხელმისაწვდომი, კომფორტული და სასიამოვნო ინოვაციური სამკურნალო მეთოდის მეშვეობითაა შესაძლებელი.
დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი უკვე წლებია სამედიცინო სფეროში ინოვაციური მიდგომებითა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებით გამოირჩევა. სწორედ ინოვაციისკენ სწრაფვამ და პაციენტებისთვის უახლესი მეთოდების შეთავაზების სურვილმა განაპირობა, რომ დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში, პირველად საქართველოში ხელმისაწვდომია ეს უახლესი ტექნოლოგია, რომელიც გარდა შარდის შეუკავებლობისა, ეფექტურია გინეკოლოგიის, უროლოგიის, ნევროლოგიის და თერაპიული პრობლემების გადასაწყვეტად.
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
კომენტარები