ქვეყნის პარტნიორების მიმართ მსგავსი რიტორიკის გამოყენება დამაზიანებელია — GDI კომიტეტის განცხადებაზე
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის განცხადებით, მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ ადგილობრივი ორგანიზაციებისა და ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პარტნიორების კრიტიკის საპასუხოდ, მსგავსი რიტორიკის გამოყენება სასამართლოში კლანის არსებობას ადასტურებს. მათი შეფასებით, ეს დამაზიანებელია, როგორც ქვეყნის, ასევე, სასამართლო სისტემის იმიჯისათვის.
"განცხადებაში პარტნიორების მიერ გამოთქმული კრიტიკა შეფასებულია როგორც აშკარად გადაჭარბებული, დაუსაბუთებელი და წინააღმდეგობრივი. უფრო მეტიც, ისინი განცხადების ავტორებს დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ ვენის კონვენციის დარღვევაშიც კი ადანაშაულებენ. მსგავსი შეფასებები ნათლად მიუთითებს განცხადების ავტორთა კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების ნაკლებობაზე", — ვკითხულობთ GDI-ის განცხადებაში.
ორგანიზაციის თქმით, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ განცხადების გავრცელებიდან მალევე, მოსამართლეთა ნაწილმა სოციალური ქსელების გამოყენებით ღიად დააფიქსირა განსხვავებული პოზიცია და გაემიჯნა განცხადებაში ჩამოყალიბებულ შეხედულებებს.
"საქართველოს სასამართლო სისტემაში დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ღრმა კრიზისის ფონზე, ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ გავრცელებული განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს სასამართლოს ფუნდამენტური და არსებითი რეფორმის საჭიროებას. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსამართლეთა შორის კრიტიკული აზრის არსებობა, რამაც არსებითად უნდა შეუწყოს ხელი სასამართლო ხელისუფლების გაჯანსაღების პროცესის დაწყებას", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
31 ოქტომბერს, არჩევნების მეორე დღეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ორი ახალი მოსამართლე წევრი, პაატა სილაგაძე და გიორგი გოგინაშვილი აირჩია. ამ გადაწყვეტილებას კრიტიკა მოყვა, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი კვლავ მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს, თუმცა დახმარება დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებაზე. ევროკავშირის ელჩის თქმით, საბჭოს 2 წევრის არჩევა იყო ნაჩქარევი, გაუმჭვირვალე და არაკონკურენტული. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს იყო ბოლო 4 თვის განმავლობაში რიგით მე-5 უკან გადადგმული ნაბიჯი. აშშ-ის საელჩომაც განაცხადა, რომ ეს პროცესი არც კონკურენტული იყო და არც გამჭვირვალე. მათ ხაზი გაუსვეს, რომ შერჩევა მაშინ მოხდა, როდესაც ქვეყნის ყურადღება გადატანილი იყო მუნიციპალურ არჩევნებზე.
რაც შეეხება ადგილობრივ ორგანიზაციებს, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის განცხადებით, ახალი წევრების არჩევა არის სასამართლოში არსებული ე.წ კლანის წარმატებული მცდელობა შეინარჩუნოს გავლენები. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც ამბობს, რომ ეს კლანური მმართველობის მანიპულაციაა. დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი კი აცხადებს, რომ მოსამართლეები ამჯერადაც მოწყვლადი აღმოჩნდნენ გავლენიანი ჯგუფის ნების წინააღმდეგ.
პასუხად მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციულმა კომიტეტმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ შეფასებები გადაჭარბებული, დაუსაბუთებელი და წინააღმდეგობრივია და ეს გადაწყვეტილება ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს ვერანაირად დააზიანებს. მათივე აზრით, გაუგებარია, რატომ შეფასდა 31 ოქტომბერს კონფერენციის ჩატარება ნაჩქარევად, როდესაც ის საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის სრული დაცვით ჩაინიშნა. კომიტეტის განცხადებას 18 მოსამართლე ემიჯნება.
ამავე თემაზე:
- იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის ამ ფორმით და ამ დროს არჩევა გაუგებარი ნაბიჯია — ზურაბიშვილი
- ხელისუფლებამ ისევ დაარღვია აღებული ვალდებულებები — სტრატეგია აღმაშენებელი იუსტიციის საბჭოში 2 წევრის არჩევაზე
- შესაძლოა, მთავრობა იმაზე ნაკლებად ესწრაფვის ევროპულ მომავალს, ვიდრე ამას ამტკიცებს — კორტნი
- ეს არ არის დემოკრატია — იან კელი იუსტიციის საბჭოში 2 ახალი წევრის არჩევაზე
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები