რა ვიცით კომისიის წევრზე, რომლის თქმითაც, "ოცნების" სასარგებლოდ ხმების გაყალბებას აიძულებდნენ
იზა ჩირგაძეს, რომელიც საარჩევნო კომისიის წევრი იყო, უკვე ორი დღეა ვერ უკავშირდებიან. უცნობია, სად არის ქალი, რომელმაც პირველ ნოემბერს, სავარაუდოდ, ქართული ოცნების უკანონო დავალებებზე ისაუბრა. დღეს ტელეკომპანია ფორმულამ თქვა, რომ ის ერთ-ერთ სოფელში იმყოფება და ადგილობრივებმა დაინახეს.
პირველ ნოემბერს ქუთაისის 90-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრმა, იზა ჩირგაძემ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერთან, ხატია დეკანოიძესთან ერთად ბრიფინგი გამართა და ისაუბრა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნების სასარგებლოდ ხმების გაყალბებას აიძულებდნენ.
მან ბრიფინგზე თქვა, რომ არჩევნების დღეს მმართველი პარტიის წარმომადგენელი უკავშირდებოდა და ხმის მისაცემად სხვა პირადობებით მისული ადამიანების უბანზე შეშვებას სთხოვდა.
"ვცდილობდი, რომ გამეყალბებინა არჩევნები, მაძალებდა ქალბატონი ინგა. ქალბატონი ინგა არის ოცნების წარმომადგენელი. დამირეკა, რომ როცა ვინმე შემოვა, გაატარეო. არცერთი არ გავატარე, ორი შემთხვევა იყო ისეთი, რომ სრულიად არ ემთხვეოდა არცერთ მონაცემებს, უბრალოდ სახელი ემთხვეოდა, სხვა არაფერი. სხვა ადამიანი, სხვა პირადობით [შემოდიოდა], არ მოვაწერინე ხელი, გავუშვი ორივე", — ამბობდა ის.
მისივე განცხადებით, მას შემდეგ, რაც ეს ადამიანები უბანზე არ შეუშვა, ისევ დაურეკეს და უთხრეს, რომ მოთხოვნა შეესრულებინა, თუმცა სხვებიც არ გაატარა.
როგორც ჩირგაძემ აღნიშნა, ის 31 ოქტომბრის საღამოს უბანზე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს დაუკავშირდა, უთხრა, რომ ზეწოლას განიცდიდა და დახმარება სთხოვა.
ადამიანი, ვისაც იზა დაუკავშირდა, მარიამ ნემსაძეა. ის ამბობს, რომ ჩირგაძემ 31 ოქტომბერს საღამოს დაურეკა და მეორე დღეს ქუთაისში McDonald's-ის შენობასთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რათა ნაციონალური მოძრაობის შტაბისკენ წასულიყვნენ. თუმცა მისი თქმით, იქ მისულებს ადგილზე ქართული ოცნების წარმომადგენლები დახვდნენ და იზა ჩირგაძის წაყვანა სცადეს. ნემსაძე ვარაუდობს, რომ მათი სატელეფონო საუბარი ისმინებოდა.
"სატელეფონო კომუნიკაციის დროს აშკარა იყო, რომ მისმენდნენ, ჩემი ხმა მიბრუნდებოდა უკან. ვუთხარი [იზას], რომ სადღაც 15 წუთში ვიქნები ქუთაისში და McDonald's-ის შენობაში დამელოდე-მეთქი. სადღაც ორ წუთში მირეკავს იზა ისევ მე, მეუბნებიან [ქართული ოცნების წარმომადგენლები], რომ McDonald's-თან ვართ მოსული და ახლავე გამოდი, უნდა წამოგვყვე ოცნების შტაბშიო", — აღნიშნა მან.
მისი თქმით, ჩირგაძე, კვალის აბნევის მიზნით, სავაჭრო ცენტრ გრანდმოლში შევიდა. ნემსაძის განცხადებით, მოგვიანებით იქ მისულს ქართული ოცნების ის წარმომადგენლები დახვდნენ, რომლებიც არჩევნების დღეს უბანზეც იმყოფებოდნენ.
"გავექანე იზასკენ, რომ არ წაერთმიათ ჩვენთვის. ვიცოდი, რისთვისაც იყვნენ მოსულები. მოვახერხეთ იმდენი, რომ ჩემს კუთვნილ ავტომობილთან მივედით და ჩავიჯინეთ", — აცხადებს ნემსაძე.
კომისიის წევრის თქმით, ქართული ოცნების წარმომადგენლები მანქანასთან პოლიციელებთან ერთად მივიდნენ და იზას სთხოვდნენ, რომ გაჰყოლოდა. თავად ჩირგაძის თქმითაც, ისინი პოლიციას ეუბნებოდნენ, რომ ის მანქანაში მისი ნების საწინააღმდეგოდ იჯდა.
