ხელისუფლებაში თქვენი ყოფნის პერიოდი ყველაზე უარესია უცხოელი ინვესტორებისთვის — ფადი ასლის ღია წერილი ღარიბაშვილს
საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ფადი ასლი პრემიერმინისტრს ღია წერილით მიმართავს და აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი ყველაზე უარესია საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე უცხოელი ინვესტორებისთვის.
"ვერც კი ჩამოვთვლი რამდენი უცხოელი ინვესტორი იქნა შევიწროებული, მოტყუებული და რეკეტირებული თქვენი მთავრობის მიერ ან უბრალოდ ქვეყნიდან გაძევებული თქვენი უსაფრთხოების სამსახურის მიერ უსაფუძვლოდ გაუქმებული ბინადრობის მოწმობების საფუძველზე; აღარ ვახსენებ რიცხვს იმ უცხოელი ინვესტორებისა, რომლებსაც სასამართლოები სისტემატურად ატყუებდნენ თქვენი მთავრობის ინსტრუქტაჟით ან უფრო უარესი, კანონის წინაშე სრულიად დაუცველნი აღმოჩდნენ, რათა გამხდარიყვნენ მსხვერპლნი ზოგიერთი იმ ინდივიდისა, რომლებიც თქვენს მთავრობას არ სურს გაანაწყენოს, რომ შემდგომ ხმები არ დაკარგოს", — აღნიშნულია წერილში.
მისივე თქმით, უცხოელი ინვესტორების მიმართ პრემიერმინისტრის ქსენოფობიური პოლიტიკისა და მათდამი ცუდად მოპყრობის გამო, 9-წლიანი მმართველობის პერიოდში საქართველოს, როგორც უცხოელებისადმი კეთილგანწყობილისა და სტუმართმოყვარე ქვეყნის რეპუტაცია გაანადგურეს და მითად აქციეს.
"საქართველო, რომელიც რამდენიმე წლის წინ ცვლილებების, რეფორმებისა და პროგრესის მისაბაძი მაგალითი და შუქურა იყო, პოსტ-საბჭოთა დროის ბუნდოვან და წარუმატებელ რესპუბლიკას ემსგავსება.
კრიმინალმა შევარდნაძის დროინდელ ნიშნულს მიაღწია; დღე არ გავა, რომ ვიღაც არ მოკლან ან დაჭრან. მხოლოდ ბოლო სამ თვეში, ხუთი უცხოელი მოკლეს; ხალხი თავს უსაფრთხოდ აღარ გრძნობს და ზოგიერთ უბანში ღამით სიარულიც კი საშიში გახდა", — ამბობს ის.
ფადი ასლის განცხადებით, ამ პერიოდში ეკონომიკა ნაწილებად დაიშალა, საქართველოს მშპ დოლარში 2012 წლის ნიშნულამდე დაეცა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების 9 წლის შემდეგ ქვეყანას იმაზე მეტი დოვლათი შეუქმნია, ვიდრე წინა მთავრობისგან მიიღო.
"ამასობაში ამავე პერიოდში, ეროვნულმა ვალუტამ მისი ღირებულების თითქმის ნახევარი დაკარგა და ინფლაციამ უპრეცედენტო ნიშნულს მიაღწია, რაც მოსახლეობის უფრო დიდ ნაწილს სიღარიბისკენ მიაქანებს. მხოლოდ ბოლო 2 წელიწადში, ასობით ათასმა ადამიანმა დაკარგა სამსახური. ე.წ "გრინფილდ" ინვესტიციები აღარ არსებობს და არც ერთ სერიოზულ უცხოელ ინვესტორს არ მოუნდება საქართველოსთან დაახლოება", — ამბობს ის.
ასლი აცხადებს, რომ იმ წუთიდან, როცა ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ, გაანადგურეს ყველა ის ბიზნესი, რომელიც წინა მთავრობასთან იყო ასოცირებული, ამას კი ათასობით ადამიანის უმუშევრობა და ეკონომიკაზე დარტყმა მოჰყვა.
"ყოფილ ჩინოვნიკებს ბრალი ხელოვნურად შექმნილი ბრალდებების საფუძველზე წაუყენეთ და აიძულეთ ქვეყნიდან გაქცევა.
მილიარდობით დოლარი ისესხეთ და ქვეყანა ვალებში ჩაძირეთ იმ სტერილური და უსარგებლო სოციალური პროგრამის დაფინანსებით, რომელთა უმეტესობაც წარუმატებელი აღმოჩნდა, თუმცა ერთი მიზანი ჰქონდა, რომ გესიამოვნებინათ მოსახლეობა და მათი მხარდაჭერა მოგეპოვებინათ, რათა ხელისუფლებაში დარჩენილიყავით, თუმცა ეს ყველაფერი ქართველების კეთილდღეობის ხარჯზე; ეს ყველაფერი ყველანაირი ანგარიშვალდებულების გარეშე, რადგანაც ამ უსარგებლო პროგრამების ფასს თქვენი მთავრობა კი არა, არამედ მომავალი მთავრობები გადაიხდიან", — აღნიშნულია წერილში.
მისივე განცხადებით, ქართული ოცნების მთავრობამ სასამართლო, პროკურატურა სრულად მოისყიდა, ხოლო მოსამართლეები და პროკურორები მათი მხარდამჭერების ინტერესების გამტარებელ მორჩილ მონებად აქცია.
"მოკლედ რომ ვთქვათ, თქვენ მიიტაცეთ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი და ქვეყანა ბიძინა ივანიშვილის დიქტატურად აქციეთ.
თქვენი მთავრობის დროს, ნეპოტიზმმა ახალი სიმაღლეები დაიპყრო; ადმინისტრაციაში ათასობით გამოუსადეგარი თქვენი მხარდამჭერი ხალხი დაასაქმეთ, გადასახადების გადამხდელების ხარჯზე ხელოვნურად ქმნით სამუშაო ადგილებს, ეს კი სახელმწიფო ბიუჯეტს უდიდეს ტვირთად აწვება, თუმცა დარწმუნებულნი ხართ, რომ ეს ხალხი და მათი ოჯახის წევრები ყოველთვის მისცემს თქვენს პარტიას ხმას", — ვკითხულობთ ღია წერილში.
ფადი ასლი აღნიშნავს, რომ ქართული ოცნების მთავრობა ყოველდღე ატყუებს საქართველოს მოსახლეობას, მაგრამ ყველაზე უფრო საშიშია ის, რომ მათ მოატყუეს აშშ და ევროპის ადმინისტრაციები ვალდებულებებისა და დაპირებების შეუსრულებლობით, ამით კი საქართველოს სანდოობა მინიმუმამდე დაიყვანეს.
"მოკლედ რომ ვთქვათ, თქვენი პოლიტიკა და ქმედებები წარმოადგენს ყველაფერ იმას, რასაც დასავლეთი და საერთაშორისო სავაჭრო პალატა ეწინააღმდეგება.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ თქვენი მთავრობა ყველაზე უარესია, რაც კი საქართველოს ათწლეულების მანძილზე ჰყოლია, შევარდნაძის მთავრობაზე უარესიც კი, რადგან თუ შევარდნაძემ ყველა მისი მცდელობის მიუხედავად ქვეყნის წინ წაყვანა ვერ შეძლო, სამაგიეროდ თქვენმა მთავრობამ ქვეყანა დრამატულად უკან დახია.
თქვენი კოლეგები ყოველდღიურად კვებავენ და ამწვავებენ პოლარიზაციას ქვეყანაში, განსაკუთრებით მინდა ვახსენო თქვენი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, რომელიც ყოველი მისი გამოსვლით განხეთქილებას, უთანხმოებასა და სიძულვილს თესავს.
როგორც ყველა დიქტატორს სწამს მტკიცედ, თქვენი პარტიის ხელძღვანელობასაც ასევე სჯერა, რომ ხელისუფლებაში სამუდამოდ იქნება", — ამბობს ის.
