დაკოტა ჯონსონმა "Cancel Culture"-ის (ძირითადად სოციალურ ქსელებში გამოყენებული პრაქტიკა, რომლის მიზანიც ცნობილი ადამიანისთვის რაიმე ქმედების ან მოსაზრებების გამო ბოიკოტის გამოცხადება და მისი კარიერის დასრულებაა) პრაქტიკა გააკრიტიკა და მსახიობი კაცები, ვისთანაც ერთად საერთო ფილმებში უთამაშია, დაიცვა.

Hollywood Reporter-თან საუბრისას მსახიობს კომენტარის გაკეთება სთხოვეს ყოფილი თანამშრომლების — ჯონი დეპის, არმი ჰამერისა და შაია ლაბაფის შესახებ, რომლებიც ბოლო პერიოდში ძალადობაში საჯაროდ დაადანაშაულეს.

ჯონსონმა ის "საოცარი გამოცდილება" გაიხსენა, რომელიც ჯონი დეპთა, არმი ჰამერთან და შაია ლაბაფთან აკავშირებს. სამივე მსახიობს ძალადობაში სდებენ ბრალს, მაგრამ ისინი ბრალდებებს დღემდე უარყოფენ.

ფოტო: Getty Images

დაკოტა 2019 წელს შაია ლაბაფთან ერთად ფილმში The Peanut Butter Falcon მონაწილეობდა. ლაბაფს დამქირავებელი სააგენტოს დატოვება მას შემდეგ მოუხდა, რაც 2020 წლის ბოლოს ყოფილმა პარტნიორმა და მუსიკოსმა FKA Twigs-მა მსახიობი ემოციურ და ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა და სასამართლოში შეიტანა სარჩელი. ლაბაფი ამ ბრალდებებს უარყოფს.

ფოტო: Getty Images

უფრო მძიმე ბრალდებებია არმი ჰამერთან დაკავშირებით, რომელიც დაკოტასთან ერთად ფილმებში Wounds და The Social Network იღებდა მონაწილეობას. იმ შეტყობინებების გამო, რომლებშიც გაუპატიურება, კანიბალიზმი და ძალადობა იკითხება, ჰამერს ქალზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. თავად მსახიობი მსგავს შემთხვევებს კატეგორიულად გამორიცხავს.

ფოტო: Getty Images

რაც შეეხება ჯონი დეპს, მის ირგვლივაც დიდი სკანდალია, რადგან ის და ყოფილი ცოლი, ამბერ ჰერდი ერთმანეთს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ: ჯონი დეპმა ბრიტანულ სასამართლოში ერთი დავა წააგო, თუმცა სასამართლო განხილვები გრძელდება ამერიკაში.

დაკოტა აღნიშნავს, რომ ასეთი ბრალდებების გამო თაყვანისმცემელთა იმედგაცრუება და კარიერის დანგრევა ძალიან "სევდიანია". მან ასევე დასძინა, რომ ამ კაცებთან დიდი ხნის განმავლობაში უწევდა მუშაობდა და რაიმე სახის შეურაცხყოფას ვერც კი იხსენებს.

"ამ ადამიანებთან მუშაობისას მსგავსი ფაქტები თავად არ გამომიცდია. შესანიშნავი იყო მათთან თანამშრომლობა. ძალიან მწყინს, ასეთი დიდებული არტისტების დაკარგვა".

ამასთანავე, ჯონსონმა თითოეული ძალადობის მსხვერპლის მიმართ მწუხარება გამოთქვა და განაცხადა, რომ "ცვლილებების" ძალის სჯერა.

"ვწუხვარ იმ ადამიანების გამო, რომელთაც დახმარება სჭირდებოდათ და ალბათ, დროულად ვერ მიიღეს ეს. ვწუხვარ იმათ გამოც, ვისაც ზიანი ან ტკივილი მიადგა. ამავდროულად მჯერა, რომ ადამიანები იცვლებიან. მინდა მჯეროდეს, რომ ადამიანებს შეუძლიათ შეცვლა, განვითარება, დახმარების მიღება და შემდეგ სხვების დახმარება".

ამ საკითხზე საუბარი კი Cancel Culture-ის კრიტიკით დაასრულა:

"ხანდახან საჭიროა, რომ ძველი ღირებულებები ახლით შეიცვალოს, მაგრამ Cancel Culture ძალიან საცოდაობაა. მეზიზღება ეს ტერმინი".