ვემიჯნები პაციენტის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნებისმიერ გამოვლინებას — სააპელაციოს მოსამართლე
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილის განცხადებით, სრულად იზიარებს კოლეგების პოზიციას საერთაშორისო პარტნიორებთან დაკავშირებით კომიტეტის განცხადებაზე და ასევე, ემიჯნება პატიმარი პაციენტის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნებისმიერ გამოვლინებას.
"სრულად ვიზიარებ და ვუერთდები ჩემი კოლეგების პოზიციას საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების განუზომელი როლის შეფასებაში დემოკრატიული ინსტიტუტების და სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნისაკენ სწრაფვაში.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ჩემი მოქალაქეობრივი პოზიციის დასაფიქსირებლად უკომენტაროდ გთავაზობთ გაეროს პატიმრებთან მოპყრობის მინიმალური სტანდარტის ზოგიერთ უმნიშვნელოვანეს წესს:
- ციხის ხელმძღვანელობამ უნდა დაიცვას მისი მზრუნველობის ქვეშ მყოფი პატიმრების ჯანმრთელობა;
- პატიმრებთან მიმართებაში ჯანდაცვის პოლიტიკა უნდა იყოს ინტეგრირებული და ეთავსებოდეს ეროვნული ჯანდაცვის პოლიტიკას;
- პატიმრებს უნდა მიუწვდებოდეთ ხელი ქვეყანაში არსებულ ჯანდაცვის სამსახურებზე მათი სამართლებრივი მდგომარეობის საფუძველზე დისკრიმინაციის გარეშე;
- დაუშვებელია პაციენტის დისკრიმინაცია პატიმრობის ნიშნით.
ვემიჯნები და დაუშვებლად მიმაჩნია პაციენტის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნებისმიერი გამოვლინება", — წერს ის ფეისბუქგვერდზე.
31 ოქტომბერს, არჩევნების მეორე დღეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ორი ახალი მოსამართლე წევრი, პაატა სილაგაძე და გიორგი გოგინაშვილი აირჩია. ამ გადაწყვეტილებას კრიტიკა მოყვა, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი კვლავ მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს, თუმცა დახმარება დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებაზე. ევროკავშირის ელჩის თქმით, საბჭოს 2 წევრის არჩევა იყო ნაჩქარევი, გაუმჭვირვალე და არაკონკურენტული. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს იყო ბოლო 4 თვის განმავლობაში რიგით მე-5 უკან გადადგმული ნაბიჯი. აშშ-ის საელჩომაც განაცხადა, რომ ეს პროცესი არც კონკურენტული იყო და არც გამჭვირვალე. მათ ხაზი გაუსვეს, რომ შერჩევა მაშინ მოხდა, როდესაც ქვეყნის ყურადღება გადატანილი იყო მუნიციპალურ არჩევნებზე.
რაც შეეხება ადგილობრივ ორგანიზაციებს, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის განცხადებით, ახალი წევრების არჩევა არის სასამართლოში არსებული ე.წ კლანის წარმატებული მცდელობა შეინარჩუნოს გავლენები. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც ამბობს, რომ ეს კლანური მმართველობის მანიპულაციაა. დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი კი აცხადებს, რომ მოსამართლეები ამჯერადაც მოწყვლადი აღმოჩნდნენ გავლენიანი ჯგუფის ნების წინააღმდეგ.
პასუხად მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციულმა კომიტეტმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ შეფასებები გადაჭარბებული, დაუსაბუთებელი და წინააღმდეგობრივია და ეს გადაწყვეტილება ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს ვერანაირად დააზიანებს. მათივე აზრით, გაუგებარია, რატომ შეფასდა 31 ოქტომბერს კონფერენციის ჩატარება ნაჩქარევად, როდესაც ის საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის სრული დაცვით ჩაინიშნა. კომიტეტის განცხადებას 18 მოსამართლე ემიჯნება.
ამავე თემაზე:
- იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის ამ ფორმით და ამ დროს არჩევა გაუგებარი ნაბიჯია — ზურაბიშვილი
- ხელისუფლებამ ისევ დაარღვია აღებული ვალდებულებები — სტრატეგია აღმაშენებელი იუსტიციის საბჭოში 2 წევრის არჩევაზე
- შესაძლოა, მთავრობა იმაზე ნაკლებად ესწრაფვის ევროპულ მომავალს, ვიდრე ამას ამტკიცებს — კორტნი
- ეს არ არის დემოკრატია — იან კელი იუსტიციის საბჭოში 2 ახალი წევრის არჩევაზე
-
გადახედვასპეცრაზმი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კვლავ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს სპეცრაზმი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კვლავ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს
-
გადახედვასახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი სახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს
-
გადახედვამოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI
-
გადახედვასპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის სპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის
-
გადახედვა"აქცია გახდა ძალადობრივი, ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას" — შსს-ს განცხადება "აქცია გახდა ძალადობრივი, ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვასახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება სახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება
-
გადახედვასპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც სპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც
-
გადახედვაზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ! ზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ!
-
გადახედვამშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ
-
გადახედვაპარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს პარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს
-
გადახედვაპარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს პარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
-
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
კომენტარები