ჯიშკარიანის თქმით, პენიტენციური ცდილობს, რომ სააკაშვილის ექსპერტიზაში მათი ჩართვა დროში გაწელოს
ცენტრი ემპათიას ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, პენიტენციური სამსახური ცდილობს, რომ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსპერტიზაში მათი ჩართვა დროში გაწელოს. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.
როგორც ის აღნიშნავს, ემპათიას მიმართვაზე, რომლითაც სამედიცინო შემოწმებისთვის ექსპერტთა ჯგუფის სააკაშვილთან დაშვებას ითხოვდნენ, გუშინ პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის, თამთა დემურიშვილისგან მიიღეს პასუხი, სადაც ის ჯანდაცვის სამინისტროში პერსონალური მონაცემების გადამოწმებისთვის ექსპერტთა თანხმობას ითხოვს.
"ჩვენ მივიღეთ არაადეკვატური პასუხი აღნიშნული დეპარტამენტისგან, რომლითაც ისინი ეჭვქეშ აეყენებენ ექსპერტთა კვალიფიკაციას, აცხადებენ, რომ მათ აქვთ უფლება, შეამოწმონ ექსპერტის კვალიფიკაცია. მოგახსენებთ, რომ აღნიშნული მოთხოვნები სცდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებს, საქართველოს კანონის თანახმად, პაციენტს აქვს უფლება, მოიწვიოს მკურნალი ექიმი და შეარჩიოს სამედიცინო დაწესებულება, ასევე, აქვს უფლება ალტერნატიული აზრი მოიწვიოს და მოითხოვოს ექსპერტიზა, მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ პაციენტებს", — განაცხადა ჯიშკარიანმა.
ჯიშკარიანის განცხადებით, გაუგებარია, რა მონაცემების გადამოწმებას სურს პენიტენიცურ დაწესებულებას, მაშინ, როცა მისი თქმით, დეპარტამენტისთვის სამედიცინო სერთიფიკატები უკვე წარდგენილი ჰქონდათ.
"პროფესიული საქმიანობის შესახებ ლიცენზია არის საჯარო. ეს ლიცენზია ჯანმრთელობის შესახებ კანონის თანახმად, განსაზღვრავს ჩვენი პროფესიული საქმიანობის ჩარჩოებს და შესაბამისად, არავის არ აქვს უფლება, მოითხოვოს კიდევ ერთი გადამოწმება ჩვენი პროფესიული საქმიანობის, ხოლო პირადი მონაცემების შესახებ ინფორმაციის რა მოცულობაზეა საუბარი და რატომ ან როგორ უნდა შეამოწმოს ჯანდაცვის სამინისტრომ, ჩვენთვის გაუგებარია", — აღნიშნა მან.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხს პროფესიულ საქმიანობაზე ზეწოლად განიხილავენ და აპირებენ მიმართონ სახალხო დამცველს. ემპათიის ხელმძღვანელმა, ასევე, განაცხადა, რომ მიმართავენ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც და ამას გაასაჩივრებენ იუსტიციის მინისტრთანაც.
On.ge ცდილობს აღნიშნულზე პენიტენიცურ სამსახურთან დაკავშირებას. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს, ამიტომ საპატიმროში გადაყვანის შემდეგ შიმშილობა დაიწყო და უკვე 35-ე დღეა შიმშილობს. მისი პირადი ექიმი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტს ექიმების მეთვალყურეობა სჭირდება და საჭიროა კლინიკაში გადაყვანა. პენიტენციური სამსახური სააკაშვილს მხოლოდ ციხის კლინიკაში გადაყვანას სთავაზობს, ის უარზეა.
პოლიტიკური პარტიები, ორგანიზაციები, სამედიცინო მუშაკები ხელისუფლებას მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისკენ მოუწოდებენ. თუმცა სამთავრობო გუნდის განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილია ყველა პირობა იმისთვის, რომ პატიმარს უმკურნალონ და ყველა პატიმარს ერთნაირად ექცევიან, ამიტომ სააკაშვილი გამონაკლისი არ იქნება. ექსპრეზიდენტი კი ამბობს, რომ როგორიც არ უნდა იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ციხის საავადმყოფოში გადაყვანა არ სურს.
მისი მონიტორინგისთვის შექმნილი კონსილიუმი თანხმდება, რომ საჭიროების შემთხვევაში, ექსპრეზიდენტი მრავალპროფილურ, მაღალი კლასის კლინიკაში უნდა გადაიყვანონ. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ციხის საავადმყოფო სრულად არ შეესაბამება ამ რეკომენდაციებს და არსებობს რისკები სააკაშვილის უსაფრთხოებაზეც.
პრემიერმინისტრი ექსპრეზიდენტის შიმშილობას დიეტას უწოდებს და იმეორებს, რომ ამაზე საუბარი არ უნდა, თუმცა, მაინც საუბრობს. სწორედ ერთ-ერთი ასეთი განცხადების დროს მან აღნიშნა, რომ ადამიანებს თვითმკვლელობის უფლება აქვთ და სახელმწიფო ამაზე ვერ აიღებს პასუხისმგებლობას. კრიტიკის შემდეგ მან თავისივე სიტყვები უარყო და ამტკიცებდა, რომ არა თვითმკვლელობა, არამედ შიმშილობა იგულისხმა. ამ თემზე ირონიულად საუბრობენ მმართველი გუნდის სხვა წევრებიც. მაგალითად, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ მოშიმშილე 40 დღე ძლებს და 41-ე დღეს ელოდებიან და სჯერათ, რომ სააკაშვილი ჯანსაღად იქნება. მანვე აღნიშნა, რომ 40 დღე ადამიანი რომ იშიმშილებს და კიდევ კარგად იქნება, ე.ი "სხვა რაღაცაშია საქმე".
პროტესტის ნიშნად სააკაშვილმა უარი თქვა ნებისმიერ სამედიცინო დახმარებასა და ტესტების გაკეთებაზე. თუმცა დღეს, 3 ნოემბერს მისმა ექიმმა განაცხადა, რომ ის თავს სუსტად გრძნობს და ანალიზების გაკეთებაზე დაითანხმეს.
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
კომენტარები