ვითარება უკიდურესად მძიმეა, ფსიქიკას და აზროვნებას უკვე ეტყობა სერიოზული კვალი — გვარამია სააკაშვილზე
ექსპრეზიდენტის ადვოკატი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმდება და მოსალოდნელია კოლაფსი. მისივე თქმით, ექსპრეზიდენტის ფსიქიკას და აზროვნებას უკვე ეტყობა სერიოზული კვალი.
"მივმართავ ბიძინა ივანიშვილს კვლავ, ვითარება არის უკიდურესად მძიმე, მოსალონდელია კოლაფსი. როგორც თვითონ მითხრა სააკაშვილმა, ძალიან ცოტა დრო დარჩა აქამდე, მისი შეგრძნებით. კიდევ ერთხელ, არც მე ვარ ექიმი და არც ის, მე ვამბობ იმას, რასაც ვხედავ და რასაც მეუბნება პატიმარი, თუ როგორ გრძნობს თავს. ის არ გრძნობს თავს კარგად და ელოდება კოლაფსს", — თქვა მან.
ამასთან, გვარამია ყველა პირს, ვინც სააკაშვილს შეხვდება, მოუწოდებს, რომ ანგარიში გაუწიონ მის მდგომარეობას, წერილები ციხესთან არ წაიკითხონ და ექსპრეზიდენტის განცხადებები წერილობით მხოლოდ Facebook გვერდზე გამოქვეყნდეს. გვარამია მიზეზად ასახელებს იმას, რომ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა.
"მე მინდა ვთხოვო ყველას, ვინც შედის, ნებისმიერს, იქნება ეს ადვოკატი, ექიმი, თუ პარლამენტის წევრი — მიხეილ სააკაშვილის განცხადებები წერილობით საკითხავად აქ გამოტანილი არ იქნეს. ეს განცხადებები უნდა დაიდოს მის Facebook-ზე და ამგვარად გაიგოს საზოგადოებამ. ძალიან მინდა ყველას ვთხოვო, არ ვიყო არასწორად გაგებული. გთხოვთ, გაუწიოთ ანგარიში იმას, რომ ადამიანი არის მძიმე მდგომარეობაში და პირველ რიგში, მე ვგულისხმობ ამ შემთხვევაში იმ სერიოზულ კვალს, რომელიც მის ფსიქიკას და აზროვნებას უკვე ეტყობა და დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ამაში", — აცხადებს გვარამია.
რაც შეეხება სააკაშვილის ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობას, მისი თქმით, ექსპრეზიდენტს ფეხზე დგომა უჭირს და გადასააადგილებლად დახმარება სჭირდება.
"მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არ მიეკუთვნება არც მსუბუქ და არც ნორმალურ კატეგორიათა მდგომარეობას. იგი არის მძიმედ, ის, რომ ფიზიკურად ის ფეხზე დგას, და მინდა გითხრათ, ესეც უჭირს, დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ამაში. უბრალოდ, მართლა ყანყალებს ადამიანი ფეხზე რომ დგას და დაყვება ბევრად მეტი ბადრაგი, იმისთვის, რომ გზაში არ წაიქცეს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანი ბოლომდე ფსიქოლოგიურად და გონებრივადაც აკონტროლებს სიტუაციას. აღარ არის მიხეილ სააკაშვილი ამ მდგომარეობაში, ძალიან გთხოვთ ამას ანგარიში გავუწიოთ ყველამ", — დასძენს გვარამია.
სააკაშვილი უკვე 36 დღეა შიმშილობს. მისი პირადი ექიმი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტს ექიმების მეთვალყურეობა სჭირდება და საჭიროა კლინიკაში გადაყვანა. პენიტენციური სამსახური სააკაშვილს მხოლოდ ციხის კლინიკაში გადაყვანას სთავაზობს, ის უარზეა.
პროტესტის ნიშნად სააკაშვილმა უარი თქვა ნებისმიერ სამედიცინო დახმარებასა და ტესტების გაკეთებაზე. თუმცა დღეს, 3 ნოემბერს მისმა ექიმმა განაცხადა, რომ ის თავს სუსტად გრძნობს და ანალიზების გაკეთებაზე დაითანხმეს. ამ ეტაპზე სააკაშვილი აურს ამბობს ექიმების კონსილიუმთან თანამშრომლობაზე.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები