სასოწარკვეთილები ვართ, შვილს თვალწინ მიკლავენ — ალასანია ზელენსკის მიმართავს
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს და სააკაშვილის უკრაინაში დასაბრუნებლად დახმარებას სთხოვს. ალასანია ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, რომ მისი ერთადერთი იმედი ახლა უკრაინაა. ის ამბობს, რომ შიმშილობის 35-ე დღეს ნებისმიერ მომენტში შეიძლება ყველაფერი მოხდეს, ნებისმიერ მომენტში, თუმცა, მისივე თქმით, ეს არავის ანაღვლებს.
"მე მიშა სააკაშვილის დედა ვარ. ჩვენ სასოწარკვეთილ მდგომარეობაში ვართ. შვილს თვალწინ მიკლავენ. მინდა მივმართო პრეზიდენტ ზელენსკის, რომელიც არაერთხელ დაგვეხმარა. მაგრამ ახლა განსაკუთრებით გვჭირდება მისი მხარდაჭერა და დახმარება. საჭიროა ის როგორმე უკრაინაში გადმოვიყვანოთ, რათა აქ შესაბამისი მკურნალობა გაეწიოს და გადარჩეს. ერთადერთი მას ციხის საავადმყოფოში გადაყვანას სთავაზობენ, სადაც შესაბამი სპეციალისტები არ ჰყავთ და არანაირი პირობები არ აქვთ ასეთი პაციენტების მკურნალობისთვის", — ამბობს გიული ალასანია ვიდეომიმართვაში, რომელსაც სააკაშვილის გვერდი ავრცელებს.
სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს, ამიტომ საპატიმროში გადაყვანის შემდეგ შიმშილობა დაიწყო და უკვე 35 დღეა შიმშილობს. მისი პირადი ექიმი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტს ექიმების მეთვალყურეობა სჭირდება და საჭიროა კლინიკაში გადაყვანა. პენიტენციური სამსახური სააკაშვილს მხოლოდ ციხის კლინიკაში გადაყვანას სთავაზობს, ის უარზეა.
პროტესტის ნიშნად სააკაშვილმა უარი თქვა ნებისმიერ სამედიცინო დახმარებასა და ტესტების გაკეთებაზე. თუმცა დღეს, 3 ნოემბერს მისმა ექიმმა განაცხადა, რომ ის თავს სუსტად გრძნობს და ანალიზების გაკეთებაზე დაითანხმეს.
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს ქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
კომენტარები