"საპატრულო პოლიციის დაცვის უფროსებს ისეთი ულტიმატუმი მიუყენა, რომ თითქოს მომიტაცეს. ვუთხარი, არავის არ მოვუტაცებივარ, ჩემი ნებით, სურვილით ჩავჯექი მანქანში-მეთქი", — განაცხადა მან.
სწორედ ამ ინციდენტის შემდეგ გამართეს ბრიფინგი ნაციონალური მოძრაობის შტაბში, სადაც ჩირგაძემ აღნიშნა, რომ ზეწოლას განიცდიდა არა მხოლოდ ის, არამედ მისი ოჯახის წვერებიც. როგორც მან თქვა, ეს ადამიანები მისული იყვნენ ოჯახში და დაურეკეს მის დასაც. ჩირგაძის თქმით, მათ უკავშირდებოდა ქართული ოცნების წარმომადგენელი, ვინმე ირმა.
"ჩემს დას უთხრეს, რომ შენი და არის ძალიან დიდ საფრთხეშიო. ჩემი და, რა თქმა უნდა, დამიკავშირდა, ცოტა დაძაბული იყო და შეშინებული. მითხრა, შენი ქმრის ტელეფონის ნომერსაც ითხოვდნენ და მე არ მივაწოდეო", — თქვა მან.
გვიან ღამით, გირჩი — მეტი თავისუფლების წევრმა, იმედა კლდიაშვილმა მომხდარი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან გააპროტესტა. ის ადგილზე მანქანით მივიდა და Facebook-ის პირდაპირ ეთერში ისაუბრა, რომ განცხადების გაკეთების შემდეგ სახელმწიფო უწყებებმა იზა ჩირგაძე დააშინეს, რის გამოც ის კომენტარს აღარ აკეთებდა. კლდიაშვილი იმავე ღამეს სუს-ის შენობასთან დააკავეს და გუშინ 2 000-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
პრესკონფერენციის მეორე დღეს, 2 ნოემბერს, ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ მთავარი არხის ეთერში თქვა, რომ მას შემდეგ, რაც პირველ ნოემბერს იზა ჩირგაძე მათი შტაბიდან სახლში წავიდა, მასთან დაკავშირება ვეღარ ხერხდება. დეკანოიძის თქმით, დაგეგმილი იყო, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციის, ასევე სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლებთან შეხვედრა. მისივე განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმირებულია სახალხო დამცველიც.
2 ნოემბერს განცხადება გაავრცელა სამართლიანმა არჩევნებმაც. ორგანიზაციამ მზადყოფნა გამოთქვა, დაიცვას იზა ჩირგაძის უფლებები და აღნიშნა, რომ მასთან დაკავშირებას 2 ნოემბრის დილიდან ვეღარ ახერხებედნენ.
ISFED მიიჩნევს, რომ ჩირგაძისა და მისი ოჯახის უსაფრთხოებასა და ზეწოლისგან თავისუფალი გარემოს უზრუნველყოფაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ სამართალდამცავ ორგანოებს. მათ მოუწოდეს შესაბამის უწყებებს, დროულად გამოიძიონ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის მიერ გაჟღერებული დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტები და მიიღონ დროული ზომები იზა ჩირგაძეზე სავარაუდო ზეწოლის აღსაკვეთად.
უკვე დღეს, 3 ნოემბერს ფორმულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იზა ჩირგაძე ერთ-ერთ სოფელში იმყოფება. მედია სოფლის დასახელებას არ ასაჯაროებს და მეზობლებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ჩირგაძე იქ, სავარაუდოდ, ოჯახთან ერთად არის.
მთავარი არხის განცხადებით კი, სავარაუდოდ, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული სამართალდამცველები დღეს იზა ჩირგაძის საცხოვრებელ სახლთან იმყოფებოდნენ. On.ge აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა მათგან კითხვებზე პასუხი არ მიგვიღია.
რაც შეეხება ქართული ოცნების პოზიციას, მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, იზა ჩირგაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მან მოუწოდა მედიას, დაინტერესდნენ, რატომ გაახსენდა ჩირგაძეს ეს "მესამე დღეს", ნაცვლად იმისა, რომ იმავე დღეს გაეპროტესტებინა. მას მალევე უპასუხა ხატია დეკანოიძემ და თქვა, რომ მდინარეძე იტყუება და იზა ჩირგაძემ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს არჩევნების პროცესშივე მიმართა.
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
კომენტარები