ასლი მოუწოდებს მთავრობას, რომ დაუყოვნებლივ გამოაცხადოს საყოველთაო პოლიტიკური ამნისტია, გაათავისუფლონ ყ=პოლიტიკური პატიმრები, მაშინაც კი თუ მათ სწამთ, რომ ისინი დამნაშავეები არიან.
"თქვენი მთავრობის ლიდერებს კიდევ აქვთ უკანასკნელი შანსი მდგომარეობა გამოასწორონ, თავი გადაირჩინონ და ქვეყანაც გადაარჩინონ, ვიდრე ყველაფერი უკონტროლო გამხდარა. მხოლოდ დაუყოვნებლივ ეროვნულ შერიგებას შეუძლია შეაჩეროს საზოგადოების დეზინტეგრაცია, ძალადობა და ეკონომიკური კოლაფსი.
დაუყოვნებლივ გამოაცხადეთ საყოველთაო პოლიტიკური ამნისტია, გაათავისუფლეთ ყველა პოლიტიკური პატიმარი, მაშინაც კი თუ გწამთ, რომ ისინი დამნაშავეები არიან, ყოფილ მაღალჩინოსნებს მოუხსენით ბრალი, ხოლო დევნილ ყოფილ მაღალჩინოსნებს მიეცით ქვეყანაში დაუბრკოლებლად დაბრუნების საშუალება; ეს ამნისტია ასევე შეეხება თქვენს მთავრობას იმ დანაშაულებებისთვის, რომლებიც სავარაუდოდ ჩაიდინეთ თქვენი ცხრა წლიანი მმართველობის პერიოდში, შურისძიებისა და კონტრ-შურისძიების ეს დაუსრულებელი ციკლი შეწყდება და ყველა პარტია საბოლოოდ შეძლებს ერთობლივად ქვეყნის კონსტრუქციულად შენებას", — აღნიშნულია წერილში.
ფადი ასლი, ასევე, აცხადებს, რომ თუ აღნიშნული ღია წერილით მას, ბიძინა ივანიშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს შეურაცხყოფა მიაყენა, მასზე შურისძიება არ მოერიდოთ.
"და ახლა თუ მე ამ წერილით შეურაცხყოფა მოგაყენეთ, შეურაცხყოფა მივაყენე ბ-ნ ივანიშვილს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, თქვენი პარტიის წევრებსა და თქვენს მხარდამჭერებს, არ მოგერიდოთ ჩემზე შურისძიება ისე, როგორც თქვენ ჩათვლით სწორად, გნებავთ ჩემი შევიწროვებით, ყალბი ბრალდებების საფუძველზე ჩემი დაკავებით, ქუჩაში ჩემი ცემით, ან ჩემი მოკვლით; გულწრფელად გითხრათ, ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე, ეს ყველაზე ნაკლებად მადარდებს", — ვკითხულობთ ღია წერილში.
-
გადახედვაომბუდსმენი: ჩვენი წარმომადგენლები თბილისსა და ბათუმში დაკავებულების სანახავად მიდიან ომბუდსმენი: ჩვენი წარმომადგენლები თბილისსა და ბათუმში დაკავებულების სანახავად მიდიან
-
გადახედვარუსთაველზე დაკავებული გია ჯვარშეიშვილი ალადაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი რუსთაველზე დაკავებული გია ჯვარშეიშვილი ალადაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი
-
გადახედვამედია ომბუდსმენი: დაუყოვნებლივ ვითხოვთ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას მედია ომბუდსმენი: დაუყოვნებლივ ვითხოვთ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას
-
გადახედვაბათუმში, საპროტესტო აქციაზე "ბათუმელების" დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი დააკავეს ბათუმში, საპროტესტო აქციაზე "ბათუმელების" დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი დააკავეს
-
გადახედვასაია: 8 პირის საქმეზე აღკვეთი ღონისძიებების გადასინჯვის სხდომა სამართლიანი სასამართლოს უფლების უხეში დარღვევით წარიმართა საია: 8 პირის საქმეზე აღკვეთი ღონისძიებების გადასინჯვის სხდომა სამართლიანი სასამართლოს უფლების უხეში დარღვევით წარიმართა
-
გადახედვადოიაშვილი: მოვითხოვთ ანდრო ჭიჭინაძის გამოშვებას 20 იანვრამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, გადავალთ მოქმედებაზე დოიაშვილი: მოვითხოვთ ანდრო ჭიჭინაძის გამოშვებას 20 იანვრამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, გადავალთ მოქმედებაზე
-
გადახედვაბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ერთი პირი დააკავეს ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ერთი პირი დააკავეს
-
გადახედვააქციის 45-ე დღე — პარლამენტთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან აქციის 45-ე დღე — პარლამენტთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაადვოკატი: სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ადვოკატი: სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე
-
გადახედვასაპროტესტო აქციების დროს დაკავებული რვავე პირი პატიმრობაში რჩება საპროტესტო აქციების დროს დაკავებული რვავე პირი პატიმრობაში რჩება
-
გადახედვასაპროტესტო აქციების დროს დაკავებული რვა პირის პატიმრობაში დატოვებას სასამართლოს ეზოში შეკრებილების ხმაური მოჰყვა საპროტესტო აქციების დროს დაკავებული რვა პირის პატიმრობაში დატოვებას სასამართლოს ეზოში შეკრებილების ხმაური მოჰყვა
-
გადახედვაონიანი: რაც სასამართლოში ხდება პირდაპირ არღვევს დაცვის უფლებას ონიანი: რაც სასამართლოში ხდება პირდაპირ არღვევს დაცვის უფლებას
-
გადახედვათბილისის საქალაქო სასამართლოს დერეფანში, დარბაზთან, სადაც აქციებზე დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი განახლდა, ხმაური იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს დერეფანში, დარბაზთან, სადაც აქციებზე დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი განახლდა, ხმაური იყო
-
გადახედვასაია: მოვუწოდებთ მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძეს, შეწყვიტოს დაკავებულების უფლებების დარღვევა საია: მოვუწოდებთ მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძეს, შეწყვიტოს დაკავებულების უფლებების დარღვევა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: დღეს საქართველოში ორი მხარე არ არსებობს, არსებობს რეჟიმი და არსებობს საზოგადოება სალომე ზურაბიშვილი: დღეს საქართველოში ორი მხარე არ არსებობს, არსებობს რეჟიმი და არსებობს საზოგადოება
-
გადახედვაზურაბიშვილი: არ არის საკმარისი რომ ვიძახოთ არჩევნები, არჩევნებს უნდა მზადება ზურაბიშვილი: არ არის საკმარისი რომ ვიძახოთ არჩევნები, არჩევნებს უნდა მზადება
-
გადახედვაოკუპირებულ სოხუმში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა ოკუპირებულ სოხუმში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
-
გადახედვავასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი: დღეს ჩვენი სამხატვრო ხელმძღვანელი დასთან ერთად საგანგებო განცხადებას გააკეთებს! ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი: დღეს ჩვენი სამხატვრო ხელმძღვანელი დასთან ერთად საგანგებო განცხადებას გააკეთებს!
-
გადახედვაBBC: აშშ-ის უზენაესი სასამართლო TikTok-ის აკრძალვას ემხრობა BBC: აშშ-ის უზენაესი სასამართლო TikTok-ის აკრძალვას ემხრობა
-
გადახედვაპროკურატურა პროევროპული აქციებისას დაკავებული 5 ახალგაზრდისთვის სახაზინო ადვოკატს ითხოვს — ბოლო ცნობა სასამართლოდან პროკურატურა პროევროპული აქციებისას დაკავებული 5 ახალგაზრდისთვის სახაზინო ადვოკატს ითხოვს — ბოლო ცნობა სასამართლოდან
-
გადახედვაNYT: ტრამპის მრჩევლები ეძებენ ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ დაავადებას, რათა მექსიკის საზღვრის დახურვა გაამართლონ NYT: ტრამპის მრჩევლები ეძებენ ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ დაავადებას, რათა მექსიკის საზღვრის დახურვა გაამართლონ
კომენტარები