სააკაშვილი უჩივის გულის ფრიალს, წინა კონსილიუმთან შედარებით ანალიზების შედეგები უარესია — ყიფშიძე
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ სააკაშვილი დღეს უფრო სუსტადაა და ის გულის ფრიალს უჩივის. ექიმის თქმით, წინა კოსილიუმთან შედარებით დღეს ჩატარებული ანალიზების შედეგები გაუარესებულია.
"დღეს მივიღეთ ტესტების პასუხი და გავიარეთ კონსილიუმთან სასიცოცხლო პარამეტრები. მინდა გითხრათ, რომ წინა კონსილიუმთან შედარებით, რომელიც იყო დაახლოებით 1 კვირის წინ, რეზულტატები უარესია. პრეზიდენტი უჩივის გულის ფრიალს, უფრო მეტად სუსტია, ვიდრე ადრე იყო და ა.შ", — ამბობს ის.
ექიმი, ასევე, ამბობს, რომ სააკაშვილმა უკვე მისი წონის 10% დაიკლო, რაც საკმაოდ საშიშია.
"გადავწყვიტეთ, რომ შემდეგი კონსილიუმი დავნიშნოთ ზეგ, პარასკევს, იმიტომ, რომ უფრო ხშირად დავაკვირდეთ. იმიტომ, რომ ახლა შევდივართ უფრო მძიმე ფაზაში, რადგან პრეზიდენტმა დაიკლო უკვე 10% მისი წონის, რაც საკმაოდ საშიშია", — განაცხადა ყიფშიძემ.
სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს, ამიტომ საპატიმროში გადაყვანის შემდეგ შიმშილობა დაიწყო და უკვე 34 დღეა შიმშილობს. მისი პირადი ექიმი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტს ექიმების მეთვალყურეობა სჭირდება და საჭიროა კლინიკაში გადაყვანა. პენიტენციური სამსახური სააკაშვილს მხოლოდ ციხის კლინიკაში გადაყვანას სთავაზობს, ის უარზეა.
პოლიტიკური პარტიები, ორგანიზაციები, სამედიცინო მუშაკები ხელისუფლებას მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისკენ მოუწოდებენ. თუმცა სამთავრობო გუნდის განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილია ყველა პირობა იმისთვის, რომ პატიმარს უმკურნალონ და ყველა პატიმარს ერთნაირად ექცევიან, ამიტომ სააკაშვილი გამონაკლისი არ იქნება. ექსპრეზიდენტი კი ამბობს, რომ როგორიც არ უნდა იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ციხის საავადმყოფოში გადაყვანა არ სურს.
მისი მონიტორინგისთვის შექმნილი კონსილიუმი თანხმდება, რომ საჭიროების შემთხვევაში, ექსპრეზიდენტი მრავალპროფილურ, მაღალი კლასის კლინიკაში უნდა გადაიყვანონ. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ციხის საავადმყოფო სრულად არ შეესაბამება ამ რეკომენდაციებს და არსებობს რისკები სააკაშვილის უსაფრთხოებაზეც.
პრემიერმინისტრი ექსპრეზიდენტის შიმშილობას დიეტას უწოდებს და იმეორებს, რომ ამაზე საუბარი არ უნდა, თუმცა, მაინც საუბრობს. სწორედ ერთ-ერთი ასეთი განცხადების დროს მან აღნიშნა, რომ ადამიანებს თვითმკვლელობის უფლება აქვთ და სახელმწიფო ამაზე ვერ აიღებს პასუხისმგებლობას. კრიტიკის შემდეგ მან თავისივე სიტყვები უარყო და ამტკიცებდა, რომ არა თვითმკვლელობა, არამედ შიმშილობა იგულისხმა. ამ თემზე ირონიულად საუბრობენ მმართველი გუნდის სხვა წევრებიც. მაგალითად, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ მოშიმშილე 40 დღე ძლებს და 41-ე დღეს ელოდებიან და სჯერათ, რომ სააკაშვილი ჯანსაღად იქნება. მანვე აღნიშნა, რომ 40 დღე ადამიანი რომ იშიმშილებს და კიდევ კარგად იქნება, ე.ი "სხვა რაღაცაშია საქმე".
პროტესტის ნიშნად სააკაშვილმა უარი თქვა ნებისმიერ სამედიცინო დახმარებასა და ტესტების გაკეთებაზე. თუმცა დღეს, 3 ნოემბერს მისმა ექიმმა განაცხადა, რომ ის თავს სუსტად გრძნობს და ანალიზების გაკეთებაზე დაითანხმეს.
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები