საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომას დაესწრო. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"დღეს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდა საკოორდინაციო საბჭოს, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის მისი მონაწილეობა. დღევანდელ საბჭოზე იყო მსჯელობა მწვანე საშვის კონცეფციასთან დაკავშირებით, ძირითადად ამას შეეხო. ყველა პარამეტრის, როგორც ადამიანის უფლებების კუთხით, ასევე, ფინანსური და ეკონომიკური ზეგავლენის კუთხით, ბიზნეს აქტივობაზე ზემოქმედების კუთხით. ყველა ამ მიმართულებით, გარკვეული საკითხები დაზუსტდება და ამ საკითხების განსახილველად საბჭო შეიკრიბება დამატებით", — განაცხადა მან.

3 ნოემბერს ზურაბიშვილის საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. პრეზიდენტმა ბრიფინგი "თავისუფლად ჩატარებული" არჩევნების შეჯამებით, შედეგებზე საუბრითა და მილოცვებით დაიწყო, შემდეგ კი პანდემიაზე, ვაქცინაციაზე და ამ საკითხისადმი ეკლესიის დამოკიდებულებაზე ისაუბრა. ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სავარაუდო საფრთხეები თითქმის 15-წუთიანი ბრიფინგის ბოლო საკითხი იყო.

გაიგეთ მეტი: