გეი კოცნის სცენის გამო მარველის Eternals რამდენიმე ქვეყანამ აკრძალა
მსოფლიოს გავლენიანი მედიები, მათ შორის, The Hollywood Reporter წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მარველის ახალ ფილმ Eternals-ს საუდის არაბეთში, ქუვეითსა და კატარში არ აჩვენებენ. ამის მიზეზად წყაროები გეი კოცნის სცენას ასახელებენ, რომლის ამოჭრასაც დისნეი არ დათანხმდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დისნეის ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
Eternals მარველის სამყაროში პირველი ფილმია, რომელშიც გეი კოცნაა ნაჩვენები. ფილმში ერთმანეთს ფასტოსი და ბენი კოცნიან.
აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთში, ქუვეითსა და კატარში ჰომოსექსუალური ურთიერთობა ოფიციალურადაა აკრძალული. საუდის არაბეთსა და კატარში სასჯელის სახით სიკვდილით დასჯაც კია გათვალისწინებული.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ჩამოთვლილ ქვეყნებში ფილმი გეი სცენის გამო აკრძალეს. 2020 წელს პიქსარის ანიმაცია Onward მხოლოდ იმის გამო აიკრძალა, რომ ერთ-ერთი სცენა ლესბოსელ წყვილზე მიუთითებდა.
Eternals-ის ოსკაროსანმა რეჟისორმა ქლოა ჭაომ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ არ უნდოდა, ფილმის რომელიმე სცენა ცენზურის გამო ამოეჭრათ. რეჟისორის თქმით, ამ საკითხზე მასსა და მარველს ერთნაირი მოსაზრება ჰქონდათ.
Eternals განსაკუთრებული ძალების მქონე უკვდავი ხალხის ისტორიას მოგვითხრობს, რომლებიც დედამიწაზე ათასობით წელია საიდუმლოდ ცხოვრობენ. ფილმში ისეთი ვარსკვლავები მონაწილეობენ, როგორებიც არიან ანჯელინა ჯოლი, ჯემა ჩანი, რიჩარდ მადენი, სელმა ჰაიეკი, კიტ ჰარინგტონი და სხვები. ფილმის ქართული პრემიერა კინოთეატრებში 4 ნოემბერს შედგა.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
კომენტარები