იზა ჩირგაძე ამბობს, რომ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია და სოფელში ნათესავის დასახმარებლად წავიდა
პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ, ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრი, იზა ჩირგაძე, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები და ახლობლები მესამე დღეა ეძებდნენ, მედიასთან პირველად გამოჩნდა და განაცხადა, რომ ის არანაირი საფრთხის წინაშე არ ყოფილა. მისივე თქმით, მუქარას ადგილი არ ჰქონია და სოფელში ნათესავის დასამხარებლად იყო ჩასული.
"არანაირი საფრთხის წინაშე არ ვიყავი. ყველაფერი იყო ნორმაზე, არანაირი დამუქრება, არანაირი ზეწოლა, არანაირი გატაცება. ვიყავი ოჯახის წევრებთან ერთად. სოფელში ვიყავი, ნათესავთან დროებით ჩასული, მოხმარება სჭირდებოდა და მოვეხმარე სოფელში", — ამბობს ის.
კითხვაზე, თუ რატომ ჰქონდა ტელეფონი გათიშული, ჩირგაძე პასუხობს, რომ არ უნდოდა ვინმეს შეეწუხებინა, მათ შორის არც ოჯახის წევრებს.
"გავთიშე ტელეფონი, იმიტომ, რომ არ მინდოდა ვინმეს შევეწუხებინე, ან ნათესავებს, ან ახლობლებს, ან უცხოებს, საერთოდ გავწყვიტე კონტაქტი ყველასთან", — აცხადებს ჩირგაძე.
ჩირგაძე აღნიშნავს, რომ მას არჩევნების გაყალბების იძულებაზე გაკეთებული განცხადების გაკეთების შემდეგ არავინ დაკავშირებია და ვერ დაუკავშირდებოდნენ, რადგან ტელეფონი გამორთული ჰქონდა. ხოლო, შეკითხვაზე, რა მიზნით დაიბარეს ის პოლიციაში დაკითხვაზე და რითი დაინტერესდა გამოძიება, ჩირგაძე ასე პასუხობს:
"მეც ძალიან ანერვიულებული ვიყავი, თავისთავად ყველა ასე იქნებოდა და ანერვიულების ფონზე და ესეთ სიტუაციაში ყველა ადამიანი ასე მოიქცეოდა და ამის გამო".
პირველ ნოემბერს იზა ჩირგაძემ განაცხადა, რომ ქართული ოცნების წარმომადგენელი მმართველი პარტიის სასარგებლოდ ხმების გაყალბებას აიძულებდა. მისი თქმით, ეს არ გაუკეთებია, რის შემდეგაც მასზე ზეწოლას ახდენდნენ, ის კი ენმ-ს დაუკავშირდა და მომხდარის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. 2 ნოემბერს, პრესკონფერენციის მეორე დღეს, ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ ჩირგაძეს ვეღარ უკავშირდებოდა. მოგვიანებით, განცხადება გაავრცელა არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-მაც, რომელმაც მისი უფლებების დაცვის მზაობა გამოთქვა, თუმცა, ორგანიზაციაში ამბობდნენ, რომ დილიდან მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებდნენ.
დღეს, 3 ნოემბერს ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩირგაძე ერთ-ერთ სოფელში იმყოფებოდა. ნაციონალური მოძრაობის წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, ამ ცნობის გავრცელების შემდეგ, ის კომისიის წევრთან საუბარს აპირებდა, ამის შესახებ კი სატელეფონო საუბარში თავის მეგობრებს უთხრა. დეკანოიძე აღნიშნავს, რომ მოგვიანებით, მეზობლებისგან ჩირგაძის პოლიციაში გადაყვანის შესახებ შეიტყო და ადგილზე მივიდა, თუმცა ჩირგაძე პოლიციის შენობიდან "გააპარეს". მისივე თქმით, პოლიციიდან გამოსვლის შემდეგ ჩირგაძესთან კომუნიკაცია მხოლოდ რუსთავი 2-სა და იმედის ჟურნალისტებმა შეძლეს.
გაიგე მეტი:
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები