სუს-ის განცხადება პოლიტიკური მუქარის განცდას აჩენს — სოციალური სამართლიანობის ცენტრი
სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება რევოლუციურ მოწოდებებზე პოლიტიკური მუქარის განცდას აჩენს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ უწყების დაანონსებული გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე, არის მცდელობა, არსებული პოლიტიკური უკმაყოფილებისა და მათი გამოხატვის კრიმინალიზება დაუშვას.
მათი თქმით, სუს-ის განცხადება აძლიერებს ეჭვებს უსაფრთხოების სისტემის პოლიტიკური და პარტიული ინტერესით ინსტრუმენტალიზების თაობაზე.
"სუს-ის მიერ ციტირებული სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლი, მოითხოვს ხელისუფლების დამხობისა და ხელი ჩაგდების მიზნით ძალადობის ელემენტის/ტესტის არსებობას და მის გარეშე შეუძლებელია დანაშაულს ჰქონდეს ადგილი.
ამ დრომდე სხვადასხვა პოლიტიკური აქტორის მიერ გაკეთებული განცხადებები უფრო მეტად პოლიტიკური ცვლილებისკენ მიმართულ სხვადასხვა განცხადებას უკავშირდება, რომელიც არ გადის გამოხატვის თავისუფლებით დაცული სფეროდან. მით უფრო, რომ პოლიტიკური გამოხატვა მაღალი სტანდარტებით არის დაცული და მისი კრიმინალიზება დემოკრატიული პროცესებისთვის დამაზიანებელია", — ნათქვამია განცხადებაში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აღნიშნავს, რომ სუს-ის მხრიდან მსგავსი გამოძიების დაანონსება არ არის სიახლე და სხვადასხვა დროს უწყება აკეთებდა ე.წ. პრევენციულ განცხადებებს. ორგანიზაციის შეფასებით, მსგავსი განცხადებების მიზანი რეალურად საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირება, ან არსებული საპროტესტო მუხტის შესუსტებაა.
"მკაფიოა, რომ არსებულ რთულ პოლიტიკურ კონტექსტში, ხელისუფლება პოლიტიკური დიალოგის და საზოგადოებრივი კონსოლიდაციის ნაცვლად, კვლავაც ირჩევს დასჯისა და კონტროლის ენას, რომელიც იმთავითვე გამორიცხავს შექმნილი მდგომარეობიდან კონსტრუქციული დიალოგის გზით გამოსვლის პერსპექტივას", — ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაცია მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს:
- მიაწოდოს საზოგადოებას, რა კონკრეტული ფაქტების და გარემოებების ირგვლივ მიმდინარეობს გამოძიება ხელისუფლების შეთქმულების ფაქტზე;
- თავი შეიკავოს იმგვარი განცხადებების გაკეთებისგან, რომელსაც მსუსხავი ეფექტი ექნება გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებებზე;
- მთავრობას უარი თქვას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პარტიული მიზნებით ინსტრუმენტალიზებაზე და გადადგას ქმედითი ნაბიჯები პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსოლიდაციისკენ.
ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს საკუთარ სამოქმედო სტრატეგიებში გაითვალისწინოს სოციალური მშვიდობის დაცვის ინტერესი და არ დაუშვას ესკალაციის, სოციალური პოლარიზების შემქმნელი მცდელობები.
3 ნოემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომლითაც სოციალურ ქსელებში "რევოლუციურ მოწოდებებს" გამოეხმაურა და მოქალაქეები სასჯელზე გააფრთხილა.
სუს-ის მტკიცებით, ბოლო დროს სოციალურ ქსელებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში მოქალაქეები განზრახ თუ გაუცნობიერებლად პირდაპირ მოუწოდებენ თანამოაზრეებს "რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობისკენ, მათ შორის ძალადობრივი გზებით". ამის ფონზე უწყება აცხადებს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, მსგავსი მოწოდების შემცველი მასალის გავრცელება, ამავე მიზნით შეიარაღებული მოწოდება სისხლის სამართლის დანაშაულია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე.
მას შემდეგ რაც სუს-მა სოციალურ ქსელში რევოლუციური განწყობების შესახებ განცხადება გაავრცელა, მოქალაქეები პროტესტის ნიშნად სიტყვა "რევოლუციას" პოსტავენ.
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
კომენტარები